ახალციხეში, რესტორანში მომხდარი ჩხუბის გამო, 4 პირი დააკავეს »
სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხეში, რესტორანში მომხდარი ჩხუბის გამო, 4 პირი დააკავეს

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 04.12.2017
ახალციხის ციხეზე, სასტუმრო „ჯინო ველნეს რაბათში“ მომხდარი ჩხუბის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, ოთხი კი დააკავეს. მომხდარზე ძიება ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს;

ახალციხეში, რესტორანში მომხდარი ჩხუბის გამო, 4 პირი დააკავეს

შემთხვევა 30 ნოემბერს ღამით, დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა. სასტუმრო „ჯინო ველნეს რაბათის“ რესტორანში ორმა ახალციხელმა ახალგაზრდამ მამუკა წ–მ და გიორგი ხ–მ დარბაზში მჯდომი ორი უფროსი ასაკის მამაკაცი, რომლებსაც ისინი არ იცნობდნენ, სასმელზე დაპატიჟა. მათ შორის შელაპარაკება სწორედ აქედან დაიწყო და ფიზიკურ შეხლა–შემოხლაში გადაიზრდა. ამასობაში ახალციხელებმა დასახმარებლად მეგობრებს დაურეკეს. სასტუმროს გარეთ გაგრძელებულ ფიზიკურ დაპირისპირებაში ახალგაზრდების მეგობრები ბექა ს. ვლადიმერ ს. და გოჩა გ. ჩაერთნენ. დაპირისპირებულების გაშველებას სასტუმროს ერთ–ერთი თანამშრომელი ცდილობდა.

შემთხვევის შედეგად ორივე სტუმარი დაშავდა. ერთ–ერთი მათგანი სასწრაფომ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. მეორე კი საავამდყოფოში საათნახევრის დაგვიანებით თავად მივიდა.

„პირველად შემოსულს ფეხი ჰქონდა მოტეხილი. მეორე, რომელიც თავად მოვიდა, წარბი გავუკერე. ფეხმოტეხილი მეორე დილით ტრამვატოლოგმა ნახა და გაეწერა, იმ დღესვე გავწერეთ ბინაზე ის პაციენტი, რომელსაც წარბის გაკერა დასჭირდა“, – ამბობს რეფერალური საავადმყოფოს მორიგე ექიმი ვახტანგ გოზალიშვილი.

საქმის მასალების მიხედვით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ახალგაზრდებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა „ჯინო ველნეს რაბათის“ ორ სტუმართან ერთად მის თანამშრომლებსაც მიაყენეს. ასევე ბრალის მიხედვით, როგორც ადვოკატები გვიხსნიან, თავდაპირველად საქმეში კასტეტი ფიგურირებდა.
„თითქოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, გრიოგი ხ–ს კასტეტი ჰქონდა და დაზარალებულს ამით ურტყამდა. მაგრამ ვიდეოთვალიდან ამოღებულ მასალებში ასეთი რამ არსად არ ჩანს“, – ამბობს ბრალდებულ გიორგი ხ–ს ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდებისთვის ბრალის წარდგენის დროს ბრალში საუბარი კასტეტზე აღარ იყო, პროკურატურამ დაკავებულები პასუხისგებაში მაინც მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის მისცა. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239–ე მუხლის მესამე ნაწილთ წარედგინათ, რაც ხულიგნობას ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღით, ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით გულისხმობს. თავისუფლების აღკვეთას კი ოთხიდან შვიდ წალმდე ითვალისსწინებს.

ბრალდებულები სამართალდამცავებს შემთხვევის ადგილზე არ დაუკავებიათ. ხუთიდან ოთხი მათგანი დილით პოლიციაში დაკითხეს და გაუშვეს. შუადღეს პროკურატურამ სასამართლოში მათი დაკავების შესახებ შუამდგომლობა შეიტანა და დღის მეორე ნახევარში ოთხი მათგანი დააკავა კიდეც. სამ დეკემბერს კი ოთხივეს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მათი ადვოკატები გირაოს 30 000 ლარს ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა.

რაც შეეხება მეხუთე ბრალდებულს, ბექა ს–ს, მას აღკვეთის ღონიძიებად პატიმრობა სასამართლოში დაუსწრებლად შეეფარდა.

„როცა გაიგო რომ მას ბრალს სდებდნენ, პოლიციაში თავისი ფეხით მივიდა გუშინ საღამოს“, – ამბობს ბექა ს–ს ადვოკატი ზაზა ზაზაძე და ამატებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ამ დრომდე არც ბრალი წარდგენია და არც დაუკითხავთ: „თუმცა რადგან სასამართლოს უკვე შეფარდებული ჰქონდა მისთვის დაუსწრებლად პატიმრობა, პოლიციიდან პირდაპირ ციხეზე გადაიყვანეს“.

ადვოკატების თქმით, ოთხი დაკავებულიდან სამი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. ამბობენ, რომ ხულიგნობა ჩაიდინეს, თუმცა საქმეში იარაღად რაიმე საგნის გამოყენებას კატეგორიულად უარყოფენ.

„ვლადიმერ ს.ს საერთოდ ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია, ის ცოტა ნასვამი იყო, მაგრამ ახსოვს ყველაფერი“, – ამბობს ვლადიმერ ს–ს ადვოკატი ეკა აბაშიძე.

გაასაჩივრებენ თუ არა ბრალდებულები აღკვეთის ღონისძიბის სახეს ჯერ უცნობია. ადვოკატები აცხადებენ, რომ მათ ამის შესახებ ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


13.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორმა აბიტურიენტებს ფეისბუქ ლაივით მიმართა

09.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა

08.08.2018 აბიტურიენტები გამოცდების შედეგების გასაჩივრებას 9 აგვისტოდან შეძლებენ

06.08.2018 სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების და ადგილების რაოდენობა ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.08.2018 18 აგვისტოდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იწყება

14.08.2018 26 წელი აფხაზეთის ომიდან –ახალციხეში გარდაცვლილი გმირები გაიხსენეს

14.08.2018 ახალციხეში ‘სპორტის შესახებ’ კანონპროექტის განხილვა გაიმართება

13.08.2018 სამხედრო სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა დაიწყო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

რესტორანში ჩხუბის გამო ოთხი დაკავებულიდან, ერთს  პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს
ახალციხეში, რესტორანში ჩხუბის გამო დაკავებულ ახალგაზრდებს, პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს
თურქულ ბართან დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეეფარდათ
ახალციხეში ავარიის გამო დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
9 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს
ორი ახალგაზრდის დაჭრის საქმეში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
TV ‘იბერიას’ ჟურნალისტის ცემის საქმეში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