FM97.5 / LIVE

ვალეში მუშებმა სახელფასო ანაზღაურების მოთხოვნით აქცია გამართეს [Video]

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 28.12.2017
ვალეში საბავშვო ბაღსა და კულტურის სახლის სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებულმა მუშებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება იყო;

ვალეში მუშებმა სახელფასო ანაზღაურების მოთხოვნით აქცია გამართეს  [Video]
ვალეში, კულტურის სახლისა და საბავშვო ბაღის ეზოში 20–ზე მეტი შეიკრიბა. მათი თქმით, ბოლო ოთხი თვეა კუთვნილი ხელფასი არ მიუღიათ.

„ოთხ თვეზე მეტია ამ დღეში ვართ. ხან 50 ლარს მოგვცემენ და ხან 100 ლარს. მშენებელი კომპანიის წარმომადგენელსაც ველაპარაკეთ ამაზე და მერიაც საქმის კურსშია, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს“, – ამბობენ აქციის მონაწილეები.

მათი თქმით, საბავშვო ბაღშიც და კულტურის სახლშიც სარემონტო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, თუმცა ორივე შენობაში რიგი სამუშოები კვლავ დარჩენილია: „აღარ გავაგრძელებთ მუშაობას, თუ ყურადღებას არ მოგვაქცევენ გზასაც გადავკეტავთ. ოჯახები მშივრები გვყავს, ყოველ დღე გვპიირდებიან რომ ხელფასს გადაგვიხდიან, მაგრამ მიზეზები არ ელევათ“.

ვალეში კულტურის სახლსაც და საბავშვო ბაღსაც შპს „ქარისტინე სარაშვილი“ არემონტებს. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებული ტენდერი მას კულტურის სახლზე 146 472 ლარად აქვს მოგებული, საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის კი 576 000 ლარი უნდა დახარჯოს.

კომპანიის ხელძღვანელი ნუგზარ სარაშვილი აქციის მონაწილეებთან მივიდა და მათ დაპირდა, რომ კუთვნილ ხელფასს აუცილებად მიღებენ, თუმცა ზუსტი თარიღის დასახელება არ შეუძლია, ამას მიზეზი კი ისაა, რომ „ახლა საახალწლო პერიოდია“.

სარაშვილის თქმით, დამკვეთის, ანუ ახალციხის მერიის მიერ თანხა უკვე დარიცხულია: „ხარვეზები არ არის არსად. ფულმა ხაზინა უნდა გაიაროს“.

კომპანიის ხელძღვანელი აცხადებს, რომ სამუშოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, მიუხედავად ამისა, პროექტებს დროულად მაინც ვერ აბარებს: „მეორე ეტაპისთვის საქვაბეები გვაქვს საყიდელი და გვიან ჩამოდის. ახალი წლის მერე ჩავაბარებთ“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ მათ კომპანიას თანხა უკვე გადაურიცხეს: "მაქსიმუმ ორ დღეში ეს თანხა კომპანიის ანგარიშზე დაჯდება".



შეგახსენებთ, რომ ვალეს საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოები 20 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო, პარალელურად კი გარე ფასადის რემონტი გაგრძელებულიყო. ამ დრომდე კი საბავშვო ბაღში რემონტი მიმდინარეობს. როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ვადის გადაცილების გამო კომპანია დააჯარიმეს.



[sknews.ge]


25.02.2020 როდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები

24.02.2020 ახალციხის სამხატვრო სკოლაში ერთი დღით სწავლა შეწყდება

22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.02.2020 ასპინძის მერიაში ექვსი ვაკანტური პოზიციაა

25.02.2020 ბაკურიანელი და–ძმა ტრამპლინიდან ხტომაში მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებს

25.02.2020 ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

25.02.2020 საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ვალეში საბავშვო ბაღის რემონტი სამი თვის დაგვიანებით დასრულდება
მუშამ, რომელიც ორი დღის წინ ვალეში ხელფასის აუღებლობას აპროტესტებდა, თავი ჩამოიხრჩო
ვალეს საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი თებერვლიდან განახლდება
ვალეს საბავშვო ბაღის თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გაუშვეს
ვალეს ბაღში რემონტის დასასრულებად  ტენდერი უნდა გამოაცხადონ
ვალეს საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი წლის ბოლომდე განახლდება
ვალეში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება