FM97.5 / LIVE

სტუდენტების განწყობები უმცირესობებზე – TDI–ის კვლევა

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.12.2017
სტუდენტების აღქმები საქართველოში მცხოვრები უმცირესობების მიმართ, რა აჩვენა "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსიტუტის" ჩატარებულმა კვლევამ;

სტუდენტების განწყობები უმცირესობებზე – TDI–ის კვლევა

დღეს, 14 დეკემბერს, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, ორგანიზაცია „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებული კვლევის, – “სტუდენტების განწყობა უმცირესობებისადმი და მედიის როლი” პრეზენტაცია გაიმართა.

კვლევა 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის აპრილის ჩათვლით, თელავის, გორის, ახალციხის, ქუთაისის, ბათუმისა და ზუგდიდის უნივერსიტეტებში ჩატარდა. ყველა უმაღლეს სასწავლებელში ჯამში 96 სტუდენტი გამოიკითხა. თითო უნივერსიტეტში რვა ბიჭისგან და რვა გოგოსგან შემდგარი ფოკუს ჯგუფები შეარჩიეს.

„ეს თვისობრივი კვლევა იყო, ჩვენ სტუდენტების აღქმებითა და განწყობებით დავინტერესდით, ამიტომ ციფრებით კვლევის შედეგები გამოსახული ვერ იქნება“, – ამბობს კვლევის ავტორი ქეთი სართანია.

სტუდენტების განწყობები უმცირესობებზე – TDI–ის კვლევა

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, სიტყვა „უმცირესობის“ შესახებ სტუდენტების ასოციაციები უკავშირდება რელიგიურ, ეთნიკურ და სექსუალურ უმცირესობებს: „ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების გახსენებისას რესპონდენტები ქართველობასთან ავლებდნენ პარალელს, ხოლო სექსუალური უმცირესობების წარმოთქმას სიჩუმე, სიცილი ან უხერხულად, ხმადაბლა გამოთქმული მოსაზრებები მოჰყვებოდა. ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები სინონიმებადაც გამოიყენებოდა, ხოლო სექსუალური უმცირესობებისთვის აბრევიატურას ლგბტ ან მის არასწორ, დამახინჯებულ ვერსიას იყენებდნენ“.

რაც შეეხება რელიგიურ უმცირესობებს, კვლევის ავტორი, ქეთი სართანია ამბობს, რომ სტუდენტები ამბობდნენ, რომ „ისინი, ვინც მართლმადიდებლები არ არიან, ქართველებიც არ არიან. ამიტომ მათ ნაკლები უფლებები უნდა ჰქონდეთ“ და ამ კონტექსტში ყურადღებას განსაკუთრებით მუსლიმებზე ამახვილებდნენ: „მიიჩნევენ, რომ მუსლიმი ქართველი არაა, მათ თურქებს უწოდებენ. ასევე, ახალგაზრდებისთვის მიუღებელია იეჰოვას მოწმეების მიერ რელიგიის გავრცელების ფორმები“.

კვლევის ავტორის თქმით, უფლებების ნაწილში იგივე დამოკიდებულებები აქვთ ახალგაზრდებს ეთნიკური უმცირესობებისადმი. გარდა ამისა, აქ ეკონომიკური ფაქტორი შემოდის: „ამბობენ, რომ სომხები არანაირ საქმეს არ თაკილობენ, ბევრს შრომობენ და ამიტომ, მათთან შედარებით, ყოველთვის მეტი ფული აქვთ. თავად კი უნივერსიტეტის დამთავრებას და თანამდებობებს ელოდებიან“.

კვლევის მიხედვით, ლგბტ თემის (სექსუალური უმცირესობე ბის) შემთხვევაში, ძირითადად, უარყოფითი კონტექსტი ვლინდება და ახალგაზრდების პოზიცია პირობით კატეგორიაში ექცევა: „თუ ისინი ჩარჩოებში იქნებიან, არ დაიმსახურებენ ნეგატიურ განწყობებს“.

„სტუდენტები ფიქრობენ, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლები არ უნდა იყვნენ საჯარო სივრცეში, ამბობენ: „თავისთვის იყვნენ, ჩვენ არ შეგვეხონ“. როცა ვკითხეთ რა საფრთხეს წარმოადგენდნენ ლგბტ თემის წარმომადგენლები მათთვის, გვპასუხობდნენ, რომ აქ მთავარი დემოგრაფიული საკითხი იყო, ფიქრობენ, რომ „რაც უფრო მეტი იქნება „ასეთი“, მით უფრო გადაშენდებიან ქართველები“, – აცხადებს სართანია.

