FM97.5 / LIVE

სოფელ არალში სკოლის მშენებლობა წელს ვერ დასრულდება

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 18.12.2017
ადიგენში, სოფელ არალში, სკოლის შენობის მშენებლობა გაგრძელდა, მაგრამ, პროექტში შეტანილი ცვლილებების გამო, შესაძლოა დასრულების ვადამ გადაიწიოს.

სოფელ არალში სკოლის მშენებლობა წელს ვერ დასრულდება

განათლების სამინისტროს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, არლის სკოლაში შპს „Civil Construction“– ის ხელმძღვანელის გარდაცვალების გამო შეჩერებული სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „Rooms“–მა გააგრძელა.

ტენდერის მიხედვით სკოლაში სამუშაოები 30 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სავარაუდოდ ჩაბარების ვადა გადაიწევს.
„ამდენი ხნის განმავლობაში მშენებლობა შეჩერებული იყო, პროექტში ცვლილებების შეტანა გახდა საჭირო, სავარაუდოდ სამუშაოები დეკემბრის შემდეგაც გაგრძელდება“, – აცხადებენ სააგენტოში.

შეგახსენებთ, რომ არლის საჯარო სკოლის მშენებლობა 2015 წლის დასაწყისში დაიწყო. მშენელობა ერთ წელიწადში უნდა დასრულებულიყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "Civil Construction" ასრულებდა, თუმცა მისი ხელმძღვანელის გარდაცვალების გამო, მშენებლობა შეჩერდა და ის რაც უკვე გაკეთებული იყო, ნადგურდებოდა. ამ პერიოდში, ახალი მშენებლის შესარჩევად გამოცხადებული ტენდერი პირველ მცდელობაზე ჩავარდა და მშენებლის შერჩევაც დაგვიანდა.

არლის ახალი სკოლა 192 მოსაწვლეზეა გათვლილი. შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ვიდრე მშენელობა დასრულდება, არლის სკოლის მოსწავლეები სოფელში არსებული კათოლიკური და მართლმადიდებლური სამრევლო სკოლების შენობებში არიან გადანაწილებული.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სასწავლო წლის განახლებამდე არლის სკოლის მშენებლობა დასრულდება
არლის სკოლის მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს ისევ ძველ შენობაში ხვდებიან
არლის სკოლაში სამშენებლო სამუშაოები ჭიანურდება
ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ არლის სკოლა ახალ შენობაში გადავიდა
საფეხური: რატომ გაჭიანურდა არლის სკოლის მშენებლობა [Audio]
არალში სკოლის მშენებლობა ისევ შეჩერებულია, სამუშაოები დეკემბერში უნდა დასრულებულიყო [Photos]
სოფელ არალში სკოლის მშენებლობა დროებით შეჩერდა