სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

დელეგაცია ‘ათასწლეულის გამოწვევის ფონდის’ მიერ რეაბილიტირებულ ვალის სკოლაში

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 13.12.2017
დღეს, 13 დეკემბერს, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ მიერ რეაბილიტირებული ვალის პირველი საჯარო სკოლა, ფონდის, აშშ–ს საელჩოსა და საქართველოს განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა მოინახულეს.

დელეგაცია ‘ათასწლეულის გამოწვევის ფონდის’ მიერ რეაბილიტირებულ ვალის სკოლაში

ახალციხის პირველი სკოლის საზეიმოდ გახსნის შემდეგ, დელეგაციამ ვალეში გადაინაცვლა, სადაც სკოლა, ასევე, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ დაფინანსებით გარემონტდა.

პროექტის ფარგლებში სკოლა სრულად გარემონტდა და აღიჭურვა.

ვალის სკოლას ახლა უკვე აქვს, Steam ლაბორატორია, რომელიც მოსწავლეებს ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიასა და მათემატიკის საგნების უკეთ სწავლაში ეხმარება. სკოლაში განახლდა ქიმიის კაბინეტი, კომპიუტერის ოთახი, რომელსაც ათი ახალი პერსონალური კომპიუტერი შეემატა, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი და სასადილო. გარდა ამისა სკოლაში მოეწყო და შემოიღობა ეზო და დამონტაჟდა პანდუსები.

სკოლის დირექტორის ირა გიორგაძის განმარტებით, სკოლაში დაცულია უსაფრთხოების ზომები: „შენობაზე მეხამრიდი დამონტაჟდა. გარდა ამისა, აღჭურვილები ვართ ხანძარსაწინააღმდეგო ბალონებით. სკოლას შეუძლია შვიდბალიან მიწისძვრას გაუძლოს“.

მისივე თქმით, სკოლა 1953 წელს გაიხსნა, თუმცა კაპიტალური რემონტი არ ჩასტარებია. ამჟამად სკოლაში 299 მოსწავლე სწავლობს.

დელეგაცია ‘ათასწლეულის გამოწვევის ფონდის’ მიერ რეაბილიტირებულ ვალის სკოლაში

დელეგაცია ‘ათასწლეულის გამოწვევის ფონდის’ მიერ რეაბილიტირებულ ვალის სკოლაში

დელეგაცია ‘ათასწლეულის გამოწვევის ფონდის’ მიერ რეაბილიტირებულ ვალის სკოლაში

დელეგაცია ‘ათასწლეულის გამოწვევის ფონდის’ მიერ რეაბილიტირებულ ვალის სკოლაში

დელეგაცია ‘ათასწლეულის გამოწვევის ფონდის’ მიერ რეაბილიტირებულ ვალის სკოლაში

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


14.01.2018 ხვალიდან სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება

28.12.2017 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორობა ექვს პროფესორს სურს

28.12.2017 სოფელ კლდეში საბავშვო ბაღი გაიხსნა

27.12.2017 ინგლისურენოვანი სპექტაკლი სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების მონაწილოებით

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2018 ასპინძის მერიაში კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა

16.01.2018 მშენებარე კორპუსში ბინების მფლობელები ახალციხის მერს დახმარებას სთხოვენ

16.01.2018 ვალეს საზოგადოებრივ ცენტრში ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბი გაიხსნა

16.01.2018 NDI: 60% ფიქრობს, რომ ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ახალციხის პირველი სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo]
ვალეში პირველ სკოლაში სწავლა ახალგარემონტებულ შენობაში დაიწყეს
დამკვეთი: ’პირველ სკოლაში რემონტი 30 სექტემბერს დასრულდება'
ახალციხის პირველ სკოლაში რემონტის დასრულებას სწავლის დაწყებამდე გეგმავენ
ახალციხის პირველი სკოლა ხვალ საზეიმოდ გაიხსნება
დამკვეთი ახალციხის პირველ სკოლაში არსებულ ვითარებას სწავლობს
პირველ სკოლაში რემონტი მარტამდე ვერ სრულდება