სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში მომავალი წლის ბიუჯეტები დამტკიცდა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 28.12.2017
სამცხე–ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტმა, მომავალი, 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ექვსიდან ხუთ მუნიციპალიტეტში სხდომას საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობა ესწრებოდა, ბორჯომში კი მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ოპოზიციამ დაამტკიცა, ხელისუფლების პროტესტის ფონზე.

სამცხე–ჯავახეთში მომავალი წლის ბიუჯეტები დამტკიცდა

რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მთავარ პრიორიტეტად კვლავ ინფრასტრუქტურის მოწესრგება რჩება. რეგიონის მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე მწირი ბიუჯეტი ასპინძას, ყველაზე მსუყე კი ბორჯომს აქვს.

ასპინძის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტი, რაც 3 900 000 ლარით განისაზღვრა, ყველაზე ადრე დაამტკიცა. თითქმის 4–მილიონიანი ბიუჯეტიდან, მომავალ წელს, 1 024 600 ლარი ინფრასტრუქტურის მშენებლობა–რეაბილიტაცია–ექსპლოატაციისთვის დაიხარჯება. თანხა გზების შეკეთებას, სარწყავი არხების მოწესრიგებას, კორპუსების ფასადების შეღებვას, გარე განათების მონტაჟსა და ასპინძის დასუფთავებას მოხმარდება.

576 ათასი ლარია გაწერილი კულტურისა და სპორტის სფეროსა და ახალგაზრდების ხელშეწყობისთვის.

400 ათასი ლარი მოხმარდება საბავშვო ბაღებს. ამ თანხაში ბაღების ფუნქციონირებისთვის საჭირო ხარჯი, ასევე, აღსაზრდელების ტრანსპორტით გადაადგილება შედის. როგორც საკრებულოში გვიხსნიან, ამ 400 ათას ლარში არ შედის ბაღების თანამშრომლების ხელფასი.

ადიგენში ბიუჯეტი 4 000 700 ლარით დამტკიცდა. ამ თანხიდან, 1 640 000 ლარი აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების დასაფინანსებლადაა საჭირო, 1 300 000 ლარი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ხმარდება, 435 000 ლარია ჩადებული განათლების სფეროში, 314 000 ლარით დაფინანსდა ამ ეტაპზე ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 14 300 000 ლარით განისაზღვრა. მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურა და ამისთვის 4 630 800 ლარია გათვალისწინებული. 3 721 300 ლარი ადმინისტრაციული ხარჯია, – 926 300 ლარი საკრებულოსთვის და 2 721 300 ლარი მერიისთვის.

ახალციხის 2018 წლის ბიუჯეტიდან, 13 ააიპ –ი, 4.119.500 ლარს მიიღებს.

17 800 000 ლარით, მხოლოდ ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა დაამტკიცეს ბიუჯეტი ბორჯომში, „ოცნების“ დეპუტატები სხდომაზე პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდნენ, თუმცა, საინტერესოა, რომ ბორჯომშიბიუჯეტი იმ სახით დამტკიცდა, რაც „ქართულ ოცნებას“ სურდა, რადგან მერიამ ოპოზიციის შენიშვნები არ გაითვალისწინა.

მომავალი წლისთვის ბორჯომში მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იქნება, რისთვისაც 5 400 000 ლარი დაიხარჯება. სკოლამდელი აღზრდისთვის 2 700 000 ლარია გათვალიწინებული, მათ შორის, ბაღების რეაბილიტაციისთვის – 1 000 000 ლარი. ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის მომავალ წელს 1 700 000 დაიხარჯება. მათ შორის, მოსახლეობის ოპერაციების დაფინანსებისთვის 700 000 ლარია განსაზღვრული, მედიკამენტებით უზრუნველყოფისთვის კი 220 000 ლარი გაიწერა.

2018 წელს წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლების სახელფასო ფონდი 1 810 000 ლარით განისაზღვრა.

8 628 000 ლარით განისაზღვრა ბიუჯეტი ახალქალაქში. ამ თანხიდან, 1 410 500 ლარი შრომის ანაზღაურებას მოხმარდება. 668 500 ლარია გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის მუხლში, 876 000 მოხმარდება განათლებას და 152 000 ლარი გაითვალისწინეს სარეზერვო ფონდში.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 5 100 700 ლარით დამტკიცდა. აქ მომავალ წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის 1 230 500 ლარი, განათლებაში 467 000 ლარი, ხოლო ჯანდაცვასა და სოცილურ უზრუნველყოფაში 453 000 ლარი დაიხარჯება.

[ლუბა გიორგაძე, სამცხე–ჯავახეთი]


16.07.2018 გეოგრაფიის გამოცდაზე 22 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

13.07.2018 პროფესიული უნარების გამოცდაზე 154 მასწავლებელი არ გამოცხადდა

13.07.2018 სამაგისტრო გამოცდების ტესტის პასუხები სავარაუდოდ წინასწარ გამოქვეყნდა

13.07.2018 ტესტების შესაძლო გადაწერის ფაქტებზე, საგამოცდო ცენტრმა მოკვლევა დაასრულა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.07.2018 ფოტოკონკურსი 'ჩემი თვალით დანახული სამყარო'

16.07.2018 ხმაური აწყურის ტაძრის ირგვლივ – მიმდინარეობს თუ არა დარღვევით ძეგლის რესტავრაცია

16.07.2018 სამცხე–ჯავახეთში ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

16.07.2018 პრემიერი: მივიღეთ გადაწყვეტილება შახტის დახურვის შესახებ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ასპინძაში მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს
ბორჯომის ბიუჯეტი 10 მილიონ ლარამდე გაიზარდა
რაზე დახარჯავენ თვითმმართველობები თანხებს 2017 წელს ცნობილია
რაში დაიხარჯება ახალციხის ბიუჯეტი 2017 წელს
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 5.076.700 ლარია
ბორჯომში 2018 წლის ბიუჯეტი ისე დამტკიცდა, 'ოცნებამ' პროცესებში მონაწილეობა არ მიიღო [Video]
2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დამტკიცდა