სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხემ 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 22.12.2017
21 მომხრე და ორი წინააღმდეგი – ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი 14 300 000 ლარით დამტკიცდა.

ახალციხემ 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცებას ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დეპუტატებმა კენჭი დღეს, 22 დეკემბერს უყარეს. სხდომას 33 დეპუტატიდან, 23 ესწრებოდა, აქედან ორი ოპოზიციური პარტიის „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები იყვნენ, ბიუჯეტს მხარი არცერთმა მათგანმა დაუჭირა.

საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ კობა სანდროშვილი ამბობს, რომ შენიშვნები თითქმის ყველა მუხლში ჰქონდა, მათ შორის ინფრასტრუქტურულ საკითხებთან დაკავშირებით–„არცერთი ჩვენი შენიშვნა არ იყო გათვალისწინებული, ამიტომ მე ამ ბიუჯეტის მხარდაჭერის პასუხისმგებლობას ვერ ავიღებდი“.

სანდროშვილის მსგავსად, 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას მხარი არ დაუჭირა საკრებულოს დეპუტატმა „ევროპული საქართველოდან“ გელა დემეტრაძემ.

მისი თქმით, ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, არც მათი შენიშვნები გაითვალიწინეს: „მთავრი მიზეზი სწორედ ადმინისტრაციული ხარჯების გაზრდა იყო, ამის გამო მხარს ვერ დავუჭერდი“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ მისთვის უცნობია, რა შენიშვნები ჰქონდათ ოპოზიციონერ დეპუტატებს, როგორც გელა ნოზაძე აცხადებს, ისინი კომისიაში ბიუჯეტის განხილვის არცერთ სხდომას დასწრებიან.

2018 წლის ბიუჯეტში მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურა იქნება. ამისთვის 4 630 800 ლარია გათვალისწინებული. 14 მილიონიდან 3 721 300 ლარი ადმინისტრაციული ხარჯია, – 926 300 ლარი საკრებულოსთვის და 2 721 300 ლარი მერიისთვის.

ახალციხის 2018 წლის ბიუჯეტიდან, 13 ააიპ –ი, 4.119.500 ლარს მიიღებს.

ახალციხემ 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


17.07.2018 აბიტურიენტები ისტორიის გამოცდას აბარებენ

16.07.2018 გეოგრაფიის გამოცდაზე 22 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

13.07.2018 პროფესიული უნარების გამოცდაზე 154 მასწავლებელი არ გამოცხადდა

13.07.2018 სამაგისტრო გამოცდების ტესტის პასუხები სავარაუდოდ წინასწარ გამოქვეყნდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.07.2018 ონკოლოგების შეფასებები ახალციხეში კიბოს ავადობის მაღალ მაჩვენებელზე

17.07.2018 ახალციხეში დაზიანებული ატრაქციონების შეკეთება დაიწყეს

17.07.2018 ფოტოკონკურსი 'ჩემი თვალით დანახული სამყარო'

16.07.2018 ხმაური აწყურის ტაძრის ირგვლივ – მიმდინარეობს თუ არა დარღვევით ძეგლის რესტავრაცია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

რაზე დახარჯავენ თვითმმართველობები თანხებს 2017 წელს ცნობილია
ახალციხის თემის ბიუჯეტი 6 400 000 ლარით განისაზღვრა
ბორჯომში 2018 წლის ბიუჯეტი ისე დამტკიცდა, 'ოცნებამ' პროცესებში მონაწილეობა არ მიიღო [Video]
სამცხე–ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან  ბიუჯეტი მხოლოდ ერთმა დაამტკიცა
‘არ გვინდოდა მონაწილეობა შოუში და ცირკში’ – უმცირესობამ ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა
სამცხე–ჯავახეთში მომავალი წლის ბიუჯეტები დამტკიცდა
ახალციხის ბიუჯეტის გასული წლის  ნაშთი მილიონ ლარზე მეტია