FM97.5 / LIVE

ახალციხის მერიამ საახალწლოდ ტენდერი 45 404 ლარზე გამოაცხადა

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 12.12.2017
ახალციხის მერია საახალწლო მზადებას იწყებს. ტენდერში გამარჯვებული კომპანია ქალაქის ქუჩებს საახალწლო აქსესუარებით მორთავს. ტენდერი 45 404 ლარზეა გამოცხადებული.

ახალციხის მერიამ საახალწლოდ ტენდერი 45 404 ლარზე გამოაცხადა
ახალციხე, ცენტრალური პარკი. ფოტო: 25.12.2016 / სამხრეთის კარიბჭე


ტენდერში მონაწილეობის მსურველთათვის წინადადებების მიღება 16 დეკემბერს დაიწყება და ორ დღეში დასრულდება.

გამარჯვებულმა კომპანიამ არსებული ლითონის კონსტრუქციების დამონტაჟების გარდა, უნდა შეიძინოს ახალი „ფერადი სტრინგები“. საახალწლოდ უნდა მოირთოს: ქალაქისა და სოფლების ცენტრალური ქუჩები, ქალაქში სკვერები და წრიულები, ასევე სოფლებში კულტურის სახლების მიმდებარე ტერიტორიები.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით საახალწლო აქსესუარების მონტაჟის სამუშაოები უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო საახალწლო აქსესუარების დემონტაჟის სამუშაოები უნდა განხორციელდეს 2018 წლის 16 იანვრიდან 2018 წლის 19 იანვრამდე.

გარდა ქუჩების მორთვისა, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტენდერი საახალწლო ტკბილეულის შესაძენადაც გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო თანხა 8 000 ლარია. შეძენილი ტკბილეული მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პატარებს დაურიგდება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


14.03.2019 უფასო ფაკულტეტები მომავალ წელსაც იქნება - ბატიაშვილი

11.03.2019 2019 წლის ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად რეგისტრაცია 12 მარტიდან იწყება

10.03.2019 2020 წლიდან სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ამოქმედდება

07.03.2019 ნიკო კეცხოველის კონკურსის ფინალურ ტურში ადიგენის ორი სკოლა გადავიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.03.2019 ახალციხეში სამხედრო დასახლებასთან ხანძარი გაჩნდა

17.03.2019 დღეს მართლმადიდებლობის ზეიმი აღინიშნება

17.03.2019 17-18 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა

16.03.2019 ახალციხის თოჯინების თეატრში პრემიერა გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერიამ საახალწლო ღონისძიებებისთვის ტენდერი 39 614 ლარზე გამოაცხადა
35,700 ლარი საახალწლო ღონისძიებებისთვის  ახალციხის თემში
46.277 ლარი საახალწლო ღონისძიებებისთვის - მერიამ ტენდერი გამოაცხადა
ბორჯომის ქუჩები საახალწლოდ ირთვება
ბორჯომში, საახალწლო ღონისძიებისთვის ტენდერი 22.445 ლარზე გამოაცხადეს
ახალციხეში ახალი წლისთვის ემზადებიან
ადიგენი 2019 წელს ახალი ნაძვის ხით შეხვდება