FM97.5 / LIVE

‘ოცნებამ’ არ იცის შევა თუ არა ბორჯომის საკრებულოში, თუმცა ფრაქციებს ქმნის

მთავარისიახლე, პოლიტიკა 26.12.2017
ბორჯომის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა სამი ფრაქციის შექმნაზე შეიტანეს განაცხადი და ამავე დროს აცხადებენ, რომ საკრებულოში შესვლის შესაღებ გადაწყეტილება მიღებული არ აქვთ;

‘ოცნებამ’ არ იცის შევა თუ არა ბორჯომის საკრებულოში, თუმცა ფრაქციებს ქმნის

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოში ამ დრომდე სამი სხდომა გაიმართა, თუმცა „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატები არცერთს არ დასწრებიან. საკრებულოს თავმჯდომარის ზაზა ჩაჩანიძის განცხადებით კი გუშინ, 25 დეკემბერს, მათ საკრებულოს სამი ფრაქციის შექმნის შესახებ განცხადებით აცნობეს.

„13–ნი არიან და სამ ფრაქციას ქმნიან. ამ საკითხს კენჭისყრა და განხილვა არ სჭირდება. საკრებულო მათ განცხადებას ცნობად მიიღებს“, – ამბობს ჩაჩანიძე.

მომავალი საკრებულოს სხდომა ბორჯომში ხვალ, 27 დეკემბერს 12:00 საათზე გაიმართება. დეპუტატებმა მომავალი წლის ბიუჯეტი საბოლოოდ უნდა განიხილონ და როგორც ჩაჩანიძე ამბობს, შესაძლოა დაამტკიცონ კიდეც. თუმცა, დაესწრებიან თუ არა „ოცნების“ წევრები სხდომას, უცნობია.

„შემოვლენ თუ არა საკრებულოში, არ ვიცი, რეალურად რაც ვიცი და ჩანს, არის ის, რომ ხელფასების აღება უნდათ“, – აცხადებს ჩაჩანიძე.
შეკითხვაზე შევლენ თუ არა საკრებულოში, „ოცნების“ დეპუტატები გვპასუხობენ, რომ ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. როგორც მათ „სამხრეთის კარიბჭესთან“, გუშინ, 25 დეკემბერს, სატელეფონო საუბარში განაცხადეს, სამართლებრივად დავას საკრებულოს თავმჯდომარის არჩევისა და კომისიების დაკომპლექტების საკითხზე აღარ აპირებენ.

„ამ კუთხით პოლიტიკურად ვიდავებთ, თუმცა ჯერ დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ. ჯერ ვერც იმას გეტყვით შევალთ თუ არა საკრებულოში“, – ამბობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ გიორგი ფერაძე.

ჩაჩანიძე მიიჩნევს, რომ „ოცნების“ ყველა დეპუტატმა საკუთარ ამომრჩეველს პატივი უნდა სცეს და საკრებულოს მუშაობაში აქტიურად ჩაერთოს: „სწორედ ამომრჩევლის გამო უნდა შემოვიდნენ, თორემ მათი არ მოსვლით მუნიციპალიტეტს არაფერი დააკლდება. ჩვენ კონსტრუქციულები ვიქნებით და ყველა მათგანთან აქტიურად ვიმუშავებთ“.

შეგახსენებთ, რომ 20 ნოემბერს, საკრებულოს პირველი სხდომა ბორჯომში, ცხრა საათის განმავლობაში, ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. საბოლოოდ, „ოცნების“ წევრმა დეპუტატებმა სხდომა დატოვეს, ამის შემდეგ კი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა საკრებულოს თავმჯდომარე აირჩიეს, ასევე კომისიები დააკომპლექტეს. „ოცნების“ დეპუტატები სამართლებრივად სწორედ ამაზე დავას აანონსებდნენ, თუმცა ვადა ისე ამოიწურა, რომ მათ სასამართლოს არ მიმართეს.

[თამუნა უჩიძე, ბორჯომი]


20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

18.09.2018 უნივერსიტეტში სტუდენტებს ‘მუდლის’ განახლებული პროგრამა გააცნეს

17.09.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა

17.09.2018 ახალციხის პირველ სკოლაში სწავლა ისე განახლდა, რომ ეზოს მშენებლობა არ დასრულებულა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.09.2018 პენიტენციური სამსახური მერაბიშვილის დიაგნოზს ასაჯაროებს

24.09.2018 ახალციხეში, მთაწმინდელის ქუჩაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ

22.09.2018 ‘გვინდა საზოგადოებამ დაინახოს რა ნიჭიერი ადამიანები არიან’, – შშმ პირთა მხარდამჭერი ფესტივალი ახალციხეში [photos]

22.09.2018 24 სექტემბრამდე წვიმიანი ამინდია მოსალოდენლი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ბორჯომის საკრებულოს „ოცნების“ წევრმა დეპუტატებმა სასამართლოს არ მიმართეს
ბორჯომში 2018 წლის ბიუჯეტს ამტკიცებენ, სხდომას არ ესწრება 'ქართული ოცნება'
ბორჯომის საკრებულოს "ოცნების" წევრი დეპუტატები სასამართლოსთვის მიმართვას აპირებენ
ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე „ოცნების“ დეპუტატები შევიდნენ
ბორჯომის საკრებულო  ბიუჯეტის განხილვას იწყებს
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე თანამდებობიდან გადააყენეს
ბორჯომში „ოცნების“ სამმა დეპუტატმა პარტია დატოვა