FM97.5 / LIVE

„დეპორტირებული მესხები - წარსული და დღევანდელობა“

მთავარისაზოგადოება 20.05.2013
რა გამოწვევების წინაშე დგას სახელმწიფო და რა როლი აქვს სამოქალაქო საზოგადოებას მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის საკითხში; ამ თემაზე ასოციაცია „ტოლერანტის“ ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე იმსჯელეს

„დეპორტირებული მესხები - წარსული და დღევანდელობა“
17 მაისს თბილისში ასოციაცია „ტოლერანტმა“ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან ერთად საერთაშორისო სამეცნიერო-თემატური კონფერენცია „დეპორტირებული მესხები-წარსული და დღევანდელობა“ გამართა. კონფერენცია ასოციაცია „ტოლერანტის“ პროექტ „რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება „თვითრეპატრიაციის“ პრევენცია“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტი 2010 წლიდან „ევროკავშირის“ დაფინანსებით ხორციელდება და 17 მაისს კონფერენციით პროექტი დასრულდა.

კონფერენციას 80-მდე ადამიანი ესწრებოდა. მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების , ევროკავშირის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ფონდებისა და მასმედიის წარმომადგენლებმა. კონფერენციაზე იმყოფებოდნენ პროექტის პარტნიორები „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასირი ინსტიტუტი“ და „ჰუმანიტარული კვლევის საზოგადოების” წარმომადგენლები.

კონფერენცია „ტოლერანტის“ თავმჯდომარემ ცირა მესხიშვილმა გახსნა. მან დამსწრე საზოგადოებას პროექტის ფარგლებში გაწეული მუშაობის შედეგები გააცნო: ”მთავარი მიზანი იყო, შეგვეკრიბა ის ადამიანები, ვინც უშუალოდ რეპატრირებულ მესხთა საკითხებზე მუშაობს. ძალიან მიხარია, რომ თითქმის 80 ადამიანი ესწრება კონფერენციას“.

მესხიშვილმა პროექტის განხორციელების სირთულეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეპატრიანტთა ნდობის მოპოვება საკმაოდ რთული იყო: „როგორც იქნა მათი ნდობა მოვიპოვეთ, მათ „ტოლერანტი“ ეიმედებათ. ზოგჯერ ისეთ საკითხებზეც გვესაუბრებიან, რასაც ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაცია ვერ გადავწყვეტთ. თუმცა, რითიც შეგვეძლო, მაქსიმალურად დავეხმარეთ ამ ადამიანებს. იურიდიული, სამედიცინო თუ სხვა სახის პრობლემების მოგვარებაში გვერდით დავუდექით“.

მისივე თქმით, პროექტის დასრულება ყველაფრის დამთავრებას არ ნიშნავს: „ჩვენ ვტოვებთ ოთხ აღჭურვილ ცენტრს, კვალიფიციურ კადრებს, რომლებიც კვლავ დაეხმარებიან მათ“.

აღნიშნული ოთხი ცენტრი საქართველოს სხვადსხავა რეგიონში, კერძოდ, თბილისში, ოზურგეთის მუნიციოალიტეტის სოფელ ნასაკირალში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთსა და ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმანშია. ერთი ცენტრი საქართველოს ფარგლებს გარეთ აზერბაიჯანის სოფელ ნასიმიკედში ფუნქციონირებს.

რეპატრიაციის პოლიტიკურ ასპექტებზე „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა, პოლიტოლოგმა გია ნოდიამ ისაუბრა. მისი თქმით, მესხების დეპორტაცია საბჭოთა კავშირის უდიდესი შეცდომა იყო: “დეპორტაციის თაობაზე პასუხისმგებლობა საქართველომ აიღო. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს თემა დღეს განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. ეს ერთ-ერთი ურთულესი საკითხია, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“.

ნოდიას განცხადებით, დღესდღეობით ამ მხრივ ბევრი რამ შეიცვალა და ეს სწორედ საზოგადოების დამსახურებაა: „პრობლემის გადაწყვეტის საწინდარი საზოგადოების მხრიდან მათ მიმართ აგრესიის შემცირებაა და მე ვფიქრობ, რომ აგრესია ნამდვილად შემცირდა“.

პროექტის მენეჯერმა და „ევროკავშირის“ წარმიომადგენელმა ოლივერ რაისნერმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ დღესდღეობით პრობლემა სამი მიმართულებით სამართლებრივ, პოლიტიკურ და ზნეობრივ დონეებზე არსებობს: „ვფიქრობ, ყველაზე მტკივნეული მათთვის ზნეობრივი მხარეა. ადვილი არ არის, მაგრამ აუცილებელია გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა ორივე მხრიდან“.

მისივე თქმით, ეს პრობლემა ყველაზე მწვავედ სამცხე-ჯავახეთში დგას: „მოსახლეობას ეშინია, ვაითუ რეპატრირებულმა მესხებმა თავიანთ ყოფილ მიწებზე დაბრუნება მოითხოვონ. ორივე მხარეზე უნდა ვიმუშავოთ. ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, ისე როგორ „ტოლერანტი“ მოიქცა“.

კონფერენციაზე ათობით მოხსენება გაკეთდა. აქტიურად მონაწილეობდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი. მოხსენება გააკეთა უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ბერიძემაც თემაზე „ქართველთა გამუსლიმება და გვარის შეცვლა მესხეთში“. თანამედროვე ვითარებასთან ერთად განიხილეს ისტორიული საკითხები.

„ამ კონფერენციით ყველა მხარე და პერიოდი მოვიცავით. სწორედ ამიტომ ვუწოდეთ კონფერენციას „დეპორტირებული მესხები-წარსული და დღევანდელობა“, - გვითხრა მესხიშვილმა.

კონფერენციის დასასრულს დისკუსია გაიმართა.

[ნინო ზედგინიძე, თბილისი]


25.02.2020 როდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები

24.02.2020 ახალციხის სამხატვრო სკოლაში ერთი დღით სწავლა შეწყდება

22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.02.2020 ასპინძის მერიაში ექვსი ვაკანტური პოზიციაა

25.02.2020 ბაკურიანელი და–ძმა ტრამპლინიდან ხტომაში მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებს

25.02.2020 ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

25.02.2020 საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

თბილისში მუსლიმან მესხებზე მსჯელობენ
რეპატრირებული მესხები მედიაში
”ტოლერანტმა” პირობით მსჯავრდებულთა პროექტის შედეგები შეაჯამა
ახალციხეში მუსლიმ მესხთა დეპორტაციის 69-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება
”ტოლერანტის” ანგარიში საზოგადოებას
„ნაბიჯი გენდერული თანასწორობისთვის“ –  შემაჯამებელი კონფერენცია
ოთარ დანელია ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას ესწრება [R]