FM97.5 / LIVE

ფინანსთა სამინისტრო: ‘ჩამორთმეულ მანქანებს საქმეების დასრულების შემდეგ დავაბრუნებთ’

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.12.2017
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის მათი სამსახურის მიერ ხე–ტყის უკანონოდ გადაზიდვის ფაქტზე მოქალაქეებისთვის ჩამორთმეული შვიდი ავტომანქანაა;

ფინანსთა სამინისტრო: ‘ჩამორთმეულ მანქანებს საქმეების დასრულების შემდეგ დავაბრუნებთ’

ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების მცხოვრებლების განცხადებით, ბოლო პერიოდში ადგილობრივებს ხე ტყის გადატანისას საგამოძიებო უწყებებმა 250–მდე მანქანა ჩამოართვეს.

ხე–ტყის უკანონოდ ჭრასა და გადაზიდვაზე კონტროლს სამი უწყება: შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ახორციელებს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის რეგიონში მათ მიერ ჩამორთმეული არცერთი მანქანა აღარაა: „ჩვენს მიერ გამოვლენილ ყველა ფაქტზე სასამართლო პროცესი უკვე გაიმართა და საქმე დასრულდა“.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში კი აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ახალციხის რაიონული სასამართლოს განჩინებით, მათ უწყებას სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მოქალაქეებისთვის ჩამორთმეული შვიდი სატრანსპორტო საშუალება აქვთ. შვიდივე მათგანზე ძიება სსკ–ის 210–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყალბი საკრედიტო, ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადებას, გასაღებასა და გამოყენებას გულისხმობს.

„ამ საქმეებზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, გადაწყდება ჩამორთმეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრეთათვის დაბრუნების საკითხი“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში;

ამავე უწყების ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ასევე სასამართლოს განჩინების საფუძველზე მათი სამსახურის მიერ მოქალქეებისთვის ჩამორთმეული ჰქონდათ ექვსი ავტომანქანა, თუმცა ექვსივე საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი უკვე დადგა და საქმის დასრულების შემდეგ ყველა მანქანა მესაკუთრეს დაუბრუნდა. ამ საქმეებზეც ძიება სსკ–ის 210–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მიმდინარეობდა.

თუ ფინანასთა სამინისტროს სტატისტიკასა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას გავითვალისწინებთ, გამოდის რომ მოქალაქეებისთვის ჩამორთმეული მანქანების დიდი წილი შინაგან საქმეთა სამინისტროზე მოდის. აღნიშნული უწყება კი ინფორმაციის წერილობით გამოთხოვის გარეშე მანქანების ზუსტ რაოდენობას არ ასახელებს.

ამ დროისათვის, ჩამორთმეული მანქანების ნაწილი, ახალციხეში, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ეზოში, ნაწილი კი ე.წ. თბილი წყლების მიმდებარედაა გაჩერებული.

შეგახსენებთ, რომ ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებმა, რომლებსაც ბოლო პერიოდში, სხვადასხვა დროს, ხე–ტყის გადატანისას ავტომანქანები ჩამოართვეს, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან 18 დეკემბერს აქცია გამართეს.

[თამუნა უჩიძე, ახალცხე]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.10.2020 როგორ შეიძლება გაზის მომსახურების საფასურის გადახდა ახალციხეში

19.10.2020 momxmarebeli.ge: 15 სარეცხ საშუალებაში ფორმალდეჰიდი აღმოჩნდა, ორში ტყვია

18.10.2020 წირვა–ლოცვის შემდეგ ტაძრებში უნდა ჩატარდეს დეზინფექცია – საპატრიარქო

18.10.2020 მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს აღნიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხე–ტყის გადატანისას მანქანა ჩამორთმეული მოქალაქეები აქციებს აანონსებენ
შსს: ექვს თვეში ხე–ტყის გადატანის დროს 198 მანქანაა ჩამორთმეული
ხე–ტყით დატვირთული, ჩამორთმეული მანქანების საქმის ორი მხარე
ხე–ტყის გადატანისას მანქანა ჩამორთმეული მოქალაქეები ხვალიდან აქციებს აანონსებენ
ჩამორთმეული მანქანების დაბრუნების მოთხოვნით მოქალაქე პროკურატურასთან შიმშილობს
ოლქის პროკურორი მზადაა, ხე–ტყის გადატანისას ჩამორთმეული მანქანების მეპატრონეებს შეხვდეს
კვირის აქცენტი: ჩამორთმეული მანქანების საქმე [Video]