სტუდენტების განწყობები უმცირესობებზე – TDI–ის კვლევა

„ჩემთვის მიუღებელია ერთსქესიანთა ქორწინება. მე ვცხოვრობ ტრადიციულ ქვეყანაში, ქრისტიანულ ქვეყანაში, და მე ვერ შევეგუები იმას, რომ კაცი კაცზე დაქორწინდეს და ქალი ქალზე გათხოვდეს. ეს არის ღმერთის კანონის გადახვევა, როგორც ბაბილონის გოდოლის აშენების დროს იყო. მე მხარს ვუჭერ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც იბადებიან ორი სქესით. ასეთ დისკრიმინაციას მე ყოველთვის შევეკამათები. ისინი უნდა იყვნენ ისე, როგორც ვართ ჩვენ, ჩვეულებრივი ადამიანები. მაგრამ როდესაც გამოდის ჩვეულებრივი კაცი, ცოლ-შვილით, და ამბობს, რომ მას გული კაცისკენ მიუწევს, მე ასეთ კაცს ყოველთვის შევედავები და მათ დასაცავ კანონს ხელს არასდროს მოვაწერ“, – ვკითხულობთ კვლევაში ერთ–ერთი სტუდენტის მოსაზრებას.


კვლევის ავტორის თქმით, სტუდენტებს უმცირესობების შიში იმის გამო აქვთ, რომ ფიქრობენ მათი სიმრავლის შემთხვევაში უმცირესობად თავად იქცევიან: „ეს კი არ უნდათ, ამიტომ მიაჩნიათ, რომ ყველა თანაბარი უფლებებით არ უნდა სარგებლობდეს. გამოკითხული სტუდენტების ნაწილი განსხვავებულ ჯგუფებს მტრებად აღიქვამს. მაგრამ შემწყნარებლები არიან მათ მიმართ, რადგან ამბობენ და ამბობენ, რომ უნდა "გიყვარდეს მტერი შენი"“.

კვლევის მიხედვით, უმცირესობების მიმართ აგრესიული განწყობა აღარ არის იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტების ნაცნობი და ახლობელია.

„ამბობენ, რომ ჰყავთ მაგალითად მუსლიმი მეგობარი, ან იეჰოვას მოწმეა მათი ახლობელი და ისინი ძალიან კარგი ადამიანები არიან“, – აცხადებს სართანია.



"წინამდებარე კვლევის ფარგლებში, გამოვლინდა ტოლერანტობისა და უცხოს მიმღებლობის რამდენიმე ფორმა, რომელთა უმრავლესობა არასწორი ან არასაკმარისი ინფორმაციისა და შესაბამისი განათლების წყაროების არარსებობის/უქონლობისგან გამომდინარეობს", - ვკითხულობთ კვლევაში.

რაც შეეხება კვლევის მეორე ნაწილს, უმცირესობათა გაშუქებას მედიაში, კვლევის მიხედვით, ხშირია შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტები კრიმინალის გაშუქების დროს დანაშაულის ჩამდენის ეთნიკურ, ან რელიგიურ კუთვნილებას უსვამენ ხაზს; ასევე, რელიგიური უმცირესობების საკითხების გაშუქება დანაშაულს, კონფლიქტს ან ტერორისტულ აქტებს უკავშირდება.

"ლგბტ თემის (სექსუალური უმცირესობების) შესახებ საკითხები მედიაში აქტიურდება საკანონმდებლო ინიციატივებთან, არჩევნებსა და 17 მაისთან დაკავშირებით. მედიას ხშირად არა აქვს საკმარისი და ადეკვატური ინფორმაცია სხვადასხვა რელიგიური, ეთნიკური თუ სხვა ჯგუფების შესახებ, რაც შესაძლო დისკრიმინაციული გაშუქების რისკებს ზრდის", – ვკითხულობთ კვლევაში.

კვლევის პრეზენტაციის შემდეგ დარბაზში დისკუსია გაიმართა. ახალციხემდე TDI–ის წარმომადგენლებმა კვლევა ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნეს.

კვლევის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

06.12.2018 შშმ მშობელი ექსკურსიას ჩამორჩა, ამის შემდეგ სკოლაში მის შვილს დაუპირისპირდნენ

06.12.2018 სკოლებში აგვისტოს ომის შესახებ გაკვეთილებს სამხედროები ჩაატარებენ

04.12.2018 საფეხური: რა უპირატესობით სარგებლობენ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები [R]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2018 ახალქალაქელმა კარინა ბაგარიანმა 37 000 აშშ დოლარი იპოვა და მფლობელს დაუბრუნა

09.12.2018 ‘სახლებს წვავდნენ და თან სელფებს იღებდნენ’ – რა მოხდა ფოკაში მკვლელობამდე და მკვლელობის შემდეგ

09.12.2018 სარაგბო კლუბმა ‘ტაომ’ ქუთაისის ‘ბაგრატი’ დაამარცხა

09.12.2018 ახალციხის პირველი საჯარო სკოლა ‘მხიარულ სტარტებში’ საქართველოს ჩემპიონია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

'სტუდენტების განწყობა უმცირესობებისადმი და მედიის როლი' – ახალციხეში კვლევის პრეზენტაცია გაიმართება
NDI: მოსახლეობის 23%–სთვის ლგბტ პირთა უფლებები მნიშვნელოვანია
კვირის აქცენტი: სტუდენტების განწყობები უმცირესობების მიმართ [Video]
ომბუდსმენი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პრობლემებზე
კვლევის მიხედვით ქალზე ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისსა და სამცხე–ჯავახეთშია
ქალები პოლიტიკაში და უმცირესობები არჩევნებში – საიას კვლევების შედეგები
NDI-მ სამოქალაქო სექტორს ბოლო კვლევის შედეგები გააცნო