სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

სასამართლო დავა აბასთუმნის თერმულ წყლებზე

მთავარისიახლე, სამართალი 12.12.2017
შპს „სამეფო აბასთუმანი“, რომელიც კურორტ აბასთუმანში ლიცენზიით აბანოებსა და თერმული წყლის ხუთ ჭაბურღილს ფლობს, ადგილობრივ ბიზნესმენს გენადი ენდელაძეს ერთ–ერთი ჭაბურღილით არაკანონიერად სარგებლობას ედავება.

სასამართლო დავა აბასთუმნის თერმულ წყლებზე
ხალხმრავლობა სასამართლოსთან. 12.12.2017. ფოტო: სამხრეთის კარიბჭე


თერმული წყლების საქმეზე სასამართლო სხდომა, ახალციხის რაიონულ სასამართლოში დღეს, 12 დეკემბერს გაიმართა.

სასამართლო სხდომაზე შპს „სამეფო აბასთუმნის“ წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ გენადი ენდელაძის საკუთრებაში არსებული საოჯახო სასტუმროს ტერიტორიაზე, თერმული წყლების N2 ჭაბურღილია და იგი სამკურნალო წყლებს სასტუმროს გასათბობად უკანონოდ იყენებს, მოსაკრებელს კი „სამეფო აბასთუმანი“ იხდის. შპს ითხოვს ენდელაძემ ჭაბურღილის მიმდებარე ტერიტორია დათმოს და ამავე დროს, მოსაკრებელი, 6000 ლარი გადაიხადოს.

სასამართლო დავა აბასთუმნის თერმულ წყლებზე
გენადი ენდელაძე. 12.12.2017. ფოტო: სამხრეთის კარიბჭე

გენადი ენდელაძე ამბობს, რომ სახლი უზურფრუქტის წესით სხვა პირზე აქვს გადაცემული და ამავე დროს, ამჯამინდელი მფლობელი ჭაბურღილს არ იყენებს: „არავინ ამ წყლებით არ მდიდრდება, მდინარეში და კანალიზაციაში ჩაედინება“.

მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ კახაბერ მათოშვილის განმარტებით, ჭაბურღილზე სახლის საძირკველია მიშენებული, შესაბამისად, მიმდებარე ტერიტორისს გათავისუფლება წარმოუდგენელია. გარდა ამისა, სადაო, არის თუ არა ეს ნამდვილად N2 ჭაბურღილი: „მივწერეთ გარემოსდაცვის სააგენტოს, რომელმაც მაისის თვეში პასუხი მოგვიბრუნა, რომ კოორდინატები, რომელიც ჭაბურღილის იდენტიფიცირებისათვის დაადგინეს აერიათ და ხელახლა“.

მიუხედავად ადვოკატის ამ მტკიცებისა, დღევანდელ სხდომაზე „სამეფო აბასთუმანმა“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, მიმდინარე წლის 13 ნოემბრით დათარიღებული განცხადება წარდგინა, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ N2 ჭაბურღილი, რომელზეც შპს „სამეფო აბასთუმანს“ ლიცენზია აქვს მოპოვებული, ნამდვილად ის ჭაბურღილია, რომელიც ენდელაძის სასტუმროს ტერიტორიაზეა.

სასამართლო დავა აბასთუმნის თერმულ წყლებზე
ჭაბურღილი ენდელაძის საახლთან


გარემოს ეროვნული სააგენტოს ეს განცხადება მოპასუხე მხარემ ეჭვქვეშ დააყენა. გენადი ენდელაძე აცხადებს, რომ ჭაბურღილის იდენტიფიცირება მისი ნებართვის გარეშე მოხდა და სასამართლოში მის კანონიერებას გაასაჩივრებს. ენდელაძის ინტერესების დამცველმა აღნიშნული მიზეზით დღეს მოსამართლე ნათია მერაბიშვილთან სასამართლო სხდომის შეჩერებითაც იშუამდგომლა, თუმცა უარი მიიღო. ადვოკატს დღეს კიდევ ერთი შუამდგომლობა ჰქონდა, სამი ადგილობრივის მოწმის სახით დაკითხვის, რაზეც მოსამართლე დაეთანხმა.
გარდა საქმეში არსებული დოკუმენტების გამოკვლევისა და მოწმეების დაკითხვისა, დღეს ცნობილი გახდა, რომ სასამართლო სხდომებზე მესამე პირად გარემოს ეროვნული სააგენტო და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ჩაერთვება. მათი ჩართვის შუამდგომლობა მოსარჩელე მხარემ დააყენა და თანხმობა მიიღო.

