FM97.5 / LIVE

ფილმის ჩვენება და დისკუსია ოჯახში ძალადობის თემაზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.12.2017
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს იურისტები ოჯახში ძალადობის თემაზე ესაუბრნენ და ფილმი „ხმ ამოიღეთ“ აჩვენეს.

ფილმის ჩვენება და დისკუსია ოჯახში ძალადობის თემაზე

შეხვედრა უნივერსიტეტში დღეს, 7 დეკემბერს შედგა. სტუდენტებს იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები დავით ზარიძე და თინათინ დიაკონაშვილი შეხვდნენ.

იურისტებმა სტუდენტებს ძალადობის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო დოკუმენტები და აქტები გააცნეს.

„ერთ–ერთი მნიშვნელოვანი და ფუძემდებლური დოკუმენტი, რომელიც არის საერთაშორისო ხელშეკრულება, ეს გახლავთ გაეროს კონვენცია ქალთა მიმართ ყველა ფორმით დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ. ასევე ევროსაბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციის შესახებ ე.წ სტამბოლის კონვენცია“,– განუმარტა სტუდენტებს დიაკონაშვილმა.

ფილმის ჩვენება და დისკუსია ოჯახში ძალადობის თემაზე

მისი თქმით, ოჯახში ძალადობის შემთხვევაში აუცილებელია შესაბამისი უწყებებისთვის მიმართვა.

„ძალადობა ყოველთვის იწყება კონფლიქტით. თავიდან წყვილები კარგად ცხოვრობენ, შემდეგ იწყება რაღაც კონფლიქტი, თუნდაც საყოფაცხოვრებო თემაზე და შემდეგ უკვე ხდება ინციდენტი, ფიზიკური დაპირისპირება. თუმცა, ხშირია შემთხვევა, როცა მსხევრპლი პატიობს და აგრძელებენ ცხოვრებას, ვიდრე იგივე ქმედებები არ განმეორდება. ესაა ძალადობის ბორბალი და მისი გაწყვეტა მხოლოდ იმ შემხთვევაშია შესაძლებელი, თუ პოლიციას ან სხვა ორგანოს მიმართავენ“, – განმარტეს შეხვედრაზე.

ფილმის ჩვენება და დისკუსია ოჯახში ძალადობის თემაზე

დისკუსიაზე მსხვერპლის დახმარების მექანიზმებზეც იმსჯელეს. იურისტებმა სტდენტებს განუმარტეს, რომ იმ შემთვევაში თუ მსხვერპლი გადაწყვეტს სახლიდან წასვლას, მან უნდა მიმართოს კრიზისულ ცენტრებს. ცენტრში დაზარალებულს აღმოუჩენენ ფსიქოლოგიურ და იურიდიულ დახმარებას, მიანიჭებენ სტატუსს და თავშესაფარში გადაიყვანენ.

შეხვედრის ბოლოს სტუდენტებს ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი „ხმა ამოიღე“ უჩვენეს.

ფილმის ჩვენება და დისკუსია ოჯახში ძალადობის თემაზე

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

06.12.2018 შშმ მშობელი ექსკურსიას ჩამორჩა, ამის შემდეგ სკოლაში მის შვილს დაუპირისპირდნენ

06.12.2018 სკოლებში აგვისტოს ომის შესახებ გაკვეთილებს სამხედროები ჩაატარებენ

04.12.2018 საფეხური: რა უპირატესობით სარგებლობენ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები [R]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.12.2018 ‘სახლებს წვავდნენ და თან სელფებს იღებდნენ’ – რა მოხდა ფოკაში მკვლელობამდე და მკვლელობის შემდეგ

09.12.2018 სარაგბო კლუბმა ‘ტაომ’ ქუთაისის ‘ბაგრატი’ დაამარცხა

09.12.2018 ახალციხის პირველი საჯარო სკოლა ‘მხიარულ სტარტებში’ საქართველოს ჩემპიონია

09.12.2018 10 დეკემბერს საქართველოში უნალექო ამინიდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

სემინარი ოჯახში ძალადობის შესახებ ახალგაზრდებთან
საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევები ხშირია
მეცხრე კლასელებთან ქალზე ძალადობის თემაზე შეხვედრა გაიმართა
ახალციხეში გენდერული ძალადობის შემთხვევებზე იმსჯელეს
ოჯახში ძალადობის თემაზე ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა
ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქცია ბორჯომში [Photo]
სახალხო დამცველი სახელმწიფო უწყებებს გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრისაკენ მოუწოდებს