FM97.5 / LIVE

ახალგაზრდები და ადგილობრივი თვითმმართველობა

მთავარისაზოგადოება 22.05.2013
ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობებში ახალგაზრდების ჩართვა და არსებული პირობების გაუმჯობესება, - ამ საკითხებზე დღეს ასოციაცია ”დეას” წარმომადგენლებმა ახალციხელ ახალგაზრდებთან იმსჯელეს.

ახალგაზრდები და ადგილობრივი თვითმმართველობა
თემაზე ”ადგილობრივ თვითმმართველობაში ახალგაზრდობის თანამონაწილეობისა და ახალგაზრდების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის აქტუალური საკითხები”, დისკუსია, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ასოციაცია ”დეამ” გამართა. შეხვედრაზე აქცენტი
შშმ პირების, იძულებით გადაადგილებული პირების, გოგონებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების საჭიროებებსა და ხელმისაწვდომობაზე გაკეთდა.

’ეს არის ყველაზე აქტუალური პრობლემა, ამიტომ მნიშვნელოვანია, თუ რამდენად იქნება მზად ჩვენი ახალგაზრდობა აამოქმედოს ადგილობრივი თვითმმართველობა, ისეთი ტემპებით, როგორიც საჭიროა. სხვაგვარად ქვეყნის განვითარებაზე ლაპარაკი ზედმეტია, რადგან დემოკრატიის სკოლა სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე გადის”, - ამბობს ასოციაცია ”დეას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნონა ქობალია.

დისკუსიაში მონაწილეობა არასამთავრობო ორგანიზაცია ”დემოკრატ მესხთა კავშირთან” არსებულმა ”ახალგაზრული საკრებულოს” წევრებმა, ”ახალგაზრდული ცენტრისა” და ”ყველა ყველასთვის” წარმომადგენლებმა მიიღეს.

”მსაგავსი შეხვედრები საშუალებას გვაძლევს ერთმანეთის გამოცდილება გავიზიაროთ და არსებული პრბლემების გადაჭრის გზებზე ვიმსჯელოთ. მსჯელობაში იბადება აზრი და შემდეგ აზრის განხორციელებამდე მცირედი ნაბიჯები რჩება. ჩვენი ორგანიზაცია ახალი შექმინილია და გამოცდილი ორგანიზაციების დახმარება და გამოცდილების გაზიარება ნამდვილად სჭირდება”, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის ”ყველ ყველასათვის” ხელმძღვანელმა შორენა გაბოშვილმა.

შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და დედათა ასოციაცია ”დეას” კვლევის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ახალციხეში, არასამთავრობო ორგანიზაცია ”დემოკრატ მესხთა კავშირისა” და ”დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის” ორგანიზებით გაიმართა.

კვლევის მიზანია რეგიონულ და ადგილობრივ თვითმმართველობაში საზოგადოებრივი თანამონაწილეობის საკითხებისადმი საზოგადოების დამოკიდებულებებისა და აღქმების შესწავლა და თანამონაწილეობის უფლების რეალიზაციის მიმართულებით არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების საზოგადოებრივი ხედვების იდენტიფიკაცია.

მგავსი შეხვედრები, საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა ქალაქში იმართება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


25.02.2020 როდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები

24.02.2020 ახალციხის სამხატვრო სკოლაში ერთი დღით სწავლა შეწყდება

22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.02.2020 ასპინძის მერიაში ექვსი ვაკანტური პოზიციაა

25.02.2020 ბაკურიანელი და–ძმა ტრამპლინიდან ხტომაში მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებს

25.02.2020 ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

25.02.2020 საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

შშმ პირების მსვლელობა პროტესტის ნიშნად
‘შშმ პირების უფლებების დაცვა’ – დისკუსია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში [Video]
შშმ პირები ახალციხის მერობის კანდიდატებს შეხვდნენ
შშმ პირების უფლებების დაცვისთვის ახალი პროექტი დაიწყო
უნივერსიტეტის პრეს-კლუბში შშმ პირების პრობლემებზე იმსჯელეს
შშმ პირები გაერთიანების ჩამოყალიბებას აპირებენ
ტრენინგი ახალციხეში ეთნიკური უმცირესობების გასააქტიურებლად