FM97.5 / LIVE

ახალციხის საავადმყოფოში ისევ შემცირებებია

მთავარი 22.05.2013
ახალციხის საავადმყოფოდან დღეს კიდევ სამი ექიმი გაათავისუფლეს. შესაძლოა, საავადმყოფოდან გათავისუფებული ექიმები ახალციხეში ახალ გახსნილ საავადმყოფოში დასაქმდნენ.

ახალციხის საავადმყოფოში ისევ შემცირებებია
”უნიმედი სამცხე” ახალციხის სამედიცინო დაწესებულება დღეს სამმა ექიმმა დატოვა. როლანდი მაისურაძემ, დავით ბაშარულმა და ნანა მათოშვილმა გათავისუფლების შესახებ ბრძანება დილით მიიღეს.

”არ ვიცი რატომ გაგვათავისუფლეს”, - გვითხრა როლანდი მაისურაძემ, რომელიც ახალციხის საავადმყოფოში ქირურგად 1967 წლიდან მუშაობს.

ბრძანებაში, რომლიც მაისურაძემ მიიღო, მითითებულია, რომ მას სამსახური საქართველოს შორმის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის დ პუნქტის და 38-ე მუხლის მესამე ნაწილისა და შრომითი ხელშეკრულების მოშლის რეკომენდაციის აქტის საფუძველზე დაატოვებინეს.

იურისტის ნუგზარ სამარჯიშვილის განმარტებით, 37-ე მუხლის პირველი ნაწილის დ პუნქტი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას გულისხმობს, 38-ე მუხლის მესამე ნაწილი კი ერთი თვის შრომითი ანაზღაურების გადახდას: ”ფაქტობრივად, განმარტებული არაა, რატომ დაატოვებინეს სამსახური. თუ სასამართლოს მიმართავენ გათავისუფლებული ექიმები, მას ჩვეულებრივ მსვლელობა მიეცემა და ეს ნათელი გახდება”.

მაისურაძე აცხადებს, რომ სასამართლოში სარჩელის შეტანას არ აპირებს: ”ბუნებითაც არ ვარ ის ტიპი, რომ ვიჩივლო”.

მიმართავენ თუ არა სასამართლოს ბაშარული და მათოშვილი, უცნობია, რადგან ”სამხრეთის კარიბჭემ” მათთან დაკავშირება ვერ შეძლო.

”ჩემი ოჯახის კლინიკის” პრესსამსახურის წარმომადგენლის თეონა ლალიაშვილის განცხადებით, კლინიკას ქსელში 7 500 თანამშრომელი ჰყავს, ამდენად 3 თანამშრომლის გათავისუფლება მნიშვნელოვანი დანაკლისი არაა: ”დღეს 3 გავათავისუფლეთ მაგრამ ხვალ შესაძლოა 30 მივიღოთ”.

უახლოეს ორ თვეში ახალციხეში ფუნქციონირებას ახალი საავადმყოფო დაიწყებს. სავარაუდოდ ახალციხის საავადმყოფოდან გათავისუფლებული ექიმების დიდი ნაწლი მუშაობას აქ დაიწყებს.

რესპონდენტი, რომელიც ჯერ პრესასთან ვინაობას არ ამჟღავნებს, აცხადებს, რომ ახალ საავადმყოფოში მოქმედ საავადმყოფოსთან შედარებით ბევრად უფრო დაბალი ტარიფები და მაღალი ხელფასები იქნება: ”აქ იქნება ის ტარიფები, რომლითაც მანამდე მუშაობდა ახალციხის საავადმყოფო, სანამ ”ალდაგი” შეისყიდიდა, ასევე იქნება ის ხელფასები, რომელსაც თანამშრომლები საავადმყოფოში კერძო კლინიკის შესვლმდე ღებულობდნენ”.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.11.2019 ‘მომავალში უფრო ტიტულოვან ჩემპიონატებს მოვიგებ’-15 წლის ძიუდოისტი ასპინძიდან

10.11.2019 ბორჯომის ხეობაში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება

09.11.2019 ‘რუსეთის მიერ დაგეგმილი აქტი განხორციელდა’– კახა გოგიძე კინოთეატრებთან გამართულ აქციაზე

09.11.2019 ‘ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია’– თბილისში აქცია განახლდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ექიმები ახალციხის საავადმყოფოდან ’ალდაგი ბისიაის’გასვლას ითხოვენ
ახალციხის საავადმყოფოდან თანამშრომლები ისევ შეამცირეს
ახალციხის რაიონული საავადმყოფოს ყოფილი მენეჯერი საკუთარ კლინიკას ხსნის
ახალციხის საავადმყოფოს ექიმები ტოვებენ
ახალციხის საავადმყოფოში შემცირებებს ელოდებიან
ახალციხის  საავადმყოფოდან წამოსულმა კარდიოლოგმა კერძო კლინიკა გახსნა
ექიმმა  ”ალდაგს” სასამართლო პროცესი მოუგო