სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხის პარკში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.12.2017
26 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ახალციხის ცენტრალურ პარკში, საახალწლო ღონისძიებები გაიმართება. განათდება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, ახალი წლის ღამეს კი ქართული ესტრადის ვარსკვლავი იმღერებს.

ახალციხის პარკში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება
როგორც ახალციხის მერიაში განმარტავენ, ღონისძიებებში მონაწილეობას ახალციხის სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსული ახალგაზრდები მიიღებენ, მათ ტრანსპორტირებას მერია უზრუნველყოფს.

ახალციხის ცენტრალურ პარკში მთავარი ნაძვის ხე 25 დეკემბერს 18:00 საათზე განათდება.

29-31 დეკემბრის ჩათვლით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ივლიან თოვლის ბაბუები და პატარებს ტკბილეულით დაასაჩუქრებენ.

ახალციხის მერიის ინფორმაციით, 31 დეკემბერს მთელი დღის განმავლობაში გაიმართება საახალწლო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას ზღაპრის გმირები და თოვლის ბაბუებიც მიიღებენ.

ახალი წლის ღამეს იმღერებს ესტრადის ცნობილი ვარსკვლავი, რომლის ვინაობასაც მერიაში ჯერ არ ასახელებენ.

საახალწლო ღონისძიებებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 45 000 ლარამდე დაიხარჯება.

26–31 დეკემბერს ახალციხის ცენტრალურ პარკში საახალწლო ღონისძიებების პროგრამა ასეთია:

26 დეკემბერი

✔14:00 საათზე, სპექტაკლი "წითელქუდა";
✔15:00 საათზე, არლის სამრევლო სკოლასთან არსებული გუნდი;
✔ სომხური ახალგაზრდული ცენტრი;
✔ სპორტული ღონისძიებები:ბაგირი, მკლავჭიდი.

27 დეკემბერი

✔14:00 საათზე, სპექტაკლი "პინოქიო";
✔15:00 საათზე, ქ.ვალის კ/სახლი, სხვილისის კ/სახლი, ივლიტის ახალგაზრდული ცენტრი;
✔სპორტული ღონისძიებები: ჭიდაობა და მკლავჭიდი.

28 დეკემბერი

✔14:00 საათზე, სპექტაკლი "სამი გოჭი";
✔15:00 საათზე, აწყურის კ/სახლი, ზიკილიისა და საყუნეთის ახალგაზრდული ცენტრები;
✔სპორტული ღონისძიება: ნარდი.

29 დეკემბერი

✔14:00 საათზე, სპექტაკლი "ბატის ჭუკი";
✔15:00 საათზე, ურავლის, მუსხისა და წყორძის ახალგაზრდული ცენტრები;

30 დეკემბერი

✔14:00 საათზე, სპექტაკლი "ეკო, ბეკო და ბეკეკო";
✔15:00 საათზე, ახალციხის კ/სახლი, ახალციხის მუსიკალური სკოლა;
✔15:30 საათზე, ზღაპარი "რწყილი და ჭიანჭველა".

31 დეკემბერი

✔14:00 საათზე, სპექტაკლი "თოვლის დედოფალი";
✔15:00 საათზე, საახალწლო კონცერტი.
✔17:00 საათზე, კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლები და ესტრადის მომღერალი.

[sknews.ge]


22.06.2018 საქართველოდან სომხეთში... და უკან

21.06.2018 უნივერსიტეტში საგამოცდო ტესტების შტრიხ–კოდების ამოცნობა ვერ ხერხდება

18.06.2018 გამოცდებზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება იქნება შესაძლებელი

14.06.2018 მეცხრე კლასის გამოცდები მეექვსე სკოლაში დაპირისპირების მიზეზი გახდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.06.2018 საპატრიარქომ ზედოზირებით გარდაცვლილებს შესაძლოა წესი არ აუგოს

22.06.2018 საქართველოდან სომხეთში... და უკან

21.06.2018 250–მდე სოფელი 10 ვეტერინარის იმედად – ნაკლებად მოთხოვნადი პროფესია

21.06.2018 ‘ძალოვანების კორპუსის’ მშენებლობა ივნისის ნაცვლად ივლისში დასრულდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

26 დეკემბრიდან ახალციხეში საახალწლო ღონისძიებები იწყება [განრიგი]
რა ღონისძიებები იქნება ახალციხის პარკში მომდევნო სამ დღეს
რა იგეგმება 31 დეკემბერს ახალციხეში
46.277 ლარი საახალწლო ღონისძიებებისთვის - მერიამ ტენდერი გამოაცხადა
ახალციხეში საახალწლო ღონისძიება 26 დეკემბერს გაიმართება
ახალქალაქსა და ნინოწმინდაში საახალწლო ღონისძიებებისთვის 16 000 ლარი დაიხარჯება