FM97.5 / LIVE

შსს-მ „ქართული ოცნების“ ასპინძის შტაბის წევრის ცემაში ბრალდებული დააკავა

მთავარისამართალი 22.05.2012
შინაგან საქმეთა სამინისტროს ასპინძის რაიონულმა პოლიციამ კოალიცია ,,ქართული ოცნების" ასპინძის შტაბის ხელმძღვანელის ტარიელ ივანიშვილის ფიზიკურ შეურაცხყოფაში ბრალდებული გელა მურადაშვილი დააკავა.

შსს-მ „ქართული ოცნების“ ასპინძის შტაბის წევრის ცემაში ბრალდებული დააკავა

ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მისი ინფორმაციით, პოლიტიკური კოალიცია ,,ქართული ოცნების" ასპინძის შტაბის ხელმძღვანელი ტარიელ ივანიშვილი გელა მურადაშვილს პირდებოდა, რომ პოლიტიკური დავალებების შესრულებების სანაცვლოდ, გარკვეული პერიოდის შემდგომ გააწევრიანებდა და ოფიციალურ სამსახურს შესთავაზებდა პოლიტიკურ კოალიცია “ქართულ ოცნებაში“, სადაც მურადაშვილს ექნებოდა სოლიდური ანაზღაურება. ასევე აღნიშნულ პერიოდში მურადაშვილი მიცემული პოლიტიკური დავალებების შესასრულებლად ხარჯავდა პირად თანხებს.

“გარკვეული პერიოდის შემდგომ ივანიშვილმა უარი განუცხადა მურადაშვილს მასზე მიცემული პირობის შესრულებაში. რაზედაც მათ შორის დაიძაბა ურთიერთობა და ა/წ 22 მაისს გელა მურადაშვილი საქმის გასარკვევად მივიდა ტ.ივანიშვილთან ოფისში, ურთიერთშელაპარაკების დროს ბრალდებულმა გ. მურადაშვილმა ფიზიკური შეურაწყოფა მიაყენა ტ.ივანიშვილს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ასპინძის რაიონულმა პოლიციამ გელა მურადაშვილი დღეს დააკავა. მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით.

[Sknews.ge]


08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

07.07.2020 ახალციხის მერია შშმ პირს საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის დამონტაჟებას 4 წელია პირდება

07.07.2020 კაცს, რომელმაც სოფელ კლდეში დამწვრობა მიიღო, ოპერაციას გაუკეთებენ

07.07.2020 ახალციხეში 29 წლის მანანა მჭედლიძეს სასწრაფო ოპერაციისთვის თანხა სჭირდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

შეგზავნილი თუ მოტყუებული
“ქართული ოცნება“ ჯერ დუმს
სამ საათზე მეტია “ქართული ოცნების” აქტივისტი დაკითხვაზე იმყოფება
ასპინძაში შსს–მ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
ზეწოლა ”ოცნების” აქტივისტებზე  წინასაარჩევნო პერიოდში
"ქართული ოცნების" წევრი ამ წუთებში დაკითხვაზე იმყოფება
დაპირისპირება ადგილობრივებსა და „ქართული ოცნების” აქტივისტებს შორის