სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხეში საკრებულოს დეპუტატის მანქანასთან აფეთქება მოხდა

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 02.12.2017
ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე, ახალაციხის საკრებულოში „ოცნების“ დეპუტატის ამბარცუმ ბაბოიანის მანქანასთან აფეთქება მოხდა; შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ახალციხეში საკრებულოს  დეპუტატის მანქანასთან აფეთქება მოხდა
შემთხვევა, ასპინძის ქუჩაზე ახალციხის სასპორტო სკოლისთან მოხდა. შიდა კამერებით დაფიქსირებული ვიდეო მასალის მიხედვით აფეთების ხმა 20:35 წუთზე დაფიქსირდა.

თვითმხილველების თქმით, აფეთქების დროს მანქანასთან არავინ იმყოფებოდა: „სამი ოთხი ბიჭი გამოვედით სპორტ დარბაზიდან, შენობას რომ გამოვცდით ისეთი საშინელი ხმა იყო ჩავიკეცეთ. იმ ადგილზე მიწაა ამოთხრილი, კიდევ კარგი ახლო–მახლო არავინ იმყოფებოდა.
სავარაუდოდ, ეს ასაფეთქებელი საიდანღაც ისროლეს“.

ამ დროს ახალციხის საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ამბარცუმ ბაბოიანი სპორტ დარბაზში იმყოფებოდა, მისი კუთვნილი ავტომობილი კი სკოლის წინ იყო გაჩერებული.

„ვვარჯიშობდი ხმა რომ გავიგონე. გარეთ რომ გამოვედი, მანქანას მინები ჰქონდა ჩამტვრეული, დახვრეტილიცაა. რაღაცა ეგდო მანქანასთან, მერე გადააგდეს. არ ვიცი რა მოხდა, ვერაფერს ვუკავშირებ“, – ამბობს ამბარცუმ ბაბოიანი.

შემთხვევის ადგილზე აფეთქების დროს ბაბოიანის მანქანასთან ახლოს კიდევ ორი მანქანა იდგა. მათ შორის ერთ–ერთი დაზიანდა, მინები ჩაემტვრა და დაიხვრიტა.

„ჩემი „ფორდით“ იყო წამოსული ჩემი შვილი სავარჯიშოდ. დამირეკა ასეთი რაღაცა მოხდაო და მოვედი. მინები გატანილია. მარშუტკა დახვრეტილი“, – ამბობს შუახნის მამაკაცი.

სპორტ სკოლას, როგორც მისი მწვრთნელი სპარტაკ თაქთაქიძე ამბობს, გარე კამერა არ აქვს: „ბევრი ბიჭი იყო შიგნით ამ დროს, ვარჯიშობდნენ. ხმა რომ გავიგონეთ გამოვედით და გარეთ კვამლი იყო, არ ვიცი რა მოხდა“.

შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ. სპორტ სკოლასთან იმყოფებიან ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე, ასევე სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები.

ქალაქის მერი ფიქრობს, რომ აფეთქება დეპუტატის მანქანასთან შემთხვევით მოხდა: „მართალია დეპუტატის მანქანა დაზიანდა, მაგრამ მომხდარს მას ვერ დავუკავშირებ, ამ პერიმეტრზე სხვა მანქანებიც იდგა, უბრალოდ დაეთმხვა ვფიქრობ. მიმდინარეობს გამოძიება და რა მოხდა გავიგებთ“.

მელიქიძის პოზიციას იზიარებენ ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც აფეთქებით სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

ახალციხეში საკრებულოს  დეპუტატის მანქანასთან აფეთქება მოხდა

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.05.2018 სკოლის საატესტატო გამოცდები დასრულდა

24.05.2018 რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა მათემატიკასა და ფიზიკაში ახალციხის სკოლებში

22.05.2018 დღეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოსწავლეებმა ისტორიასა და ფიზიკაში ჩააბარეს

21.05.2018 უცხო ენა და ბიოლოგია – რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.05.2018 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სამცხე–ჯავახეთში

25.05.2018 მოსწავლეების წერილები ახალციხელ ჯარისკაცს ავღანეთში

25.05.2018 ‘Off Road’ – ექსტრემალური სპორტის მოყვარულები ახალციხიდან [Photo/Video]

25.05.2018 მოსწავლეებმა პოლიციის ფორმებით სამმართველოს ეზოში ღონისძიება გამართეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

დეპუტატი მანქანასთან მომხდარ აფეთქებაზე: „ასეთი რაღაცეები შემთხვევით არ ხდება“
ახალციხეში სკოლის აფეთქება სცადეს?
დამწვარი მანქანების გამოუძიებელი საქმეები
ბორჯომში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა
მოტეხილმა ტოტმა მანქანა დააზიანა
ახალციხეში შუახნის მამაკაცი ჩამომხრჩვალი ნახეს
ხანძრის შედეგად დამწვარი მამა–შვილი – რა მოხდა წყალთბილაში [Photos]