FM97.5 / LIVE

ოჯახში ძალადობის თემაზე ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.12.2017
ახალციხეში საპატრული პოლიციის ინსპექტორი ელისო ლომიძე ახალგაზრდებს ძალადობის შესახებ ესაუბრა. შეხვედრაზე აქცენტი ქალთა მიმართ ძალადობაზე გაკეთდა.

ოჯახში ძალადობის თემაზე ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა
შეხვედრა „დემოკრატ მესხთა კავშირში გაიმართა“ და მას სკოლების უფროსი კლასების მოსწავლეები, ასევე სტუდენტები ესწრებოდნენ. მათ საპატრული პოლიციის ინსპექტორი ელისო ლომიძე, რომელიც აღნიშნულ უწყებაში 12 წელია მუშაობს, ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე და მის გამომწვევ მიზეზებზე ესაუბრა.

ინსპექტორმა ყურადღება მსხვერპლის მიერ ძალადობის ფაქტის მიჩქმალვაზე გაამახვილა. მისი თქმით, ასევე ხშირია შემთხვევა, როდესაც მსხვერპლს მოძალადის შესახებ ისეთი ინფორმაციის გაცემა არ უნდა, რაც სამართალდამცავებს მომხდარის გამოძიებაში დაეხმარება.

„ხშირად გულგრილია მომხდარის მიმართ საზოგადოებაც. ძალადობის ფაქტს არა ერთი მოქალაქე შეიძლება შეესწროს, დაინახოს რა მოხდა, მაგრამ როცა ადგილზე სამართალდამცავი მიდის და პირველად გამოკითხვას ატარებ თუ რა მოხდა, იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება სწრაფად დააკავოს მოძალადე, ამბობენ, რომ არაფერი იციან და არაფერი დაუნახავთ“, – ამბობს ლომიძე.

მოსწავლეების თქმით, ფსიქოლოგიური ძალადობა ხშირად მათ სამეგობროში და სკოლებშიც ხდება.

„ახალ სამეგობროში შეიძლება დაგაძალონ რაღაცა ისეთი, რასაც თვითონ აკეთებენ და შენ არა, მაგალითად სიგარეტის მოწევა. ასეთ დროს უნდა შეძლო თავის დაცვა“, – ამბობს ერთ–ერთი მათგანი.

მის წინ მჯდომმა კი ყურადღება სკოლებში მასწავლებლების მხრიდან მოსწავლეების მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე გაამახვილა: „მაგალითად, როცა ორი ბავშვი ჩხუბობს ერთს ემხრობიან, მეორეზე კი ფსიქოლოგიურად ძალადობენ. ეს მათზე ძალიან ცუდად მოქმედებს“.

„დემოკრატ მესხთა კავშირის“ წარმომადგენლის ჯაბა ნათენაძის თქმით, ძალადობის თემაზე შეხვედრის ჩატარება მათი ორგანიზაციის ინიციატივა იყო: „გვინდოდა რომ ამ თემაზე მომხსენებელი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ყოფილიყო. ბავშვებმა უნდა იცოდნენ როდის ვის მიმართონ, რას აკეთებს სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად და თავად რა მნიშვნელობა აქვს ძალადობის შემთხვევაში სამართალდამცავებისთვის ინფორმაციის მიწოდებას“.

მისივე თქმით, მათ ეს შეხვედრა 25 ნოემბერს გენდერულ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესაც დაუკავშირეს: „ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს კამპანიას „ძალა ნდობას“. ამ კამპანიის მიზანი მოსახლეობაში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებაა“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

05.07.2020 6 ივლისიდან პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესს განაახლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

06.07.2020 სამცხე–ჯავახეთში 9 და 10 ივლისს სეტყვაა მოსალოდნელი

05.07.2020 ხვალ, 6 ივლისს, წყალი შეწყდება კურცხანის წყლით მოსარგებლე სოფლებში

04.07.2020 ‘მთელი მოსავალი განადგურდა’ – სტიქია ახალციხეში [ფოტო]

04.07.2020 სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

მსგავს თემაზე

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას ახალქალაქელი მოსწავლეები გაეცნენ
სემინარი ოჯახში ძალადობის შესახებ ახალგაზრდებთან
მეცხრე კლასელებთან ქალზე ძალადობის თემაზე შეხვედრა გაიმართა
ფილმის ჩვენება და დისკუსია ოჯახში ძალადობის თემაზე
ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას სტუდენტები შეუერთდნენ
საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევები ხშირია
ახალციხეში გენდერული ძალადობის შესახებ შეხვედრა გაიმართა