FM97.5 / LIVE

პარლამენტი ახალმიღებულ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვას იწყებს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 10.12.2017
ხვალ, 11 დეკემბერს, ახალი რედაქციის კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს, რის შემდეგაც პროექტი განსახილველად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.

პარლამენტი ახალმიღებულ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვას იწყებს

საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში შესატან ცვლილებებს პირველი და მეორე მოსმენით პარლამენტი საშემოდგომო სესიის დასრულებამდე მიიღებს, ხოლო მესამე მოსმენით საგაზაფხულო სესიაზე დაამტკიცებს.

კონსტიტუციური კანონის პროექტი შემდეგ ძირითად ცვლილებებს ითვალისწინებს: - კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან ე.წ. ბონუსის სისტემის ამოღება ხდება. ახალი ვერსიის თანახმად, გაუნაწილებელ საპარლამენტო მანდატებს თანმიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები მიიღებენ.

მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, პოლიტიკური პარტიების გარდა, საარჩევნო ბლოკებსაც ექნება.

იცვლება რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებასთან დაკავშირებული 16-ე მუხლი, საიდანაც სიტყვების: – ”სახელმწიფო უსაფრთხოება”, ”დანაშაულის თავიდან აცილება“ და ”მართლმსაჯულების განხორციელება“ ამოღება ხდება.

გარდა ამისა, ფართოვდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები საარჩევნო ნორმებისა და არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით. კერძოდ, სამი თვით იზრდება შესაბამისი სარჩელის განხილვის ვადები. ასევე, უქმდება ჩანაწერი, რომლის თანახმად, არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო სიითი შემადგენლობის სრული თანხმობით წყვეტს.

ახალმიღებულ კონსტიტუციაში ტერმინი ”ხმოსანი” აღარ იარსებებს. პროექტი ცვლილებების განხორციელებას პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებულ 50-ე მუხლშიც ითვალისწინებს, თუმცა ეს მხოლოდ ტერმინოლოგიური ცვლილებაა და ”ხმოსანი“ ტერმინით - ”საარჩევნო კოლეგიის წევრი“ იცვლება.

ამასთან, არ არის გამორიცხული პრეზიდენტის არჩევის წესი შინაარსობრივადაც შეიცვალოს და სახელმწიფოს მეთაური საარჩევნო კოლეგიის ნაცვლად, პარლამენტმა აირჩიოს, რაზეც უმრავლესობაში შიდა კონსულტაციები მიმდინარეობს.

საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტს უმრავლესობის 116 დეპუტატის ხელმოწერით წარედგინა.

[sknews.ge]


07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

06.12.2018 შშმ მშობელი ექსკურსიას ჩამორჩა, ამის შემდეგ სკოლაში მის შვილს დაუპირისპირდნენ

06.12.2018 სკოლებში აგვისტოს ომის შესახებ გაკვეთილებს სამხედროები ჩაატარებენ

04.12.2018 საფეხური: რა უპირატესობით სარგებლობენ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები [R]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.12.2018 10 დეკემბერს საქართველოში უნალექო ამინიდია მოსალოდნელი

08.12.2018 ანსამბლმა ‘ვარძიამ’ პირველი სოლო კონცერტი გამართა

08.12.2018 საბარგო სადგურის დასახლებაში ტაძრის საძირკველი აკურთხეს

07.12.2018 საბედისწერო გამგზავრება აფრიკაში – ახალციხელი მფრინავის ტრაგიკული ისტორია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი დაამტკიცა
ახალქალაქში საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ
პარლამენტი საშემოდგომო სესიის ფორმატში მუშაობას დღეს განაახლებს
ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო
ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ
დღეიდან საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყოველთაო განხილვა დაიწყო
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვებს საქართველოს პრეზიდენტი დღეიდან შეუერთდება