FM97.5 / LIVE

ახალციხის საკრებულოს თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით შერჩევაში ადანაშაულებენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 05.12.2017
ახალციხის ადგილობრივი თვითმმართველობიდან საკადრო ცვლილებების შედეგად გათავისუფლებული ორი თანამშრომელი მიიჩნევს, რომ ისინი სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაუშვეს და საქმის სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

ახალციხის საკრებულოს თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით შერჩევაში ადანაშაულებენ

საკადრო ცვლილებები, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, თვითმმართველი თემისა და ქალაქის გაერთიანების შედეგად დაიწყო, ამ დრომდე გრძელდება. თანამშრომლების ნაწილი მობილობის პრინციპით სხვადასხვა პოზიციებზე უკვე დანიშნეს, თუმცა, ნაწილს უთხრეს, რომ მათთან მუშაობას არ აგრძელებენ. მათ შორის არიან, ეკა ტატალაშვილი და თეა ბაღდოშვილი, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში რამდენიმე წელიწადი მუშაობდნენ.

უფრო კონკრეტულად, ეკა ტატალაშვილი 2014 წლიდან, ახალციხის თემის საკრებულოში, კადრების და წერილების საკითხებში, უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა. 2015 წლის იანვრიდან, ქალაქის საკრებულოში საორგანიზაციო საკითხებში სპეციალისტი იყო თეა ბაღდოშვილი. რანგირების მიხედვით, ორივე მათგანს მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის წოდება ჰქონდა.

ორივე გათავისუფლებული თანამშრომელი პარტია „ევროპულ საქართველოსთან“ ასოცირდება. ეკა ტატალაშვილი პარტიის წევრია. იგი 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, მაჟორიტარობის კადიდატი იყო, თუმცა, არჩევნები ვერ მოიგო. თეა ბაღდოშვილი კი ამავე პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის, ქალაქი საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, ზურაბ სადათიერაშვილის მეუღლეა.



„ევროპული საქართველოს“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გელა დემეტრაძე, რომელმაც დღეს, ამ საკითხზე, სპეციალური ბრიფინგი გამართა, ამბობს, რომ ორივე მათგანი სამსახურიდა პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

„გაერთიანებას, შერწყმას წინ უძღოდა გასაუბრება მოქმედ საჯარო მოხელეებთან, ამ ადამიანებს არავისზე ნაკლები შეფასება არ მიუღიათ. არც მათი შეფასება, ცოდნა, გამოცდილება და არც ოჯახური მდგომარეობა არ გაითვალიწინეს. ეს მიუთითებს იმას, რომ სამწუხაროდ დანიშვნა– გათავისუფლება ხდება მხოლოდ პოლტიკური ნიშნით“,– განაცხადა გელა დემეტრაძემ, რომელიც ამავე დროს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატია.

გელა დემეტრაძე აცხადებს, რომ მერიიდან მათ მხარდამჭერებს დევნიან: „ააიპ–ებში აფრთხლებენ ადამიანებს, რომლებიც ოპოზიციურად აზროვნებენ და ჩვენი ახლობლები არიან, რომ შავ სიაში არიან და მოუწევთ სამსახურის დატოვება“.

„ევროპულ საქართველოში“ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ეკა ტატალაშვილისა და თეა ბაღდოშვილის გათავისუფლების ფაქტზე სარჩელის მომზადებასა და სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავენ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პარტიული ნიშნით თანამშრომლების შერჩევას კატეგორიულად უარყოფენ.

„სამი წელი და ოთხი თვე ეკა ტატალაშვილთან ვიმუშავეთ საკრებულოში. თუნდაც ერთი დღე, ერთი წამი დამისახელოს, რომ მისთვის ვინმეს პარტიაში ყოფნა წამოეყვედრებინა, დღესვე დავტოვებ თანამდებობას, ამის პირობას ვდებ. რაც შეეხება თეა ბაღდოშვილს, დიდ პატივს ვცემ, გამორიცხულია, რომ ის მეუღლეს გამო არ დავასაქმეთ“, – აცხადებს ახალციხის მუნიცპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე.

მისივე თქმით, საკადრო ცვლილებების გამო სამსახურის გარეშე "ქართული ოცნების" მხარდამჭერებიც დარჩნენ, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ პოლიტიკური სიმპატიები არაფერ შუაშია: „ქართული ოცნების“ გულმხურვალე მხარდამჭერებიც დარჩნენ სამსახურის გარეშე. ესეც ხომ ფაქტია და ამას ვერავინ უარყოფს. რამდენი უნდა დაგვესაქმებინა?! მობილობის წესში ეს მიღებული პრაქტიკაა. ზეპირად არავინ დანიშნულა, შესაბამის ორგანოებთან მიწერ–მოწერით, დასაქმების ბიუროსთან შეთანხმებით მოხდა ამ ადამიანების დასაქმება“.

შეგახსენებთ, რომ თვითმმართველი ქალაქის ახალციხისა და თვითმმართველი თემის ახალციხის მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად, ერთი მუნიციპალიტეტი ჩამოყალიბდა. გაერთიანებული უწყება შტატითაც და ხელშეკრულებითაც ჯამში 163 თანამშრომელს დაასაქმებს, მანამდე ქალაქსა და თემში ერთად 185 ადამიანი მუშაობდა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

06.12.2018 შშმ მშობელი ექსკურსიას ჩამორჩა, ამის შემდეგ სკოლაში მის შვილს დაუპირისპირდნენ

06.12.2018 სკოლებში აგვისტოს ომის შესახებ გაკვეთილებს სამხედროები ჩაატარებენ

04.12.2018 საფეხური: რა უპირატესობით სარგებლობენ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები [R]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2018 ახალქალაქელმა კარინა ბაგარიანმა 37 000 აშშ დოლარი იპოვა და მფლობელს დაუბრუნა

09.12.2018 ‘სახლებს წვავდნენ და თან სელფებს იღებდნენ’ – რა მოხდა ფოკაში მკვლელობამდე და მკვლელობის შემდეგ

09.12.2018 სარაგბო კლუბმა ‘ტაომ’ ქუთაისის ‘ბაგრატი’ დაამარცხა

09.12.2018 ახალციხის პირველი საჯარო სკოლა ‘მხიარულ სტარტებში’ საქართველოს ჩემპიონია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ახალციხის საკრებულოს წინააღმდეგ ყოფილი თანამშრომლების საქმის განხილვა იწყება
ახალციხის საკრებულო, ყოფილი თანამშრომლების საქმეზე, გადაწყვეტილებას ასაჩივრებს
ყოფილი თანამშრომლები საკრებულოს წინააღმდეგ – სასამართლო საქმის განხილვას იწყებს
ახალციხის საკრებულოს სარჩელს  სააპელაციო სასამართლო  განიხილავს
ახალციხის საკრებულოს ყოფილმა თანამშრომლებმა სააპელაციოც მოუგეს
ახალციხის საკრებულოს ყოფილმა  თანამშრომლებმა  სასამართლოში უჩივლეს
გათავისუფლებული თანამშრომლების საქმეზე დავის საწარმოებლად საკრებულომ ადვოკატი დაიქირავა