FM97.5 / LIVE

ახალციხის საავადმყოფო და გამგეობა ტომოგრაფიის აპარატზე დავობენ

მთავარი 21.05.2013
რამდენიმეთვიანი დავის შემდეგ, ტომოგრაფიის აპარატს, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრებაა და საავადმყოფოს იჯარით აქვს აღებული, სამედიცინო დაწესებულება შეაკეთებს

ახალციხის საავადმყოფო და გამგეობა ტომოგრაფიის აპარატზე დავობენ
აპარატის შეკეთების ვალდებულებას ამ დრომდე არც საავადმყოფოს ადმინისტრაცია იღებდა და არც ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა. შეგახსენებთ, რომ კომპიტერული ტომოგრაფიის აპარატი, რომელიც ”უნიმედი სამცხე” ახალციხის სამედიცინო დაწესებულებაში დგას, მუნიციპალიტეტის საკუთრებაა.

აპარატი ადგილობრივმა ხელისუფლებამ საავადმყოფოს ხელშეკრულებით ჯერ კიდევ მაშინ გადასცა, ვიდრე საავადმყოფო სადაზღვეო კომპანია ”ალდაგი ბისიაის” შვილობილი კომპანიის ”ჩემი ოჯახის კლინიკის” მფლობელობაში გადავიდოდა.

სამედიცინო დაწესებულებაში ტომოგრაფიის აპარატმა გამართულად დაახლოებით ცხრა თვის განმავლობაში იმუშავა. ამ პერიოდში აპარატით 238-მა პაციენტმა ისარგებლა. გასული წლის 24 ნოემბერს აპარატი მწყობრიდან გამოვიდა. რა დაუზიანდა აპარატს, რომელიც რეგიონის მასშტაბით მხოლოდ ახალციხის საავადმყოფოში დგას, ამ დრომდე არ შემოწმებულა. შემოწმების ვალდებულებას ადგილობრივი თვითმმართველობა სააავადმყოფოს აკისრებდა, ეს უკანასკნელი კი თვითმმართველობას.

”სამხრეთის კარიბჭე” ვითარების გასარკვევად სამედიცინო დაწესებულების პრესცენტრს და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაუკავშირდა. ორივე მხარის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

”ეს პროცესი იმიტომ გაიწელა, რომ შეცვლილა გამგებელი. მიმდინარეობს მოლაპარაკებები გამგეობასთან, ჩამოვყალიბდებით და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, შევცვლით ახლით აპარატს თუ შევარემონტებთ”,- განაცხადა სატელეფონო საუბარში ”უნიმედი სამცხეს” სამედიცინო დაწესებულების პრესსამსახურის უფროსმა თეონა ლალიაშვილმა.

”ჩვენ შევთავაზეთ, რომ აპარატი გააკეთონ, მაგრამ ისევ ჩვენი საკუთრება იქნება. სამედიცინო დაწესებულება გამგეობას ყოველთვიურად ქირას, დაახლოებით 1000 ლარის ოდენობით გადაუხდის და გამოიყენებენ სექტემბრის თვემდე”, - განაცხადა გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ ბლიაძემ.

ბილიაძის განცხადებით, მან სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებს შესთავაზა, თუ მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოსახლეობა ამ აპარატით შეღავათით ისარგებლებდა, გამგეობა ქირას არ გადაახდევინებდა, თუმცა შეთავაზებაზე უარი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი,ახალციხის მუნიციპალიტეტს თოდუას კლინიკის ხელმძღვანელობამ, 2012 წლის მარტში აჩუქა. გამგეობამ კი ძვირადღირებული აპარატი იჯარით ყოფილ სს ”ახალციხის რაიონულ საავადმყოფოს” გადასცა. ტომოგრაფიის აპარატი, სამედიცინო დაწესებულებაში დარჩა მას შემდეგაც, რაც საავადმყოფო სადაზღვეო კომპანია ”ალდაგი ბისიაის” შვილობილი კომპანიის ”ჩემი ოჯახის კლინიკის” მფლობელობაში გადავიდა.

სამედცინო კლინიკის ყოფილი ხელმძღვანელი დავით მაისურაძის განმარტებით, საავადმყოფოსა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტომოგრაფიის აპარატის დამონტაჟებისა და ტრანსპორტირების ხარჯი, რომელიც დაახლოებით 22,000 ლარს შედგენდა, ”ახალციხის რაიონულმა საავადმყოფომ” დაფარა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

დავა ქონებაზე და რისკის ქვეშ დაყენებული პაციენტების სიცოცხლე
ტომოგრაფიის აპარატთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო
ახალციხის საავადმყოფოდან თანამშრომლები ისევ შეამცირეს
ექიმები ახალციხის საავადმყოფოდან ’ალდაგი ბისიაის’გასვლას ითხოვენ
აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოს ახალი რენდგენის აპარატი აქვს
ახალციხის  საავადმყოფოდან წამოსულმა კარდიოლოგმა კერძო კლინიკა გახსნა
ასპინძის საავადმყოფო სახელმწიფო მმართველობაში გადავიდა