სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

უკრაინის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლა

მთავარისიახლე, პოლიტიკა, სამართალი 12.12.2017
კიევის პეჩორის რაიონის სასამართლოს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობა არ შეუფარდა.

უკრაინის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლა

სააკაშვილის სასამართლო სხდომას ესწრებოდა მისი მეუღლე სანდრა რულოვსი, ასევე, უკრაინის ოპოზიციური ძალების ლიდერები, მათ შორის უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო. უკრაინის უმაღლესი რადის 10 დეპუტატი სასამართლოს წინაშე თავდებში დაუდგა მიხეილ სააკაშვილს.

სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს.

„ერღვევათ სისტემა. ამათთვის [უკრაინის ხელისუფლებისთვის] ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო სახლში ჩავეკეტე და გარეთ არ გამოვეშვი. შიძლება სახურავიდანაც მომეწყო მიტინგები, მაგრამ ახლა ეს არ არის მთავარი. უნდა ვიმოძრაოთ ქვეყანაში, უნდა ვიმუშაოთ. მოსამართლემ, მიუხედავად ზეწოლისა პირადად პრეზიდენტისგან, მიიღო სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილება. დღეს მთელი უკრაინის პოლიტიკური სპექტრი იყო აქ. აქ იყო უკრაინის მომავალი პრეზიდენტი, მომავალი მინისტრები და ა.შ. ყველა დაგვიდგა გვერდზე. გუშინ ჩემი და საკუთარი თავის მხარდასაჭერად შეიკრიბა ათეული ათასი ადამიანი. ეს კარგი შანსია მოვახდინოთ ამ ხალხის კონსოლიდაცია და გავიმარჯვოთ. უკრაინაში ჩვენ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ იმისათვის, რომ საქართველო დარჩეს გამარჯვებული“, - განაცხადა სააკაშვილმა „რუსთავი 2“-თან საუბარში.

[sknews.ge]


14.01.2018 ხვალიდან სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება

28.12.2017 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორობა ექვს პროფესორს სურს

28.12.2017 სოფელ კლდეში საბავშვო ბაღი გაიხსნა

27.12.2017 ინგლისურენოვანი სპექტაკლი სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების მონაწილოებით

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2018 ასპინძის მერიაში კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა

16.01.2018 მშენებარე კორპუსში ბინების მფლობელები ახალციხის მერს დახმარებას სთხოვენ

16.01.2018 ვალეს საზოგადოებრივ ცენტრში ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბი გაიხსნა

16.01.2018 NDI: 60% ფიქრობს, რომ ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

მსგავს თემაზე

დღის კითხვა: ახალციხელები უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად სააკაშვილის დანიშვნის შესახებ [Video]

უკრაინის მხარდასაჭერად ახალციხეში აქცია გამართეს [Photo]
უმცირესობა პარლამენტში უკრაინის დროშებით მივიდა
ახალციხეს უკრაინის საცირკო დასი სტუმრობს
უკრაინის დელეგაცია სტუმრად ბორჯომში
საქართველოს პრეზიდენტი კიევშია
სააკაშვილი: ყველანაირი უკან დახევა არის დროებითი