სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ბორჯომში 2018 წლის ბიუჯეტი ისე დამტკიცდა, 'ოცნებამ' პროცესებში მონაწილეობა არ მიიღო [Video]

მთავარისიახლე, ეკონომიკა 28.12.2017
ბორჯომში 2018 წლის ბიუჯეტი ისე დაამტკიცეს, რომ მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვაში „ოცნების“ დეპუტატებს მონაწილეობა არ მიუღიათ. მიუხედავად ამისა, ბიუჯეტში იმ დეპუტატების შენიშვნები, რომლებმაც მის მიღებას მხარი დაუჭირეს, გათვალისიწინებული არ იქნა.

ბორჯომში 2018 წლის ბიუჯეტი ისე დამტკიცდა, 'ოცნებამ' პროცესებში მონაწილეობა არ მიიღო [Video]

15 მომხრე არცერთი წინააღმდეგი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტი 17 800 000 ლარით დაამტკიცა.
ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ მომავალი წლისთვის მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იქნება, რისთვისაც 5 400 000 ლარი დაიხარჯება.

სკოლამდელი აღზრდისთვის 2018 წელს 2 700 000 ლარია გათვალიწინებული, მათ შორის ბაღების რეაბილიტაციისთვის გათვალიწინებულია 1 000 000 ლარი. ხოლო ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის მომავალ წელს 1 700 000 დაიხარჯება. მათ შორის, მოსახლეობის ოპერაციების დაფინანსებისთვის 700 000 ლარია განსაზღვრული, მედიკამენტებით უზრუნველყოფისთვის კი 220 000 ლარი გაიწერა.

2018 წელს წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლების სახელფასო ფონდი 1 810 000 ლარით განისაზღვრა: „ამ თანხაში შედის თავდაცვის სამსახურის ხარჯებიც“,–განმარტავს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსი მაია პაიჭაძე.

დღევანდელ საკრებულოს სხდომას ბორჯომში 28 დეპუტატიდან მხოლოდ 15 ესწრებოდა. „ქართული ოცნების“ 13 დეპუტატიდან სხდომაზე არცერთი არ გამოცხადებულა. საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდა არც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია. მერიიდან საკრებულოს სხდომაზე მხოლოდ საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსი მაია პაიჭაძე შევიდა.

ოპოზიციური პარტიების დეპუტატების განმარტებით მიუხედავად იმისა, რომ მათი შენიშვნების უმეტესობა აღმასრულებელმა ორგანომ არ გაითვალიწინა, ბიუჯეტი მაინც დაამტკიცეს.

„ბევრ რამეს არ ევთანხმებოდით ამ ბიუჯეტში, მაგრამ ბიუჯეტის არდამტკიცების შემთხვევაში დაინიშნებოდა არჩევნების შემდეგი ტური. ამ ყველაფრის თავიდან ასარიდებლად მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ბორჯომის საკრებულოს მოადგილემ გიორგი გოგიჩაიშვილმა.
მისი თქმით, მათ როგორც საკრებულოს უმრავლესობას, აქვთ იმის ბერკეტები, რომ მომავალი წლის განმავლობაში ბიუჯეტში არა ერთი ცვლილება შეიტანონ: „მოგესხენებათ, რომ ბორჯომს თავისი ფული გააჩნია, აქედან გამომდინარე ჩვენი ბერკეტი რაც არის, იმას გამოვიყენებთ და შემდომ განვკარგავთ ბიუჯეტს ისე, როგორც სჭირდება ჩვენს მოსახლეობას“.

მთელი რიგი შენიშვნები ჰქონდა ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკრებულოს დეპუტატს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბაკურ გელაშვილს. მისი თქმით, ა(ა)იპ–ებსა და სსიპ–ებში კადრები გაბერილია: „ჩვენ გვქონდა შენიშვნები ა(ა)იპ–ებთან და სსიპ–ებთან დაკავშირებით. ამ დრომდე სამწუხაროდ არ გვაქვს არცერთ მათგანში დასაქმებულთა საშტატო ნუსხებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია. ასევე, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებაში მაქვს კითხვები, მაგრამ „ოცნების“ წარმომადგენლები სხდომაზე არ მოვიდნენ, რომ პასუხი გაეცათ“.

მიუხედავად შენიშვნებისა ბაკურ გელაშვილმა ბიუჯეტის დამტკიცებას მხარი დაუჭირა: „როგორც რიგითი საკრებულოს წევრი არ ვთვლი, რომ ეს ბიუჯეტი ბორჯომისთვისაა. მიუხედავად ამისა დავამტკიცეთ, თორემ ბორჯომში შეიძლება კრიზისული ვითარება შექმნილიყო“.
გელაშვილს ეთანხმება ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი „ლეიბორისტული პარტიიდან“ გიორგი გიუაშვილი: „მერს მივეცით შენიშვნები ბიუჯეტთან დაკავშირებით, თუმცა დიდი ნაწილი არ იქნა გათვალიწინებული. „ქართული ოცნება“ არ მოვიდა სხდომაზე და თავისსავე ბიუჯეტს არ დაუჭირა მხარი“.



შეგახსენებთ, რომ ბორჯომის საკრებულო, საქართველოს მასშტაბით ერთადერთი საკრებულოა, სადაც მმართველ პარტია "ქართულ ოცნებას" უმრავლესობა არ ჰყავს. ბორჯომის საკრებულოს 28 დეპუტატიდან, 13 "ქართულ ოცნებას", 15 კი ოპოზიციას წარმოადგენს. და ასევე, საინტერესოა ისიც, რომ 15 ოპოზიციონერი დეპუტატიდან, 11 "პატრიოტთა ალიანსის" წევრია.

დღეს ბორჯომში რიგით მეოთხე სხდომა გაიმართა და ამათგან, "ქართული ოცნების" წევრები, არცერთ სხდომას არ დასწრებიან.

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


14.01.2018 ხვალიდან სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება

28.12.2017 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორობა ექვს პროფესორს სურს

28.12.2017 სოფელ კლდეში საბავშვო ბაღი გაიხსნა

27.12.2017 ინგლისურენოვანი სპექტაკლი სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების მონაწილოებით

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2018 ასპინძის მერიაში კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა

16.01.2018 მშენებარე კორპუსში ბინების მფლობელები ახალციხის მერს დახმარებას სთხოვენ

16.01.2018 ვალეს საზოგადოებრივ ცენტრში ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბი გაიხსნა

16.01.2018 NDI: 60% ფიქრობს, რომ ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ბორჯომში 2018 წლის ბიუჯეტს ამტკიცებენ, სხდომას არ ესწრება 'ქართული ოცნება'
ახალციხემ 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
სამცხე–ჯავახეთში მომავალი წლის ბიუჯეტები დამტკიცდა
რაზე დახარჯავენ თვითმმართველობები თანხებს 2017 წელს ცნობილია
ახალციხის თემის ბიუჯეტი 6 400 000 ლარით განისაზღვრა
სამცხე–ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან  ბიუჯეტი მხოლოდ ერთმა დაამტკიცა
ბორჯომის ბიუჯეტი 10 მილიონ ლარამდე გაიზარდა