FM97.5 / LIVE

გაცოცხლებული ისტორია რაბათში

მთავარისაზოგადოება » მოქალაქე ჟურნალისტები 28.09.2011
ქართული, თურქული და რუსული არქიტექტურა; “მიწაში დამალული ისტორიის” ნაწილი, მნიშვნელობადაკარგული ძეგლები და ადგილი, რომელიც ქალაქის დაარსებიდან დღემდე მის ამბავს მოგიყვებათ. რაბათს საუკუნეების წინანდელი იერსახე უბრუნდება

გაცოცხლებული ისტორია რაბათში

რაბათის ციხის ტერიტორიაზე გაწმენდითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს.

- “აქ ისეთი ინფრასტრუქტურა მოეწყობა, რომ ტურისტებისთვის ძალიან მიმზიდველი გახდება. პრეტენზია გვაქვს, რომ ახალციხის ციხე, არამარტო საქართველოში, ერთ-ერთი პრიველი ტურისტული ობიექტი იქნება”, - აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გელა დემეტრაძე.
ახალციხის ისტორია მეცხრე საუკუნიდან, რაბათიდან იწყება. მე-13 - მე14 საუკუნეების მიჯნიდან მოყოლებული კი ქალაქი სამცხის მთავართა რეზიდენცია და სამცხე-საათაბაგოს დედაქალაქია. 1590 წლიდან სამხრეთ საქართველო ოსმალთა იმპერიის შემადეგენლობაში დიდი ხნით ექცევა და ახალციხის ფაშად გამაჰმადიანებული ათაბაგები ინიშნებიან. ერთ-ერთი მათგანი ციხეში მეჩეთსაც აშენებს.

მე-19 საუკუნის დასაწყისიდან, როცა ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედის, რუსული ხელისუფლება ახალციხის საფაშოს შემოერთების საკითხით ინტერესდება. 1829 წელს ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულებით ახალციხის საფაშოს ნაწილი რუსეთს გადაეცემა.

ისტორიიდან გამომდინარე, ციხის ტერიტორიაზე, შვიდ ჰექტარ ფართობზე, ქართული, თურქული და რუსული არქიტექტურის ნიმუშები გვხვდება. მათი ნაწილი სანახევროდ მიწაშია დაფარული. გარდა ნაგებობების მიწისგან გათავისუფლებისა, ციხის ტერიტორიაზე ბოლო დროს აშენებული კორპუსების დემონტაჟიც ხორციელდება, ციხეს პირვანდელი სახე უნდა დაუბრუნდეს.

გაწმენდით და სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ოთხი კომპანია მუშაობს. მათ შორის სამი: “არტესი”, “იკორთა 2007” და “არქიტექსი” თბილისური კომპანიებია. შპს “ელვა” კი ადგილობირივი კომპანიაა და მხოლოდ გაწმენდითი სამუშაოებით შემოიფარგლება.

- “სარესტავრაციო საქმეებში ჩართულია კულტურული მემკვიდრეობის ფონდი, ასევე წარმომადგენლები მუზეუმებიდან”, - ამბობს დემეტრაძე.

კომპანია “არტესი” ციხის ქვედა ტერიტორიაზე მუშაობს. აქ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალციხის სამხედრო ჰოსპიტალის დემონტაჟი თითქმის დასრულებულია.

- “მხოლოდ ინფექციური განყოფილება დატოვეს მრავალფეროვნებისთვის, რადგან რუსული სტილის შენობაა”, - გვიხსნის “არტესის” ტექნიკური განყოფილების სპეციალისტი ზაზა მურადაშვილი.

სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის მენეჯერისა და არქეოლოგიური ფონდის მცველის ჯუმბერ ჩოხელის განცხადებით, ყოფილი ინფექციური განყოფილება მუზეუმის ადმინისტრაციას დაეთმობა: “გამოფენების დიდი ნაწილი კი ჯაყელების სასახლეში განთავსდება”.

მურადაშვილის თქმით, ჰოსპიტალის ტერიტორიაზე მოეწყობა ამფითეატრი, სასტუმროები, რესტორნები, კაფეები, სასეირნო ბილიკები, სავაჭრო დახლები. კარიბჭიდან ხელმარცხნივ გაკეთდება მარანი: “აქ ახლა კარნიზებს ვალაგებთ, რომ გადავხუროთ. შენობა მთალიანდ მიწით იყო დაფარული და სულ გავასუფთავეთ. მარანს ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის გამოიყენებენ”.

