სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან ბიუჯეტი მხოლოდ ერთმა დაამტკიცა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 21.12.2017
სამცხე–ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მხოლოდ ერთმა, ასპინძამ დაამტკიცა. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში, ბიუჯეტის საჯარო განხილვებს ასრულებენ და ბიუჯეტის დასამტკიცებლად ემზადებიან.

სამცხე–ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან  ბიუჯეტი მხოლოდ ერთმა დაამტკიცა

ასპინძის საკრებულოს დეპუტატებმა 2018 წლის ბიუჯეტი, რაც 3 900 000 ლარით გაისაზღვრება, 15 დეკემბერს დაამტკიცეს. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მერიიდან ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვერსიის დაბრუნების შემდეგ, მხოლოდ ერთი საჯარო განხილვა მოეწყო, რის შემდეგაც ბიუჯეტი დამტკიცდა კიდეც.

ასპინძის შემდეგ, ყველაზე ადრე, 22 დეკემბერს, ბიუჯეტის დამტკიცებას გეგმავენ ახალციხეში. ახალციხეში საჯარო განხილვა 19 დეკემბერს მოეწყო.

„ყველაფერი მზად არის, შენიშვნები აღარ შევა და დიდი ალბათობით, სხდომას პარასკევს ჩავნიშნავთ“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე.

ახალციხის ბიუჯეტი 14 300 000 ლარით განისაზღვრება.

საჯარო განხილვები დაასრულა და პროექტის დასამტკიცებლად ემზადება ადიგენიც. საკრებულოს თავმჯდომარის იმედა მღებრიშვილის თქმით, სხდომა სავარაუდოდ 25 დეკემბერს გაიმართება. ადიგენის ბიუჯეტი 4 მილიონ 700 ლარით დამტკიცდება.

რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, ბორჯომის საკრებულომ ბიუჯეტი საჯაროდ განიხილა და შენიშვნებით მერიას 19 დეკემებერს დაუბრუნა.
„სერიოზული შენიშვნები არ გვქონია, სოციალურ სფეროში თანხების გაზრდას ვითხოვთ და ამიტომ უკან დავაბრუნეთ. 27 დეკემბრამდე დრო გვაქვს და დავამტკიცებთ. თან მერიაზეა დამოკიდებული რამდენად მალე დაგვიბრუნებს“, – გვითხრა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაზა ჩაჩანიძემ.

ბორჯომის მომავალი წლის ბიუჯეტი სავარაუდოდ 17 000 000 ლარი იქნება.

ასევე 17 000 000 ლარამდეა ახალქალაქის 2018 წლის ბიუჯეტი. ახალქალაქში ჯერ საჯარო განხილვები არ დასრულებულა, ამიტომ, ამ ეტაპზე დოკუმენტის დამტკიცების თარიღი ჩანიშნული არ არის.

საჯარო განხილვები დასრულებული აქვს ნინოწმინის საკრებულოს. აქ ბიუჯეტის დამტკიცებას 25 დეკემბერს გეგმავენ. ნინოწმინდის ბიუჯეტი მომავალ წელს 5 მილიონი ლარი იქნება.

თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, საკრებულოებმა ბიუჯეტები 28 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცონ.

[ლუბა გიორგაძე, სამცხე–ჯავახეთი]


19.04.2018 სოფელ კარტიკამში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

13.04.2018 კოსმოსურ ჰაკათონში გამარჯვებული ახალციხელები ნიდერლანდებიდან დაბრუნდნენ

10.04.2018 ‘ოპიზარში’ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

10.04.2018 დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.04.2018 ასპინძაში, 'ასპინძის ბრძოლის' დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

20.04.2018 ‘ტაო’ VS ‘დევები’ – ხვალ ახალციხეში რაგბის მატჩია

20.04.2018 საგაზაფხულო გამოფენა სამხატვრო სკოლაში [Photo]

19.04.2018 ‘ახალციხის ციხეზე’ სეზონის გახსნამდე დაზიანებულ კედლებს ვერ შეაკეთებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

ბიუჯეტები საკრებულოებს დაუბრუნდა და მორიგი ეტაპი, საჯარო განხილვები იწყება
ახალციხემ 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
სამცხე–ჯავახეთში ბიუჯეტების განხილვა  გვიანდება
ახალციხის 2018 წლის ბიუჯეტი დღეს დამტკიცდება
რაში დახარჯავს ახალციხის მერია მომავალ წელს ფულს – ბიუჯეტის განხილვა
ახალციხის თემის ბიუჯეტი 6 400 000 ლარით განისაზღვრა
2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა იწყება