ცოლის მკვლელობაში მსჯავრდებულის განაჩენი სააპელაციოში გაასაჩივრეს »
სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ცოლის მკვლელობაში მსჯავრდებულის განაჩენი სააპელაციოში გაასაჩივრეს

მთავარისიახლე, სამართალი 05.12.2017
ასპინძაში, ცოლის მკვლელობასა და მამაკაცის მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდებულის ადვოკატი, ახალციხის სასამართლოს განაჩენს, მამაკაცის მკვლელობის მცდელობის ნაწილში არ ეთანხმება და განაჩენს ასაჩივრებს.

ცოლის მკვლელობაში მსჯავრდებულის განაჩენი სააპელაციოში გაასაჩივრეს

ადვოკატმა ირმა ენდელაძემ სააპელაციო სასამართლოს საჩივრით სასამართლოდან სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ მიმართა. ადვოკატი 108–ე მუხლის, მკვლელობის მცდელობის გადაკვალიფიცირებასა და პატიმრობის ვადის 17–დან 15 წლამდე შემცირებას ითხოვს.

საქმის მასალების მიხედვით, ასპინძაში მცხოვრებმა 37 წლის მ.ზ.–მ, 27 წლის ცოლს დანით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი თანასოფლელ მამაკაცს დაესხა თავს, – კაცს, რომლის შვილზეც ეჭვიანობდა. მსჯავრდებული, 64 წლის კაცის ნაჯახით დაჭრაზე, მკვლელობის მცდელობის მუხლითაა გასამართლებული, ადვოკატი კი ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს მამაკაცის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია.

„სასამართლოს ბრალდებულის ჩვენება რომ გაეთვალისწინებინა, სადაც ყვებოდა როგორ დაჭრა ნაჯახით, 17 წელი აღარ შეეფარდებოდა და შეუმსუბუქდებოდა სასჯელი“, – ამბობს ირმა ენდელაძე.

სააპელაციო სასამართლოს სხდომა ჯერ არ ჩაუნიშნავს. ადვოკატს იმედი აქვს, რომ მოსამართლე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ასპინძაში მიმდინარე წლის 8 აპრილს მოხდა. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, საქმეზე განაჩენი 11 ოქტომბერს გამოაცხადა. 37 წლის მამაკაცს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


15.08.2018 ახალი სასწავლო წელი სკოლებში 17 სექტემბერს განახლდება

13.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორმა აბიტურიენტებს ფეისბუქ ლაივით მიმართა

09.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა

08.08.2018 აბიტურიენტები გამოცდების შედეგების გასაჩივრებას 9 აგვისტოდან შეძლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.08.2018 ვითიბი ბანკის ახალციხის ფილიალს ახალი მმართველი ჰყავს

15.08.2018 ბორჯომის მერიამ 11 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა

14.08.2018 ახალციხეში მინიფეხბურთის ჩემპიონატი უნივერსიტეტის გუნდმა მოიგო

14.08.2018 18 აგვისტოდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იწყება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს 17–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ცოლის დაჭრაში მსჯავრდებულის განაჩენი სააპელაციოში გაასაჩივრეს
ასპინძაში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი საპროცესოს გაფორმებას ითხოვს
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო გადაიდო
ცოლის მკველელობაში ბრალდებულის სასამართლო ისევ გადაიდო
ასპინძაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეუფარდეს
ნიალაში 47 წლის კაცის მკვლელობის საქმის განხილვა დაიწყო