FM97.5 / LIVE

ახალციხის საკრებულომ ახალი საშტატო ნუსხა დაამტკიცა

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 15.12.2017
vახალციხის მერის წარმომადგენლები და მათი ასისტენტები, რომლებიც აქამდე ხელშეკრულებით იყვნენ აყვანილი, შტატიანი თანამშრომლები ხდებიან. ასევე, მერიას, ერთი ახალი შტატი ემატება. ჯამში მუნიციპალიტეტს 145 შტატიანი, 12 კი ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომელი ეყოლება.

ახალციხის საკრებულომ ახალი საშტატო ნუსხა დაამტკიცა

მერიის საშტატო ნუსხას სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის შტატი დაემატა. ცვლილებაა ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლების ნაწილშიც, მერიას სპეცტექნიკის ხუთი ოპერატორის ნაცვლად, ორი ეყოლება.

საშტატო ნუსხაში შეტანილ ცვლილებებს დეპუტატებმა კენჭი დღეს, 15 დეკემბერს გამართულ სხდომაზე უყარეს.

დღეს საკრებულომ თანამდებობობრივი სარგოებიც განსაზღვრა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი – 2750 ლარი;
მერის პირველი მოადგილე – 2550 ლარი;
მერის მოადგილე – 2050 ლარი;
პირველი რანგი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – 1490 ლარი;
მეორე რანგი, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – 900 ლარი;
მესამე რანგი, პირველი კატეგორიისუფროსი სპეციალისტი საქმის წარმოების საკითხებში – 580 ლარი;
მესამე რანგი, მეორე კატეგორიის უფოსი სპეციალისტი საქმის წარმოების საკითხებში – 560 ლარი;
მეორე რანგი, მერის წარმომადგენლები ადმინიტრაციულ ერთეულში – 1250 ლარი;
მესამე რანგი,მერის წარმომადგნელის ასიტეტტი ადმინისტრაციულ ერთეულში – 580 ლარი;

ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლები
კონსულტანტი ბუღალტრული აღრიცხვის საკითხებში – 1300 ლარი;
მერის პირადი მძღოლი – 1100 ლარი;
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მორიგე მძღოლი – 850 ლარი;
სპეცტექნიკის ოპერატორი – 60 (დღიურად);
მერის თანამშემწე – 1250 ლარი;
მერის მდივან რეფერენტი – 580 ლარი;
მერის მრჩეველი ინფრასტრუქტურულ საკითხებში – 1700 ლარი;
ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი – 1200 ლარი;

საშტატო ნუსხას და თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრას არ დაეთანხმნენ საკრებულოს წევრები „ევროპული საქართველოდან“. გელა დემეტრაძე ფიქრობს, რომ შტატები გაბერილია.

„დღეს წარმოდგენილი ცვლილება ისეთს არაფერს არ ცვლის. ეს არ არის ოპტიმალური, არ შეესაბამება დღევანდელ სიტუაციას, რაც საქართველოშია. არ მინდა ვინმემ სამსახური დატოვოს, მაგრამ შტატები ძალიან გაბერილია, შესაბამისად, ადმინიტრაციული ხარჯი არის ძალიან დიდი“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გელა დემეტრაძემ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

10.12.2018 ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

06.12.2018 შშმ მშობელი ექსკურსიას ჩამორჩა, ამის შემდეგ სკოლაში მის შვილს დაუპირისპირდნენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2018 GDI: ჯავახეთში მწვავედ დგას გოგონათა ნაადრევი ქორწინების და ოჯახში ძალადობის პრობლემა

12.12.2018 ბორჯომსა და ასპინძაში სოციალური კარადები დადგეს

12.12.2018 ‘წითელამ ბავშვებიდან მოზარდებში გადმოინაცვლა’ – გეგმიური აცრები სავალდებულო ხდება

12.12.2018 ‘ბევრის სიცოცხლე გადამირჩენია’ – 25 წელი სახანძრო სამსახურში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერიამ 63 თანამშრომლის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა
მერს 3500 ლარი, მოადგილეს 2550 – ახალციხის თვითმმართველობაში ხელფასები გაიზარდა
ბორჯომის მერიამ 11 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა
ახალციხის მერია 13 პოზიციაზე კონკურსს აცხადებს
რა ოდენობის ხელფასებს აიღებენ ახალციხის მერიაში
ახალციხეში მერის წარმომადგენლების შესარჩევად კონკურსი ცხადდება
საშტატო ნუსხის მიხედვით ახალციხის მერიას 115 თანამშრომელი ეყოლება