დღეს ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან, სხდომის პარალელურად, კურორტ აბასთუმნისა და მიმდებარე რამდენიმე სოფლის მოსახლეობა იყო შეკრებილი. ისინი ამბობენ, რომ სამკურნალო წყლებს არს „სამეფო აბანო“ უნდა ფლობდეს და არ სხვა ვინმე, ვინაიდან, ყურადღებას არავინ აქცევს, წყლები მდინარესა და საკანალიზაციო სისტემაში მიედინება და აბანოების ტერიტორიაზე ანტისანიტარიაა.

„წლებია აბასთუმანს პატრონი არ ჰყავს, სამკურნალო წყლები იღვრება, აბანოები უპატრონოდაა. არც ენდელაძეს და არც ამ კომპანიას არცერთი ჭაბურღილი არ უნდა ჰქონდეს. ეს ყველაფერი აბასთუმნელების არის და მათი მართვის უფლებაც ჩვენ უნდა გვქონდეს“, – გვითხრა კურორტ აბასთუმნის მკვიდრმა მიხეილ დალალიშვილმა.

სასამართლო დავა აბასთუმნის თერმულ წყლებზე
ჭაბურღილი ენდელაძის საახლთან


აბანოებსა და თერმულ წყლებთან დაკავშირებით, „სამეფო აბასთუმნის“ წარმომადგენლებმა „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარი არ ისურვეს, თუმცა კომპანიის იურისტმა ქრისტინე ნიჟარაძემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ აბანოების ტერიტორიაზე ანტისანიტარიაა: „აბანოები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ძეგლთა დაცვის დეპარტამენტთან მოლაპარაკება გვქონდა და უახლოეს მომავალში დავიწყებთ რეაბილიტაციას და აბანოებისათვის ძველი იერსახის დაბრუნებას“.

როგორ გაგრძელდება თერმული წყლების საქმე, ამ ეტაპზე უცნობია. მომავალი სასამართლო სხდომა ჯერ არ ჩანიშულა იმ მოტივით, რომ საქმეში მესამე პირი ერთვება.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


18.06.2018 გამოცდებზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება იქნება შესაძლებელი

14.06.2018 მეცხრე კლასის გამოცდები მეექვსე სკოლაში დაპირისპირების მიზეზი გახდა

12.06.2018 რამდენი თავისუფალი ადგილი დარჩა ახალციხის სკოლებში პირველკლასელებისთვის

10.06.2018 პედაგოგთა გამოცდების განრიგი ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.06.2018 ‘ძალოვანების კორპუსის’ მშენებლობა ივნისის ნაცვლად ივლისში დასრულდება

21.06.2018 ახალციხის მერია დაზიანებულ ატრაქციონებს შეაკეთებს

21.06.2018 ახალციხეში ნიადაგის კვლევის ლაბორატორია გაუქმდა

20.06.2018 როგორი იქნება მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი სამცხე–ჯავახეთში [Photo]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

თერმული წყლების საქმეზე მოდავე მხარეებმა სასამართლოში მტკიცებულებები წარადგინეს
აბასთუმანში თერმულ წყლებთან დაკავშირებულ დავაში მესამე პირი ერთვება
აბასთუმნის თერმული წყლების დავაზე  მხარეები შესაძლოა მორიგდნენ
აბასთუმნის თერმული წყლების დავაზე მხარეები მორიგდნენ
აბასთუმნის სკოლაზე დავა გრძელდება – მესაკუთრე სასმართლოში მეორედ ჩივის
აბასთუმნის სკოლიდან პედაგოგებისა და მოსწავლეების გამოსახლებას ითხოვენ
აბასთუმნის სკოლაზე გამოსახლების შესახებ სარჩელი განუხილველი დარჩა