FM97.5 / LIVE

ხე–ტყის გადატანისას მანქანა ჩამორთმეული მოქალაქეები აქციებს აანონსებენ

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 20.12.2017
მოქალაქეები, რომლებსაც, ხე–ტყის გადატანის დროს მანქანები ჩამოართვეს, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორისგან აკაკი მაჭუტაძისგან მათ საქმეებთან დაკავშირებთ პასუხს დღეს ელოდნენ;

ხე–ტყის გადატანისას მანქანა ჩამორთმეული მოქალაქეები აქციებს აანონსებენ

დღეს, 20 დეკემბერს, ბორჯომსა და ადიგენში მცხოვრებლები, რომლებმაც ორი დღის წინ სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს, გუბერნატორისგან აკაკი მაჭუტაძისგან დაკავშირებას ელოდნენ.

აქციის მონაწილეებს ბოლო სამი თვის განმავლობაში, სხვადასხვა დროს, ხე–ტყის უკანონოდ გადატანისას ავტომანქანები ჩამოართვეს, ისინი თავინთი საქმეების დროულად გამოძიებას და მანქანების დაბრუნებას ითხოვდნენ. ამ საკითხთან დაკავშირებით კი გუბერნატორს საგამოძიებო უწყებებთან კომუნიკაციას სთხოვდნენ.

მაჭუტაძე ადგილობრივებს დაჰპირდა, რომ სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურორს შეხვდებოდა და ორ დღეში აქციის მონაწილეებს პასუხს აცნობებდა, თუმცა, ამ დრომდე გუბერნიიდან მათ არავინ დაკავშირებია.

შეხვდა თუ არა გუბენრატორი საოლქო პროკურორს ამის შესახებ გუბერნიაში კომენტარს არც „სამხრეთის კარიბჭესთან“ აკეთებენ. ამბობენ, რომ აქციის მონაწილეებს აუცილებად დაურეკავენ და პასუხსაც აცნობებენ. ადგილობრივები კი აცხადებენ, რომ თუ პასუხი ვერ მიიღეს, კვლავ აქციას გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებმა, რომლებსაც ბოლო პერიოდში, სხვადასხვა დროს, ხე–ტყის გადატანისას ავტომანქანები ჩამოართვეს, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან 18 დეკემბერს აქცია გამართეს.

[თამუნა უჩიძე, ახალცხე]


19.06.2019 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

19.06.2019 სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია

17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.06.2019 ‘წყალსაც ვეხვეწებით, რომ წამოვიდეს’– სარწყავი წყლის პრობლემები რეგიონში [ვიდეო]

24.06.2019 სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრიგოლ ხანძთელის სტიპენდია აღდგება

24.06.2019 აწყურის ტაძრის გუმბათის ჯვრის ბაზისი აღმოაჩინეს

24.06.2019 გიორგი გახარიას მხარდამჭერი პეტიცია შეიქმნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ხე–ტყის გადატანისას მანქანა ჩამორთმეული მოქალაქეები ხვალიდან აქციებს აანონსებენ
მოქალაქეებს, რომლებსაც, ხე–ტყის გადატანის დროს მანქანები ჩამოართვეს, გუბერნატორი შეხვდა
ხე–ტყის გადატანისას მანქანა ჩამორთმეული მოქალაქეები აქციას მართავენ
შსს: ექვს თვეში ხე–ტყის გადატანის დროს 198 მანქანაა ჩამორთმეული
აქციის მონაწილეები, რომლებიც ჩამორთმეული მანქანების დაბრუნებას ითხოვენ, პროკურორებს შეხვდნენ
მოქალაქეები, რომლებსაც, ხე–ტყის გადატანის დროს მანქანები ჩამოართვეს, საპროტესტო აქციას მართავენ
აქციის მონაწილეებს, რომლებიც ჩამორთმეული მანქანების დაბრუნებას ითხოვენ გუბერნატორი ხვდება [Video]