- “არტესმა” ციხის ტერიტორიაზე მთავარი შესასვლელის, კარიბჭის რესტავრაციაც დაიწყო: “ოთხი ფანჯარა დასრულებულია და ორი ახლა სრულდება, ქვის თაღებს საბოლოოდ ვამუშავებთ, შემდეგ გადაიხურება”.

სრულდება ჰოსპიტალის დემონტაჟიც.

“თერაპიულ განყოფილებას ვანგრევთ და აგურს ვაგროვებთ, რომ მშენებლობისთვის გამოიყენონ. ბოლომდე მოსანგრევად კიდევ ერთი კვირა დაგვჭირდება. შემდეგ გალავნის გაწმენდაზე გადავალთ”, - გვიხსნის მუშა გიორგი ლაფაჩი.

გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ქვედა ციხიდან მდინარე ფოცხოვთან დამაკავშირებელ გვირაბზეც.

- “ტრაქტორის მუშაობისას მიწა ჩავარდა და გვირაბის კედლები გამოჩნდა. სანაპიროსთან, გზიდან შემოსასვლელი გაკეთდება და გვირაბში ამომავალი კიბეებით, ტურისტები ჩვეულებრივ იმოძრავებენ”, - ამბობს ჩოხელი.

გვირაბზე მუშაობისას კედლები სხვა მიმართულებითაც გამოჩნდა. რადგან მისი გაწმენდა ჯერ არ დაწყებულა, აქ რა აღმოჩნდება, არავინ იცის. უცნობია რა იყო დამცავი კოშკის ძირშიც, რომელიც ზედა ციხის ტერიტორიაზე მდებარეობს და ფართო ქვის კიბით ქვედა ციხეს უკავშირდება. სწორედ ამ კოშკის წმენდისას ამოიღეს კომპანია “არქიტექსის” მუშებმა სხვადასხვა ზომის ასობით ჭურვი.

- “პატარა ჭურვები საფანტის ფუნქციას ასრულებდნენ, ბევრს ყრიდნენ ერთად ზარბაზანში და ჯარს ესროდნენ. შედარებით დიდი ზომისები კი ფეთქდებოდნენ, - გვიხნის ჩოხელი და ამატებს, რომ ჭურვები, ოღონდ რუსული, ციტადელის წმენდისასაც იპოვეს. ამის გამო, ციხის ტრიტორიაზე, სამუშაო დღის დაწყებიდან დასრულებმდე, განაღმვის სამსახური მორიგეობს – დაჟანგებული ჭურვებია, მაგრამ შეიძლება აფეთქდეს. ამიტომ პოლიგონზე გაანადგურეს”.

ციტადალეზე რუსულ ჭურვებთან ერთად ათობით ადამიანის ძვლებიც იპოვეს. ჩოხელი ვარაუდობს, რომ აქ, მეოცე საუკუნის 30-იან წლებში რუსებს ციხე ჰქონდათ და რეპრესირებულებს ხვრეტდნენ: “მოვაგროვებთ ყველას ერთად და წესის მიხედვით დავმარხავთ. აქვეა დილეგი, სადაც სტამბულში გასაყიდ მონებს ამწყვდევდნენ და ჯაყელების ციხე-კოშკი. მიწისგან მათაც გაათავისუფლებენ”.

ზედა ციხის ტერიტორიაზე ორი საგამოფენო დარბაზი, საკონფერენციო განყოფილება და საქვაბე უკვე დაანგრიეს. მესამე საგამოფენო დარბაზის დემონტაჟი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. გარედენაც და შიგნიდანაც ხარაჩოებს ამაგრებენ 1752 წელს ჰაჯი ახმედის აგებულ მეჩეთზე.

- “მეჩეთის რესტავრაცია გარედან, წლის ბოლომდე უნდა დამთავრდეს. გუმბათი გამსკდარია, ამიტომ გადაიხურება, შეკეთდება კედლები და გარშემო ქამარს გაუკეთებენ. შემდგომ აქ საგამოფენო დარბაზს მოაწყობენ”, - ამბობს ჩოხელი.

ხარაჩოებშია ამავე პერიოდით დათარიღებული მინარეთი და მედრესეც.

