სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხის მერია: ადმინისტრაციული ხარჯი 600 000 ლარით შევამცირეთ

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 19.12.2017
ახალციხის მერიაში ირწმუნებიან, რომ ადმინისტრაციული ხარჯი ნახევარი მილიონით შეამცირეს და შენობის მოვლა–პატრონობისთვის განსაზღვრული თანხებსაც დაზოგავენ; რაზე გაიწერა 2018 წლის ბიუჯეტი და რა შენიშვნები აქვს სამოქალაქო სექტორს.

ახალციხის მერია: ადმინისტრაციული ხარჯი 600 000 ლარით შევამცირეთ
2018 წლის ბიუჯეტის განხილვა ახალციხეში. ფოტო: სამხრეთის კარიბჭე


დღეს, 20 დეკემბერს, ახალციხეში, მომავალი, 2018 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა მოეწყო. სხდომას არასამთავრობო სექტორი და რამდენიმე მოქალაქეც ესწრებოდა.

მომავლი წლის ბიუჯეტი, რაც 14 300 000 ლარით განისაზღვრება, შეკრებილებს მერის მოადგილემ გურამ მელიქიძემ გააცნო. მისი თქმით, 2018 წლის ბიუჯეტი იმ თანხებით დაიგეგმა, რა თანხებიც გაყოფილ მუნიციპალიტეტებს ჰქონდათ საწყის ეტაპზე: „მათთან შედარებით, მცირე, მაგრამ მაინც გვაქვს ზრდა, შარშან ბიუჯეტი იყო 14 172 000 ლარი“.

2018 წელს პრიორიტეტად კვლავ ინფრასტრუქტურა რჩება. სხვადასხვა პროექტებისთვის 4 630 800 ლარია გათვალისწინებული. 14 მილიონიდან 3 721 300 ლარი ადმინისტრაციული ხარჯია, – 926 300 ლარი საკრებულოსთვის და 2 721 300 ლარი მერიისთვის. 100 000 ლარი იქნება სარეზერვო ფონდი.

ბიუჯეტის განხილვაზე „ევროპული საქართველოს“ წევრი, საკრებულოს დეპუტატი გელა დემეტრაძე დაინტერესდა შემცირდა თუ არა ადმინისტრაციული ხარჯი. ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტეს, რომ ამგვარი ხარჯი დაახლოებით 600 000 ლარით არის შემცირებული.

„კანონის შესაბამისად, მუნიციპალიტეტს აქვს უფლება სახელფასო თანხა იყოს მთლიანი ბიუჯეტის 25%, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ეს არის 16.9%“, – განაცხადა ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ.

მისივე თქმით, მომავალი წლიდან დაიზოგება შენობების მოვლა–პატრონობისთვის განსაზღვრული თანხებიც: „მუნიციპალიტეტის დაქვემდებარების ქვეშ მყოფ ააიპ–ებს და შპს–ებს ჰქონდათ სხვადასხვა შენობები. რადგან ჩვენ ორი შენობა გვაქვს, ისინი განთავსდებიან საკრებულოს შენობაში“.

ახალციხის მერია: ადმინისტრაციული ხარჯი 600 000 ლარით შევამცირეთ
2018 წლის ბიუჯეტის განხილვა ახალციხეში. ფოტო: სამხრეთის კარიბჭე


არასამთავრობოები დაინტერესდნენ, იგეგმება თუ არა საქალაქო ტრანსპორტის გაუმჯობესება და ავარიული ბაგა–ბაღების რეაბილიტაცია.
„იგეგმება თუ არა შიდა საქალაქო ტრანსპორტში რაიმე ცვლილება, რაიმე სტანდარტის დაწესება იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მანქანებს შემოიყვანს, რომ ქუჩაში არ ქრებოდეს, ხალხი არ აწვებოდეს და იატაკის ჩანგრეულ ადგილზე ფიცრები არ იყოს დაჭედებული?“ – იკითხა გიორგი ანდღულაძემ „დემოკრატ მესხთა კავშირიდან“.

