FM97.5 / LIVE

რა ჯდება საახალწლო სუფრა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 29.12.2017
ახალ წლამდე სამი დღით ადრე, ახალციხის ბაზარში მყიდველმაც იმატა და პროდუქტის ფასმაც. ‘სამხრეთის კარიბჭემ’ რამდენიმე საახალწლო პროდუქტის ფასი მოიკითხა და სადღესასწაული ხარჯის მიახლოებითი ოდენობა გამოთვალა.

რა ჯდება საახალწლო სუფრა

გამყიდველები ამბობენ, რომ ბაზარში მყიდველმა ბოლო დღეებში განსაკუთრებით მოიმატა.

„თითქმის ყოველ წელს ამ დროს ასეთი მდგომარეობაა. გასაკვირია, მაგრამ კლიენტს ყოველთვის ურჩევნია 27, 28 ან 29 დეკემბრისთვის შეიძინოს პროდუქტი, არადა, იმ დროს უკვე ძალიან ძვირდება. ეს კარალიოკი ახლა რომ 2.50 ლარი ღირს, ცოტა უფრო ადრე 1.50 ლარადაც ვყიდდი“, – გვეუბნება გამყიდველი ირინა კაპანაძე.

დავითაშვილებს საშუალო შეძლების ოჯახი აქვთ, თუმცა ახალ წელს, როგორც თვითონ ამბობენ, ცდილობენ „ბარაქიანად“ შეხვდნენ. ოჯახის დიასახლისი ამბობს, რომ მზადებას 30 დეკემბრიდან იწყებს, ამ დღეს კი ყველაფერს „ცეცხლი უკიდია“. დავითაშვილებს საახალწლო სუფრა დაახლოებით 400 ლარი უჯდებათ: „აუცილებლად უნდა მქონდეს გოჭი, საცივი, გოზინაყი, ტოლმა, სალათები და ხილი“.

მყიდველები საახალწლო პროდუქტების ბოლო დღეებში შეძენას რამდენიმე მიზეზით ხსნიან, მათ შორის, ხელფასის ლოდინი და თავისუფალი დროის არქონა. არიან ისეთებიც, ვინც ამბობს, რომ ახალი პროდუქტების შეძენის მიზნით, ბაზარს ყოველთვის ბოლო დღეებში აკითხავს.

საახალწლო პროდუქტების ფასები:

ხორცის პროდუქტები:
საქონლის ხორცი – 15 ლარი;
ღორის ხორცი – 15 ლარი;
ცოცხალი გოჭი – 10 ლარი (1კგ);
ცოცხალი თევზი – 17 ლარი;
გაყინული თევზი – 6–12 ლარი;
გაყინული ქათამი – 6 ლარი;
ცოცხალი ქათამი – 7.50;
კალმახი – 13 ლარი.

ძეხვეული
ძეხვი – 5–15 ლარი;
სუჯუხი – 8 ლარი;
ბასტურმა – 10 ლარი.

ხილ–ბოსტნეული
მწვანილი – 1 კგ 4 ლარი;
მწვანე ხახვი – 4 ლარი;
ხახვი – 1 ლარი;
პომიდორი – 1 კგ 3.50 ლარი;
კიტრი – 3.50 ლარი;
კომბოსტო– 50–60 თეთრი;
ბოლოკი – 1.50 ლარი;
მწვანე ბულგარული – 4 ლარი;
წითელი ბულგარული – 5 ლარი.


ვაშლი – 1–2 ლარი;
მანდარინი – 2–2.50 ლარი;
კივი – 3–3.50 ლარი;
ფორთოხალი – 3 ლარი ლარი;
ანანასი – 10 ლარი;
ბანანი – 3–3.50 ლარი.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

საახალწლო ბაზარი ახალციხეში – რა ღირს პროდუქტი ‘ალფა მარკეტში’
საახალწლო ბაზარი
სააღდგომო ფასები ბაზარში [Photo]
ახალციხეში წინასაახალწლო ვაჭრობა პიკს აღწევს
სააღდგომო ფასები ახალციხის ბაზარში [Photo]
რა ღირს საახალწლო სუფრა
ლარი გაუფასურებას განაგრძობს