FM97.5 / LIVE

ვინ დააფინანსებს უფასო საბავშვო ბაღებს

მთავარისაზოგადოება » განათლება 20.05.2013
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების სახელფასო ფონდს ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს, მშობლები კვებისთვის 20 ლარს იხდიან, სექტემბრიდან საბავშვო ბაღები უფასო გახდება, თუმცა ჯერჯერობით არ არის გარკვეული, ვინ გადაიხდის ბავშვების კვების ფულს.

ვინ დააფინანსებს უფასო საბავშვო ბაღებს
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 5 საბავშვო ბაღი მუშაობს, ხოლო მუნიციპალიტეტის სოფლებში სკოლამდელი აღზრდის 6 ჯგუფია გახსნილი. თითოეულ საბავშვო ბაღში 17–18 თანამშრომელი მუშაობს, აღსაზრდელთა მთლიანი რაოდენობა კი დაახლოებით 500 ბავშვია. სოფლების 6 საბავშვო ჯგუფში თითო აღმზრდელი მუშაობს. ჯგუფები დღეში 4 საათი მუშაობენ და აქ ბავშვებს კვება არ აქვთ. აღმზრდელი ხელფასს ადგილობრივი ბიუჯეტიდან იღებს, ზამთარში საწვავის უზრუნველყოფა პროგრამიდან ”დახმარება სოფლებს“ იგეგმება. ამრიგად ეს ჯგუფები უფასოა და კანონი, რომ საბავშვო ბაღები უფასო უნდა გახდეს, ამ ჯგუფებს არ შეეხება.

წელს იგეგმება საბავშვო ბაღის გახსნა სოფელ ბარალეთში, პროექტის ღირებულება 25 ათასი ლარია. ასევე დაგეგმილია მონტე მელქონიანის სახელობის #3 საბავშვო ბაღში ერთი ან ორი ჯგუფის დამატება, რისთვისაც 60,000 ლარი დაიხარჯება. ამ ორ პროექტს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და ორგანიზაცია „მერსი ქორფი“ ერთობლივად ახორციელებს.

საქართველოს პარლამენტი მუშაობს კანონპროექტზე ”ადგილობრივი თვითმმართველობების“ შესახებ. პირველი მოსმენით მიღებულია ცვლილებების პაკეტი, რომლის თანახმადაც საბავშვო ბაღები ქვეყნის მასშტაბით უფასო გახდება.

- ”აკრძალულია გადასახდელების, ტარიფებისა და გადახდის სხვა ტიპების შემოტანა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში საგანმანათლებლო–აღმზრდელობითი მომსახურებისა და კვებისთვის თვითმმართველობების/თბილისის ტერიტორიებზე“, – ნათქვამია შესწორებაში.

ყველა საბავშვო ბაღი სახელმწიფოს დამტკიცებული პროგრამით იმუშავებს და უზრუნველყოფილი იქნება ცხელი წყლით, გათბობითა და სავენტილაციო სისტემით, ასევე სრულფასოვანი კვებითა და სამედიცინო მომსახურებით.

2011 წლის შემოდგომაზე საქართველოს მუნიციპალური საბავშვო ბაღები სწავლის ტარიფებს თავად ადგენდნენ. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, გადასახადის სიდიდე საბავშვო ბაღებში სტანდარტების შესაბამისად და მომსახურების ხარისხის მიხედვით განისაზღვრება.

ახალქალაქში ყოველი აღსაზრდელის მშობელი თვეში 20 ლარს იხდის. საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მშობლებისგან შეგროვილი თანხა წელიწადში დაახლოებით 150 ათას ლარს შეადგენს. ასევე წელიწადში ყოველ საბავშვო ბაღზე გამოიყოფოდა დაახლოებით 60–70 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან. თუმცა ეს კანონპროექტი, ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, არაერთმნიშვნელოვანია და აუცილებელი არაა, რომ მთელი ხარჯი ადგილობრივ ბიუჯეტს დაეკისროს.

- ”თუ ჩვენ საკუთარ თავზე ვიღებთ საბავშვო ბაღების კვებასაც, ნახეთ, 100 მოსწავლე თითოზე 20 ლარი, გამოდის 2,000 ლარი, ანუ წელიწადში 124–150 ათასი ლარი, ჩვენ რომ ეს ბაღები შევინახოთ. მაგრამ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებს შეუძლიათ სხვადასხვაგვარად მოიქცნენ, თბილისის მუნიციპალიტეტმა შეიძლება საკუთარ თავზე 100% აიღოს, შეიძლება ახალქალაქში ცვლილებები არ მოხდეს. დიდ ქალაქებში შეიძლება ცოტა სხვანაირად იყოს, თუმცა ჩვენ დოტაციებზე ვართ. შეიძლება ეს კანონი ჩვენზე არც გავრცელდეს“, – ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნაირი ირიციანი.

თუ მაინც აღმოჩნდება, რომ ადგილობრივმა ბიუჯეტმა საბავშვო ბაღების ყველა ხარჯი უნდა დაფაროს, ადგილობრივი მთავრობის ხელმძღვანელთა თქმით, ისინი იძულებულნი გახდებიან, რომელიმე ინფრასტრუქტურულ პროექტზე თქვან უარი, რათა აქედან გამოთავისუფლებული თანხა საბავშვო ბაღების ფონდისკენ მიმართონ.

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]


25.02.2020 როდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები

24.02.2020 ახალციხის სამხატვრო სკოლაში ერთი დღით სწავლა შეწყდება

22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.02.2020 ასპინძის მერიაში ექვსი ვაკანტური პოზიციაა

25.02.2020 ბაკურიანელი და–ძმა ტრამპლინიდან ხტომაში მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებს

25.02.2020 ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

25.02.2020 საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში, ორ სოფელში საბავშვო ბაღები აშენდება
ახალციხის თემის საბავშვო ბაღები ზაფხულში არ დაისვენებენ
საბავშვო ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია - რა იგეგმება ახალქალაქში?
ახალქალაქში საბავშვო ბაღებზე დიდი მოთხოვნაა
საძელში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
ახალქალაქის საბავშვო ბაღებში ვაკანტური ადგილებია
სოფელ ურაველში საბავშვო ბაღი გაიხსნა