FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის მუზეუმის ეთნოგრაფიულ ფონდს, რომელიც 5 წელია სარდაფშია გამოკეტილი, დარბაზში გადაიტანენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.12.2017
ხუთწლიანი ლოდინის შემდეგ, სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის სარდაფში შენახულ ეთნოგრაფიულ ფონდს „დღის სინათლე“ ეღირსება. ახალციხის ციხის მიმდებარედ, სამცხე–ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის ადმინისტრაციული და საფონდო შენობის მშენებლობისთვის ადგილი გამოიყო.

სამცხე–ჯავახეთის მუზეუმის ეთნოგრაფიულ ფონდს, რომელიც 5 წელია სარდაფშია გამოკეტილი, დარბაზში გადაიტანენ

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის ზაზა მელიქიძის განცხადებით, სამცხე–ჯავახეთის მუზეუმის ადმინიტრაციისა და ეთნოგრაფიული ფონდის განსათავსებლად შენობა მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით აშენდება.

ახალციხის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილის გამოყოფის საკითხზე საკრებულომ დღეს, 15 დეკემბერს ისჯელა. ადგილი მუზეუმს უზურფუქტით უნდა გადაეცეს.

„ეს იქნება ტერასული ტიპის ორსართულიანი შენობა, სადაც განთავსდება საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა. ის ყველაფერი, რაც უნივერსიტეტის სარდაფშია დაცული, გადმოვა და საცავში განთავსდება. შენობა შესაბამისობაში იქნება ციხის ინფრასტრუქტურასთან“, – განაცხადა საკრებულოს სხდომაზე ზაზა მელიქიძემ.

მისი თქმით, შენობა, რომლის მშენებლობაც 2018 წელში დაიწყება, სავიზიტო ბარათი იქნება ახალციხისთვის: „შენობის მიმდებარედ ტერიტორიაც მოწესრიგდება“.

შეგახსენებთ, რომ სამცხე–ჯავახეთის მუზეუმის ექსპონატები და სამეცნიერო ბიბლიოთეკა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის მეორე კორპუსის სარდაფში 2012 წლის აგვისტოში ჩაიტანეს, მას შემდეგ, რაც რაბათში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ახალციხის ციხის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ექსპონატების ნაწილი განახლებულ მუზეუმში აიტანეს და ვიტრინებში განათავსეს. ნაწილი კი ისევ სარდაფში დარჩა, სადაც პირობები არ არის და ნივთები ზიანდება.

სამცხე–ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი 80 წლისაა, მისი საბიბლიოთეკო ფონდიც და ექსპონატებიც უნიკალურია.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


23.03.2019 წარმატებული მასწავლებლები დამატებით ანაზღაურებას სკოლის განვითარების ფონდიდან მიიღებენ

22.03.2019 სკოლებში ვიდეოსათვალთვალო სისტემები დამონტაჟდება

22.03.2019 ახალციხელი მოსწავლე ‘გურული დღიურების’ სტიპენდიანტი გახდა

21.03.2019 ‘კატის’ გამოცდებმა არ გაამართლა’– სოფო გორგოძე სკოლის გამოცდების გაუქმებაზე

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.03.2019 საქართველოში 100 000 მოსახლეს 7 სოცმუშაკი ემსახურება

22.03.2019 სკოლაში ბულინგის გამო 11 წლის ბიჭს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა

22.03.2019 სკოლებში ვიდეოსათვალთვალო სისტემები დამონტაჟდება

22.03.2019 ანდის სკოლიდან, სადაც წირვა–ლოცვა ტარდებოდა, ხატები გამოიტანეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

სარდაფში გამოკეტილი მუზეუმის ფონდი 'ახალციხის ციხეზე' ჯერ არ გადაუტანიათ
სარდაფში გამოკეტილ მუზეუმის ფონდს ახალციხის ციხეზე გადაიტანენ
მუზეუმის სამეცნიერო ფონდისთვის ერთი წელია თაროებს ამზადებენ
საცავის ნაცვლად სარდაფში – ექსპონატების ხუთწლიანი ‘ტყვეობა’
სამცხე–ჯავახეთის მუზეუმის ფონდსაცავისთვის პროექტი მზადდება
ხელისუფლება უნიკალური ფონდის გადასარჩენად არაფერს გეგმავს
უნიკალური ფონდი უნივერსიტეტის სარდაფში[Video]