FM97.5 / LIVE

2018 წელს 13 ააიპ–ი ბიუჯეტიდან 4 მლნ ლარით დაფინანსდება

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 20.12.2017
ახალციხის 2018 წლის ბიუჯეტიდან, 13 ააიპ –ი, 4.119.500 ლარს მიიღებს. ყველაზე მეტი თანხა საბავშვო ბაღებს, ყველაზე ნაკლები კი ახალციხის სამხატვრო სკოლას შეხვდება.

2018 წელს 13 ააიპ–ი ბიუჯეტიდან 4 მლნ ლარით დაფინანსდება

2018 წლის ბიუჯეტში ააიპ–ებისთვის თანხები ასე გადანაწილდა:

ახალციხის მელიორაცია – 180 000 ლარი;
სკოლამდელი აღზრდის ხარჯები – 2 635 100 ლარი;
ახალციხისი თემის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანება – 430 000 ლარი;
ვალის სამუსიკო სკოლა – 38 800 ლარი;
აწყურის სამუსიკო სკოლა 32.800 ლარი;
ახალციხის სამუსიკო სკოლა – 103 000 ლარი;
ახალციხის სამხატვრო სკოლა – 23 800 ლარი;
ახალციხის ტბა – 53 000 ლარი;
ახალციხის ციხე – 100 000 ლარი;
ახალციხის სასპორტო სკოლა – 106 000 ლარი;
ახალციხის მძლეოსნობის სპორტული კლუბი – 131 000 ლარი;
ახალციხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური – 161 000 ლარი;
ახალციხის სათნოების სახლი – 125 000 ლარი;


2018 წელს 13 ააიპ–ი ბიუჯეტიდან 4 მლნ ლარით დაფინანსდება

ბიუჯეტის განხილვაზე, ახალციხის სამხატვრო სკოლის ხელმძღვანელმა ნანა ნათენაძემ განაცხადა, რომ ყველაზე მეტი პრობლემა მის სკოლას აქვს, თუმცა ადგილობრივმა თვითმმართველობამ ყველაზე ნაკლები თანხით დააფინანსა: "315 მოსწავლე გვყავს და 100 კვადრატულ მეტრ ფართში ვართ, რაც საკმარისი არ არის. სკოლა არის ცუდ მდგომარეობაში, წყალი ჩამოდის. 16 კლასი გვყავს და ყველა ერთ საგამოფენო დარბაზში ვსწავლობთ. რადგან ეს არის განხილვა, იქნებ გაითვალწინოთ“.

ახალციხის მერმა, ზაზა მელიქიძემ განმარტა, რომ ეს თანხები ააიპ–ების ფუნქციონირებისთვისაა, ინფრასტრუქტურულ პრობლემებს მუნიციპალიტეტი მიხედავს. გარდა ამისა, მერმა განაცხადა, რომ ააიპ–ებმა თავადაც უნდა იფიქრონ შემოსავლების მიღებაზე: "შესაძლებელია მცირე საწარმო გააკეთოს ააიპ–მა, ისე როგორც ახალციხის ციხე, თვითდაფინანსებაზეა და თითქმის აღარ სჭირდება დაფინანსება, ასე შეიძლება ნებისმიერმა ააიპ–მა გააკეთოს, ნივთები გააკეთოს და შემოსავალი მიიღოს“.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


23.04.2019 რა შეცვალა ქართული ენის სწავლებამ ჯავახეთში [ვიდეო]

21.04.2019 კათოლიკე ეკლესია აღდგომას ზეიმობს [ფოტო]

19.04.2019 წარჩინებული მოსწავლეები მთავრობის სხდომაზე დასწრებას შეძლებენ - პრემიერი

18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.04.2019 ‘აღიარე’ – სომეხთა გენოციდიდან 104 წელი გავიდა [ფოტო/ვიდეო]

23.04.2019 ‘აჩუქე წიგნი’ – ახალციხე გიორგი კეკელიძის ინიციატივას შეუერთდა

23.04.2019 მესხები პოლონური გვარით [ფოტო/ვიდეო]

23.04.2019 რისთვის ჭრიან კლდეს აბასთუმანში ეროვნულ პარკის ტერიტორიაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერია ააიპ–ების დაფინანსებას ზრდის
ააიპ–ების ნაწილს ახალციხის მერია სუბსიდიას უმცირებს
სამცხე-ჯავახეთში ააიპ–ებში 400 000–მდე პრემია–დანამატი გაიცა
ახალციხეში სამი სამუსიკო სკოლა ერთ ააიპ–ად გაერთიანდა
ააიპ–ები თემისა და ქალაქის გაერთიანების შემდეგ
ასპინძაში სასპორტო სკოლა ააიპ–ად გადააკეთეს – იურისტებს კითხვები უჩნდებათ
4.6 მლნ ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან  ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის