სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალქალაქელი ახალგაზრდა ამბობს, რომ პოლიცია ქვეყნის დატოვებას აიძულებს

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 06.12.2017
ახალქალაქში მცხოვრები 25 წლის კიმ კუგოიანი ამბობს, რომ სამცხე–ჯავახეთის პოლიციის თანამშრომლები ქვეყნის დატოვებას აიძულებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის წინააღმდეგ საქმის „შეკერვითა“ და დაჭერით ემუქრებიან.

ახალქალაქელი ახალგაზრდა ამბობს, რომ პოლიცია ქვეყნის დატოვებას აიძულებს

კიმ კუგოიანის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ჯეინიუსი“ აქვეყნებს. როგორც რესპონდენტი გამოცემასთან ყვება, გუშინ, 5 დეკემბერს, ახალქალაქის პოლიციის თანამშრომლებმა იგი გააჩერეს, მანქანაში ჩაისვეს, 15 წუთი ჯერ ახალქალაქშივე ელაპარაკნენ, შემდეგ კი ახალციხეში, პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.

„ახალციხეში ნარკოტიკებზე შემამოწმეს. შემდეგ მითხრეს, რომ თუ 48 საათის განმავლობაში ქვეყანას არ დავტოვებ, ჩემს წინააღმდეგ საქმეს გააყალბებენ, შეიძლება გულისხმობენ იმას, რომ წარსულში ჩხუბის გამო ვარ ნასამართლევი. არ ვაპირებ ქვეყნის დატოვებას, რომ დავტოვო, ეს იქნება იმის დასტური, რომ დამნაშავე ვარ რაიმეში და გავიქეცი“, – უთხრა „ჯეინიუსს“ კიმ კუგოიანმა.

იგი ამბობს, რომ ყოველთვის, როდესაც ახალქალაქში ქურდობა ან ძარცვა ხდება, სამართალდამცავები პირველ რიგში მის ოჯახში მიდიან: „ბოლო ძარცვის შემდეგაც დილის შვიდ საათზე, 5–6 პოლიციელი მოვიდა. მათი მოსვლისასა გამეღვიძა, არც კი ვიცოდი რა მოხდა. 3–4 წლის წინაც, ქალაქში ძარცვა მოხდა და მე და ჩემი მეგობრები წაგვიყვანეს ახალციხეში, პოლიციაში, გვცემეს, საქმე ისე გააყალბეს, თითქოს ჩვენ პოლიციას წინააღმდეგობა გავუწიეთ და უცენზურო სიტყვებით მივმართეთ და 500 ლარით დაგვაჯარიმეს“.

კიმ კუგოანი, მისივე ნაამბობის მიხედვით, ხულიგნობისთვისაა ნასამართლევი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, რომ კიმ კუგოიანი გუშინ გადამოწმების მიზნით ახალციხეში ნამდვილად ჩამოიყვანეს, თუმცა, არაფერი აღმოაჩნდა და გაუშვეს. უწყებაში კატეგორიულად გამორიცხავენ კუგოიანის ამოჩემებას ან მასზე ზეწოლას და იძულებას, რომ ქვეყანა დატოვოს.

„მუქარას და მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია“, – აცხადებენ უწყებაში.

კითხვაზე, რატომ გააჩერეს იგი, რატომ გადაწყვიტეს მისი გადამოწმება, შსს–ში ამბობენ, რომ მათ უფლება აქვთ ნებისმიერი ადამიანი გააჩერონ, გადაიყვანონ პოლიციის შენობაში და გადაამოწმონ.

[Sknews.ge]


06.12.2017 ასპინძის სკოლებში საპირფარეშოების მოწესრიგება დაიწყეს[Photo]

05.12.2017 კოსმოსურ ჰაკათონში ახალციხელმა ახალგაზრდებმა გაიმარჯვეს

05.12.2017 'სტუდენტების განწყობა უმცირესობებისადმი და მედიის როლი' – ახალციხეში კვლევის პრეზენტაცია გაიმართება

01.12.2017 ტოლოშის სკოლის დირექტორი უკარო საპირფარეშოებზე: „გარედან არაფერი ჩანდა“

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.12.2017 სოფელ თისელში ხანძარმა სამსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დატოვა [Photo]

11.12.2017 სამცხე-ჯავახეთში მაუწყებლობას რუსულენოვანი არხი დაიწყებს

11.12.2017 შსს-ს მომსახურების სააგენტო მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის

10.12.2017 ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში აქციები გაიმართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

ახალგაზრდები პოლიციას შევიწროებაში ადანაშაულებენ – საპროტესტო აქცია ახალქალაქში
საარჩევნო უბნის ნაცვლად სამმართველოში – ზეწოლა თუ გადამოწმება [Video]
ახალციხეში პოლიცია რეიდს ატარებს, ამოწმებენ ყველა მანქანას
რატომ მიიყვანეს 10–მდე არასრულწლოვანი პოლიციაში
რამდენიმესაათანი თათბირი პოლიციის სამმართველოში [Photo]
'ეს ამბავი არ 'გააბაზრო', თორემ შენც დაგიჭერენ და ჩვენცო' – სამართალდამცველებს ზეწოლაში ადანაშაულებენ
სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი  'სამხრეთის კარიბჭეში' გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება