FM97.5 / LIVE

მუშამ, რომელიც ორი დღის წინ ვალეში ხელფასის აუღებლობას აპროტესტებდა, თავი ჩამოიხრჩო

მთავარისიახლე, სამართალი 29.12.2017
ვალეში, საბავშვო ბაღისა და კულტურის სახლის სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული ერთ–ერთი მუშა, რომელსაც ვალეში ბინა ჰქონდა ნაქირავები, აბაზანში ჩამომხრჩვალი ნახეს;

მუშამ, რომელიც ორი დღის წინ ვალეში ხელფასის აუღებლობას აპროტესტებდა, თავი ჩამოიხრჩო

ვალეს საბავშვო ბაღსა და კულტურის სახლის სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული 35 წლამდე მამაკაცი, ნაქირავები სახლის აბაზანაში ჩამომხრჩვალი დღეს, 29 დეკემბერს, სხვა მუშებმა ნახეს.

გარდაცვლილი ვალეში სამუშაოდ დაახლოებით ხუთი თვის წინ ჩამოვიდა და ბინა იქირავა. დამსაქმებლის შპს „ქრისტინე სარაშვილის“ დირექტორის ნუგზარ სარაშვილის თქმით, 35 წლის მამაკაცი დევნილი იყო: „ოჩამჩირიდანაა, სად ცხოვრობდა ვალეში ჩამოსვლამდე, არ ვიცი“.

გარდაცვლილი ერთ–ერთი იყო იმ აქციის მონაწილეებს შორის, რომლებმაც ვალეში სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით 27 დეკემბერს, ღამით, აქცია გამართეს. მუშები ბოლო ოთხი თვის ხელფასის დარიცხვას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამუშაოების შეჩერებითა და გზის გადაკეტვით იმუქრებოდნენ.

როგორც ვალეში ადგილობრივები აცხადებენ, გარდაცვლილს ბევრი ვალი ჰქონდა და იმის გამო, რომ ხელფასს ვერ იღებდა, ვერც ბინის ქირას ისტუმრებდა.

ვალეში საბავშვო ბაღსა და კულტურის სახლს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებული შპს „ქრისტინე სარაშვილი“ არემონტებს. მისი თქმით, მუშების დავალიანების დაფარვა გუშინ დაიწყო: „სრულად არ გაგვისტუმრებია, დღეს ბოლომდე დავფარავთ“.

სარაშვილი აქციის დღეს აცხადებდა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიიდან თანხა გადარიცხული იყო თუმცა მის ანგარიშზე ასახვას დრო სჭრიდებოდა.

„ჩვენი მხრიდან დაგვიანება არ ყოფილა, თანხა დროულად გადაირიცხა“, – აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით დაწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მომხდარზე დამატებითი დეტალების მოძიებას ცდილობს „სამხრეთის კარიბჭეც“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

06.12.2018 შშმ მშობელი ექსკურსიას ჩამორჩა, ამის შემდეგ სკოლაში მის შვილს დაუპირისპირდნენ

06.12.2018 სკოლებში აგვისტოს ომის შესახებ გაკვეთილებს სამხედროები ჩაატარებენ

04.12.2018 საფეხური: რა უპირატესობით სარგებლობენ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები [R]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.12.2018 ‘სახლებს წვავდნენ და თან სელფებს იღებდნენ’ – რა მოხდა ფოკაში მკვლელობამდე და მკვლელობის შემდეგ

09.12.2018 სარაგბო კლუბმა ‘ტაომ’ ქუთაისის ‘ბაგრატი’ დაამარცხა

09.12.2018 ახალციხის პირველი საჯარო სკოლა ‘მხიარულ სტარტებში’ საქართველოს ჩემპიონია

09.12.2018 10 დეკემბერს საქართველოში უნალექო ამინიდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ვალეში მუშებმა სახელფასო ანაზღაურების მოთხოვნით აქცია გამართეს  [Video]
„ბევრის ვალი ჰქონდა“  – რას ყვებიან ვალეში გარდაცვლილი მუშის შესახებ
ვალეში საბავშვო ბაღის რემონტი სამი თვის დაგვიანებით დასრულდება
ვალეში რეაბილიტირებული ბაღი ხუთთვიანი დაგვიანებით გაიხსნა
სოფელ არალში შუახნის მამაკაცი ჩამომხრჩვალი ნახეს
ვალეში კათოლიკური რელიკვიების დაწვის ფაქტზე შსს–მ ძიება დაიწყო
ვალეში  წყალს არიგებენ