FM97.5 / LIVE

25 დეკემბერს კათოლიკები მაცხოვრის შობის დღესასწაულს ზეიმობენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.12.2017
კათოლიკური სამყარო დღეს,25 დეკემბერს ქრისტეშობის დღესასწაულს ზეიმობს. ახალციხეში მცხოვრებმა მორწმუნეებმა შობის დღესასწაული რაბათის წმინდა სავარდის სახელობის ტაძარში, ღამისთევით აღნიშნეს.

25 დეკემბერს კათოლიკები მაცხოვრის შობის დღესასწაულს ზეიმობენ

კათოლიკე მრევლი შობის დღესასწაულისთვის 4 კვირის განმავლობაში ემზადება. ამ პერიოდს კათოლიკეები ადვენტს უწოდებენ, რაც სასიხარულო მოლოდინისთვის მზადებას ნიშნავს.

ადვენტი ანუ შობისათვის მოსამზადებელი პერიოდი კათოლიკე ეკლესიაში შობამდე ოთხი კვირით ადრე იწყება. ამ ხნის განმავლობაში მორწმუნეები მაცხოვრის დაბადებისათვის სულიერად ემზადებიან, რაც უმეტესად აღსარების საიდუმლოსა და მარხვას გულისხმობს. ადვენტის ჟამი კათოლიკეებს მოუწოდებს – "იფხიზლე!“. შესამისად, მორწმუნეებისათვის ყოველდღიური წირვა გამთენიისას, დილის 7:00 საათზე აღესრულება.

ყველაზე მასშტაბურად კათოლიკური შობა ბეთლემში აღინიშნება, სადაც გადმოცემის თანახმად ქრისტე იშვა. ტრადიციულად, ზეიმის ცენტრად შობის სახელობის ეკლესია იქცევა. მორწმუნე კათოლიკეების წინაშე იერუსალიმის პატრიარქი წარსდგება.

კათოლიკური შობა მასშტაბურად აღინიშნება ვატიკანშიც, წმინდა პეტრეს ტაძარში, სადაც საშობაო მესას რომის პაპი ატარებს.

კათოლიკური შობა 2016 წელი



[sknews.ge]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.01.2020 საუკუნის წინანდელი ზეიმი ახალციხეში

24.01.2020 ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 ხაშური-ბორჯომის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 მებაჟეებს ხელფასი გაეზრდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

დღეს კათოლიკები მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავენ
სამცხე-ჯავახეთში კათოლიკური შობა იზეიმეს
მესხი კათოლიკეები ქრისტეშობას ზეიმობენ [Video/Photo]
მესხეთში კათოლიკეები შობას აღნიშნავენ [Photo]
მართლმადიდებლური სამყარო შობის დღესასწაულისთვის ემზადება
კათოლიკური შობა ახალციხეში [Video]
პრეზიდენტის  საშობაო მილოცვა