FM97.5 / LIVE

ჯავახეთში ინტეგრაციის ესტონურ გამოცდილებას გაიზიარებენ

მთავარისაზოგადოება 23.05.2013
ესტონეთი, საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, ჯავახეთში რამდენიმე პროექტის განხორციელებას იწყებს. პირველი პროექტი ინტეგრაციას შეეხება. პროექტს წინ მოსამზადებელი სამუშაო, ადგილობრივების პრობლემებისა და საჭიროებების გამოკვეთა უძღოდა.

ჯავახეთში ინტეგრაციის ესტონურ გამოცდილებას გაიზიარებენ
პროექტს ქვია "ესტონური გამოცდილება საქართველოს სომხების ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის“ და მას იან ტონისონის ესტონური ინსტიტუტი ატარებს. ეს ინსტიტუტი 1991 წელს დაარსდა. ხუთი წელია, რაც ინსტიტუტი ესტონეთის საზღვრებს გასცდა და საქართველოს გარდა პროექტებს მოლდოვაში, ავღანეთსა და აფრიკაში ახორციელებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ხანებში საქართველოსა და ესტონეთს შორის თანამშრომლობა გააქტიურდა. ესტონეთი საქართველოში ბევრ პროექტს ახორციელებს და მათ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს.

იან ტონისონის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ანდრუს ვილლემი მიიჩნევს, რომ ყველა ეთნოსის წარმომადგენელი, რომელიც სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, თავს სხვა მოსახლეობის თანასწორად უნდა გრძნობდეს და მათი პროექტის მიზანი ინტეგრაციაა და არა ასიმილაცია.

"ამ პროექტამდე ჩვენ GFSIS–სთან ვსაუბრობდით, განვიხილავდით თუ რა პროექტის განხორციელება შეიძლება აქ. ისინი ხედავდნენ, რომ საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებს ქართულ საზოგადოებაში ჩართვისთვის დახმარება სჭირდებათ. ამასთან დაკავშირებით ჩვენ სემინარებს, გამოკითხვებს ვატარებთ“, – ამბობს ანდრუს ვილლემი.

ახალქალაქში გამოკითხვა - როგორ გრძნობენ თავს ეთნიკური სომხები ჯავახეთში და რა პრობლემები აქვთ, გაზაფხულზე ჩატარდა. შედეგები მაისის ბოლოს იქნება. ტალინელი სოციოლოგები გამოკითხვის შედეგად გამოტანილ დასკვნებს გამოაქვეყნებენ. პროექტის ფარგლებში GFSIS–ის ახალქალაქის ოფისში ტარდებოდა სემინარები ეკონომიკაზე, ეროვნულ უმცირესობებზე ესტონეთში, ასევე კულტურის შესახებ. ამ ლექციებსა და სემინარებზე თავიანთ მაგალითზე აჩვენებენ როგორ გაუმკლავდნენ ესტონეთში მსგავს სირთულეებს, როგორიც ახლა საქართველოშია, ესტონეთმა კი ისინი დაახლოებით ორი ათეული წლის წინ გადალახა.

ეს იან ტონისონის ინსტიტუტის პირველი პროექტია ჯავახეთში, თუმცა ისინი უკვე ამზადებენ სასოფლო–სამეურნეო პროექტს და აქ სოფლის მეურნეობის ექსპერტების გამოგზავნას აპირებენ.

ანალოგიური პროექტის განხორციელებას ინსტიტუტი ქვემო ქართლშიც აპირებს. ყველა პროექტი, რომელსაც ინსტიტუტი განახორციელებს, ეროვნულ უმცირესობებს ეხება.

ანდრუს ვილლემის თქმით, მათ პრიორიტეტული სახელმწიფოები აქვთ შერჩეული და საქართველო ერთ–ერთი მათგანია. ესტონეთის საგარეო საქმეთ სამინისტრო ამ ქვეყნების დასახმარებლად ყოველწლიურად გრანტებს გამოყოფს. 90–იან წლებში ესტონეთს თავად ჭირდებოდა გარედან დახმარება და დასავლური ფონდებიდან იღებდა კიდეც. შედეგი კი ქვეყანაში განვითარებული სამოქალაქო საზოგადოებაა.

[შუშან შირინიანი, ახალქალაქი]


13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

07.02.2020 ახალციხელი თამთა კაპანაძე Google-მა მოხალისედ შეარჩია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.02.2020 ვარძიასთან სასტუმროს უკანონო მშენებლობის საქმე შესაძლოა სასამართლოში გაგრძელდეს

17.02.2020 ადიგენელმა საბა ყულიჯანიშვილმა ჭადრაკში რეგიონის პირველობა მოიპოვა

17.02.2020 როგორი ამინდი იქნება სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში

17.02.2020 ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ანგარიშს წარადგენს
აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტი სამოქალაქო გაძლიერების ახალ პროექტს იწყებს
მოქალაქე და პროფესიონალი ჟურნალისტები არჩევნებს კოორდინირებულად გააშუქებენ
”სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი” არასამთავრობო სექტორს შეხვდა
სამცხე–ჯავახეთში ახალგაზრდებს რელიგიური ტოლერანტობის შესახებ ასწავლიან
ოთარ დანელია იუნესკოს წყლის ინსტიტუტის რექტორს შეხვდა [R]
სამცხე–ჯავახეთი აგრარულ მიმართულებაში კვლევითი პრაქტიკის გაძლიერებაში ერთვება