სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

დეპუტატი მანქანასთან მომხდარ აფეთქებაზე: „ასეთი რაღაცეები შემთხვევით არ ხდება“

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.12.2017
ახალციხის საკრებულოს დეპუტატი, რომლის მანქანასთანაც აფეთქება მოხდა, ახალციხის რაიონულ სამმართველოში დღეს, 3 დეკემბერს დილიდან დაკითხვაზე იმყოფებოდა.

დეპუტატი მანქანასთან მომხდარ აფეთქებაზე: „ასეთი რაღაცეები შემთხვევით არ ხდება“
შემთხვევის ადგილზე, სადაც გუშინ, 2 დეკემბერს ღამით აფეთქება მოხდა ექსპერტ–კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ. დაზიანებული მანქანები კი გამოძიებამ საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანა.

დილიდან ამ დრომდე ახალციხის რაიონულ სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებოდა ახალციხის საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ამბარცუმ ბაბიოანი: „აფეთქება ჩემ მანქანასთან ძალიან ახლოს მოხდა. მარცხენა მხარეს „კრილო“ სულ დახვრეტილია, ასკოლკები მანქანაში ყრია. ჩამტვრეულია მინებიც. ვფიქრობ „გრანატა“ ააფეთქეს“.

დეპუტატი მომხდარს ვერაფერს უკავშირებს, ამბობს რომ ეჭვი არავიზე აქვს, თუმცა აცხადებს, რომ „ასეთი რაღაცეები შემთხვევით არ ხდება. ხუთ წუთის შესულიც არ ვიყავი სპორტდარბაზში, აფეთქების ხმა რომ გავიგონე და გამოვვარდი. იქ სხვა მანქანებიც იდგა, მაგრამ ასაფეთქებელი ჩემ მანქანასთან იყო. გვერდზე მდგომი „ფორდი“ ჩემ მანქანასთან შედარებით ნაკლებად დაზიანდა“.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა, ასპინძის ქუჩაზე ახალციხის სასპორტო სკოლისთან ორ დეკემბერს 20:35 საათზე მოხდა. მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც აფეთქებით სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

დეპუტატი მანქანასთან მომხდარ აფეთქებაზე: „ასეთი რაღაცეები შემთხვევით არ ხდება“

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


06.12.2017 ასპინძის სკოლებში საპირფარეშოების მოწესრიგება დაიწყეს[Photo]

05.12.2017 კოსმოსურ ჰაკათონში ახალციხელმა ახალგაზრდებმა გაიმარჯვეს

05.12.2017 'სტუდენტების განწყობა უმცირესობებისადმი და მედიის როლი' – ახალციხეში კვლევის პრეზენტაცია გაიმართება

01.12.2017 ტოლოშის სკოლის დირექტორი უკარო საპირფარეშოებზე: „გარედან არაფერი ჩანდა“

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.12.2017 სოფელ თისელში ხანძარმა სამსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დატოვა [Photo]

11.12.2017 სამცხე-ჯავახეთში მაუწყებლობას რუსულენოვანი არხი დაიწყებს

11.12.2017 შსს-ს მომსახურების სააგენტო მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის

10.12.2017 ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში აქციები გაიმართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

ახალციხეში საკრებულოს  დეპუტატის მანქანასთან აფეთქება მოხდა
ახალი ამბები 12:00 საათზე – 4 დეკემბერი [Audio]
ახალი ამბები სომხურ ენაზე – 4 დეკემბერი [Audio]
სომხურენოვანი საინფორმაციო გამოშვება – 4 დეკემბერი [Audio]
შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება – 4 დეკემბერი [Audio]
ორი აფეთქება  სტამბოლში - არიან დაშავებულებიც
'საქართველო მტკიცედ გმობს ძალადობის ასეთ სასტიკ გამოვლინებას'- გიორგი მარგველაშვილი თურქეთში მომხდარ მოვლენებს ეხმაურება