„ვმუშაობთ ამ საკითხზე, სოფელზეც და ქალაქზეც შემუშავდება მარშრუტი. გაჩერების ადგილებს მოვინიშნავთ. რა თქმა უნდა, სტანდარტები გათვალიწინებული იქნება. ჩვენ რომ შევიძინოთ ტრანსპორტი, მაშინ ერთი წელი მუნიციალიტეტმა არაფერი აღარ უნდა გააკეთოს“, – განაცხადა ზაზა მელიქიძემ.

გიორგი ანდღულაძემ მერიას ბათუმისა და ქუთაისის მოდელის გადაღება შესთავაზა: „ტრანსპორტი არ უყიდია არც ერთ ქალაქს, მათ შეიმუშავეს რეგულაციები, მოითხოვეს ევრო სამის და ევრო ოთხის დონის ტრანსპორტის მონაწილეობა ტენდერში, რომელიც შიდა საქალაქო გადაზიდვებს ახორციელებს და ამით დამთავრდა“.

2018 წლის ბიუჯეტში საქალაქო ტრანსპორტისთვის, მგზავრთა საფასურის ნახევარის დასაფარად, 22 000 ლარია გათვალისწინებული.
არასამთავრობო ორგანიზაცია World Vision–ის წარმომადგენელი ნინო ლომიძე ქალაქის იმ ბაგა–ბაღების ბედით დაინტერესდა, რომლებიც წლებია არ გარემონტებულა. ორგანიზაციის რეკომენდაციაა მერია ახალგზარდების წახალისების პროგრამებზე დაფიქრდეს.

„მეტი თანხა უნდა ჩადებულიყო ბაღების რეაბილიტაციისთვის, განსაკუთრებით ქალაქში. ასევე, ერთ–ერთ პირორიტეტად დავასახელეთ ახალგაზრდების წახალისება–გაძლიერების პროგრამები. სოფლად დაწყებული გვქონდა ახალიციხის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობა სათემო ცენტრებთან მიმართებაში, კერძოდ მუნიციპალიტეტს ჰქონდა გამოყოფლი შენობები და ჩვენ ინვენტარით აღვჭურვეთ“, – ამბობს ნინო ლომიძე და ამატებს, რომ World Vision–ს შეუძლია ბაგა–ბაღების მოწესრიგების საკითხში ფინანსური თანამონაწილეობა მიიღოს, – „დონორთან დაყენებული გვაქვს საკითხი, რომ ახალიციხე და ადიგენი, როგორც ქალაქები, დაემატოს ჩვენს სამიზნე არეალს“.

ზაზა მელიქიძის განმარტებით, ახლა საკითხს სწავლობენ: „კონკრეტულად ამ ეტაპზე არ შემიძლია თქმა, რომელი ბაღი გარემონტდება, მაგრამ ბაღებს რეაბილიტაცია აუცილებლად ჩაუტარდება“.

2018 წლის ბიუჯეტში სკოლამდელი აღზრდის ხარჯებისთვის 2 635 100 ლარია გათვალისწინებული, შენობა–ნაგებობის რეაბილიტაციისა და ინვენტარის შეძენისთვის კი 389 700 ლარი.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


19.04.2018 სოფელ კარტიკამში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

13.04.2018 კოსმოსურ ჰაკათონში გამარჯვებული ახალციხელები ნიდერლანდებიდან დაბრუნდნენ

10.04.2018 ‘ოპიზარში’ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

10.04.2018 დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.04.2018 ასპინძაში, 'ასპინძის ბრძოლის' დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

20.04.2018 ‘ტაო’ VS ‘დევები’ – ხვალ ახალციხეში რაგბის მატჩია

20.04.2018 საგაზაფხულო გამოფენა სამხატვრო სკოლაში [Photo]

19.04.2018 ‘ახალციხის ციხეზე’ სეზონის გახსნამდე დაზიანებულ კედლებს ვერ შეაკეთებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

ახალციხემ 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
რაში დაიხარჯება ახალციხის ბიუჯეტი 2017 წელს
სამცხე–ჯავახეთში მომავალი წლის ბიუჯეტები დამტკიცდა
ახალციხეში 2013 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა დაიწყო
რაზე დახარჯავენ თვითმმართველობები თანხებს 2017 წელს ცნობილია
რაში დაიხარჯება მომავალ წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
რაში დახარჯავს ახალციხის მერია მომავალ წელს ფულს – ბიუჯეტის განხილვა