ჯერ არ დაწყებულა მართლმადიდებლური ტაძრის რესტავრაცია, რომელსაც მეცრე-მეათე საუკუნეებით ათარიღებენ. ახლა მისი არქეოლოგიური შესწავლა და გაწმენდა მიმდინარეობს.

- “ეს ყველაზე უფრო ადრეული ეკლესიაა ახალციხეში. რუსეთის იმპერიის ბატონობისას მასზე შენობაა მიდგმული. მონგრეულია დასავლეთის კედელი, - გვიამბობს ხელოვნების მუზეუმის კონსერვატორი გიორგი მარსაგიშვილი - რამდენჯერმე დანგრეული და აღდგენილი ტაძარია. საინტერესო ტიპის სამრეკლო აქვს, მეთოთხმეტე საუკუნის ნაგებობაა, ორიარუსიანი, ის მთელ რაბათს ემსახურებოდა. ეკლესიაც და სამრეკლოც მთლიანად უნდა აღდგეს”.

გაწმენდითი სამუშაოებისას მუშები მიწაში ბევრ საინტერესო ფრაგმენტს პოულობენ: “ძველებური ჩიბუხი ამოვიღე. ახლა კიდევ ბარი დავკარი და თავის ქალა გადმოგორდა”.

ხელოვნების მუზეუმის არქეოლოგიის ფონდის ასისტენტის ქეთევან ჩიგოგიძის განმარტებით, ამ ტერიტორიების უკეთ შესწავლა აუცილებელია: “კერამიკის 8-10 ნაწილი ვიპოვეთ, ჭურჭლის ყური, კედელი და ძირი. ჯერ დასამუშავებელი და შესასწავლია. ძეგლის დათარიღებისათვის არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებაა აუცილებელი”.

ახალციხის ციხის რესტავრაცია, როგორც მინიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, დაახლოებით სამ წელიწადს გაგრძელდება. რაც შეეხება მის მიმდებარე ტერიტორიებს, რადგან ჯერ თავად ციხის საბოლოო კონცეფცია არ არსებობს, რა როგორ იქნება, არ იციან.

- “ციხის რესტავრაციასთან ერათად, რაბათის ხიდიდან ციხემდე ჯერ-ჯერობით მხოლოდ 30 სახლის გარე ფასადი უნდა გავაკეთოთ”, - ამბობს ზაზა მურადაშვილი.

ციხეს გარშემო ორი მეტრი სისქის გალავანი შემოევლება და მასზე სასეირნო ბილიკებიც გაკეთდება. ციხის საბოლოო კონცეფციაზე მუშაობა დაწყებულია და როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელი აცხადებს, მასში რამდენიმე ჯგუფია ჩართული: “რაბათი პროექტის დასრულების შემდეგ უმარავ ტურისტს მიიღებს”.

თუმცა, მნახეველები ციხეს არც ახლა აკლია. ჩოხელის თქმით, დღის განამვლობაში ამ ისტორიულ ძეგლს უკრაინიდან, თურქეთიდან და საქართველოს სხვა კუთხეებიდან არაერთი ტურისტი სტუმრობს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


20.08.2019 ჯილდოს მიღების მსურველი პედაგოგებისთვის განცხადების შეტანის ვადა იწურება

19.08.2019 მასწავლებელთა გამოცდის შედეგები და გასაჩივრების ვადები ცნობილია

16.08.2019 სამაგისტრო გამოცდის შედეგები ცნობილია

16.08.2019 ახალციხელი სოფიო ტაბატაძე ლიეტუვაში სრული დაფინანსებით ისწავლის

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.08.2019 სოციალური მუშაკი: ‘ტყემლანაში მცხოვრები ოჯახიდან ბავშვების წამოყვანას არ ვგეგმავთ’

20.08.2019 ბორჯომ–ხარაგაულის პარკში საფეხმავლო ხიდებს მოაწყობენ

20.08.2019 სამოქალაქო ინიციატივებისთვის ხმის მიცემის პროცესი დაიწყო

20.08.2019 ‘თორი-დინამო’ - ბორჯომში რეგიონული ლიგა განახლდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რაბათში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

აწყურის ციხეს რესტავრაცია უტარდება [Photo]
ახალციხის ციხის დირექტორი: 'წელს თანამშრომლების დამატება დაგვჭირდება'
აწყურის ციხეს რესტავრაცია უტარდება [Photo/Video]
ახალციხის ციხეს ნარჩენებისგან ასუფთავებენ
მზადება გრანდიოზული  გახსნისთვის