FM97.5 / LIVE

რა ღირს ახალი წლის ღამე ახალციხის ბარ–რესტორნებში

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.12.2017
31 დეკემბერს, ღამით, ახალციხეში ექვსი რესტორანი და ერთი ბარი იმუშავებს, ყველას ეყოლება საღამოს წამყვანი, ექნება საახალწლო სუფრა და ფეიერვერკი. ახალი წლის ღამის ფასი, რესტორნებში, საშულოდ 50–60 ლარი იქნება.

რა ღირს ახალი წლის ღამე ახალციხის ბარ–რესტორნებში

რესტორან „ალავერდში“ ახალი წლის ღამისთვის მზადება უკვე დაწყებულია. 31 დეკემბერს სტუმრების განწყობაზე დედაქალაქიდან მოწვეული მომღერლები იზრუნებენ, თუმცა ვინ, ჯერ ამას რესტორანში არ აკონკრეტებენ.

„ალავერდში“ საახალწლო ღონისძიება 23:00 საათზე დაიწყება. ახალი წლის ღამის ალავერდში გატარება, ერთ ადამიანს, დაახლოებით 50 ლარი დაუჯდება. ამ ფასში შედის საახალწლო სუფრა – ხილით, ტკბილეულით და საცივით. რესტორანს 300 ადგილი აქვს, მაგიდების დაჯავშნა უკვე დაწყებულია.

რესტორან „რაბათში“ ახალი წლის ღამეს ანსამბლი „მესხეთი“ იმღერებს, 02:00 საათიდან კი საღამო კლუბური მუსიკით გაგრძელდება. რესტორანს ეყოლება საღამოს წამყვანი. „რაბათში“ ახალი წლის ღამის ფასი 60 ლარიდან იწყება, თანხაში შედის სუფრაც: „ისეთი მენიუა, როგორც ტრადიციულად, საახალწლოდ ოჯახში გაქვს. გოჭი, ინდაური, ტოლმა, მრგვლადმოხარშული დედალი“.


30 ლარიდან იწყება ფასები რესტორან „ტყუპებში“, სადაც ახალი წლის ღამეს იქნება ცოცხალი მუსიკა და წამყვანი.

„დილამდე გაგრძელდება დღესასწაული. სტუმრად მოსულ პატარებს რესტორანი უფასოდ გაუმასპინძლდება და საჩუქრებსაც მიიღებენ. ის ვინც ოჯახით მოვა, ისარგებლებს ფასდაკლებით “, – აცხადებენ რესტორანში.

„ტყუპები“, ახალი წლის ღამეს, 100 სტუმრის მიღებას გეგმავს.

ახალი წლის ღამეს ცოცხალი მუსიკა იქნება და წამყვანი იზრუნებს სტუმრების განწყობაზე რესტორან „ვარძიაშიც“.

„გვექნება ვიოლინოც. ჩვენთან 30–ლარიანი სუფრა იქნება. მენიუ ჯერ შედგენილი არ გვაქვს. ახალი წლის ღამეს კარნავალზე 200 ადამიანის მიღება შეგვეძლება“, – აცხადებენ „ვარძიაში“.

წელს პირველად ექნება საახალწლო ღამე ახალგახსნილ რესტორან „ემიგრანტს“. აქ ერთ ადამიანს, ახალი წლის შეხვედრა საშუალოდ 50 ლარი დაუჯდება. იქნებიან მომღერლები დედაქალაქიდან, საღამოს კი მესხეთის თეატრის მსახიობი მანანა ბერიძე გაუძღვება. „ემიგრანტი“ ყოველ მეხუთე სტუმარს უფასოდ უმასპინძლებს.

„ბევრი სიურპირზი გვაქვს. საახალწლო კარნავალზე გათამაშდება საჩუქრებიც“, – ამბობენ „ემიგრანტში“.

რესტორან „ხარებაში“ ახალი წლის ღამეს 80 სტუმრის მიღებისთვის ემზადებიან. აქ ჯერ არ იციან სტუმრების განწყობაზე ვინ იზრუნებს, თუმცა ამბობენ, რომ ცოცხალი მუსიკა და წამყვანი ახალი წლის ღამეს აუცილებლად იქნება. მენიუც და ერთი პერსონის სავარაუდო ფასიც, ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე გაირკვევა.

საახალწლო მზადებაა კაფე–ბარ Golden Time–ში, სტუმრების განწყობაზე აქ წამყვანი და ადგილობრივი მომღერლები იზრუნებენ.

„მენიუ თვითონ სტუმარმა უნდა შეარჩიოს. ჩვენ ყველა კერძი გვექნება, გოზინაყიდან დაწყებული გოჭის ხორცით დამთავრებული. დღესასწაული გაგრძელდება იქამდე, ვიდრე სტუმრებს ენდომებათ“, – ამბობენ Golden Time–ში.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

18.09.2020 1920 წელი: მესხეთ-ჯავახეთში ახალი სკოლები არსდება

15.09.2020 საფეხური: როგორ იცავენ რეკომენდაციებს ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

15.09.2020 ქალაქ ახალციხის სკოლებში 366 პირველკლასელი მივიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.09.2020 როგორი ამინდია მოსალოდნელი დასვენების დღეებში სამცხე–ჯავახეთში

18.09.2020 ახალქალაქის მერიასთან სოფელ ოლავერდის მოსახლეობამ აქცია გამართა

18.09.2020 ნინოწმინდის მერიაში შვიდ პოზიციაზე 30 განაცხადი შევიდა

18.09.2020 ახალციხელი სპორტსმენი უკრაინაში საერთაშორისო ტურნირში იბრძოლებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

26.08.2020 SKამბები: წირელი პეტროსიანები [აუდიო]

მსგავს თემაზე

საახალწლო ღამის ფასები ახალციხის რესტორნებში
რა ღირს ახალი წლის ღამე ახალციხის ბარ–რესტორნებში
ახალი წლის ღამის ფასი ახალციხის ბარ–რესტორნებში
საახალწლო ღამის ფასი ახალციხის ბარ–რესტორნებში
როგორ შეხვდებიან ახალ წელს ახალციხის რესტორნებში?
რა იგეგმება ახალციხის ცენტრში ახალი წლის ღამეს?
ბორჯომსა და ბაკურიანში საახალწლოდ  ტენდერი  84 745 ლარზე გამოცხადდა