სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხის მერია შტატებს ამცირებს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 01.12.2017
ახალციხის მერიაში რვა საშტატო ერთეული უქმდება. 115–ის ნაცვლად თვითმმართველობაში 107 კაცი დასაქმდება;

ახალციხის მერია შტატებს ამცირებს
ახალციხის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ევა იველაშვილის განმარტებით ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანების შემდეგ თანამშრომლების გარკვეული რაოდენობა სამსახურის გარეშე რჩება. კანონით კი ადგილობრივმა თვითმმართველობამ იმ პირებს, რომლებსაც გაერთიანებულ მუნიციპალიტეტის მერიაში ვერ დაასაქმებს, კომპენსაცია უნდა გადაუხადოს.

„კომპენსაცია ერთიდან სამ თვემდეა გათვალისწინებული. ამის უზრუნველყოფა კი მიმდინარე წლის ბიუჯეტით უნდა მოხდეს“, – განაცხადა ახალციხის საკრებულოს სხდომაზე იველაშვილმა.

მისივე თქმით, კომპენსაციის გასაცემად ბიუჯეტში თანხის დაზოგვის მიზნით, მერიაში რვა საშტატო ერთეულს ამცირებენ. ამ დანაზოგით კი კომპენსაციებს გაისტუმრებენ.

„შტატები შემცირდება ინფრასტრუქტურის, ასევე ზედამხედველობის სამსახურებში. გარდა ამისა მთლიანად გაუქმდება ბიზნესის ხელშეწყობის უზრუნველყოფის განყოფილება, აქ გამგეობას არა ერთხელ ჰქონდა ვაკანსია გამოცხადებული და ეს პოზიციები მაინც ვერ ივსებოდა“, – ამბობს იველაშვილი.

მისი თქმით, იმის გამო, რომ ამ ეტაპზე მობილობა არ დასრულებულა უცნობია რამდენ პირზე გასცემს ახალციხის მერია კომპენსაციას და რა ოდენობით.

რაც შეეხება მერის წარმომადგენლების რაოდენობას, ქალაქში ზაზა მელიქიძეს ექვსის ნაცვილად, როგორც ეს აქამდე იყო, ოთხი წარმომადგენელი ეყოლება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.05.2018 სკოლის საატესტატო გამოცდები დასრულდა

24.05.2018 რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა მათემატიკასა და ფიზიკაში ახალციხის სკოლებში

22.05.2018 დღეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოსწავლეებმა ისტორიასა და ფიზიკაში ჩააბარეს

21.05.2018 უცხო ენა და ბიოლოგია – რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.05.2018 თბილისიდან ანდეზიტში დაბრუნებული დალაქი – BP და მისი პარტნიორები სოფლისათვის [R]

25.05.2018 ახალციხელმა სპორტსმენმა რუსეთის სახელით მებრძოლი დაამარცხა [Video]

24.05.2018 სამცხე–ჯავახეთს ელექტროენერგია არ მიეწოდება

24.05.2018 თანამედროვე ხეხილის ნერგები ზიკილიიდან - BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის [R]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერს 3 მოადგილე, 1 თანაშემწე, 2 მრჩეველი და 1 კონსულტანტი ეყოლება
ახალციხის მერია 31 მოხელეზე 70 370 ლარამდე კომპენსაციას გასცემს
ახალციხის მერიაში 51 მოხელე დაინიშნა
ახალციხის მერიაში 9 შტატი შეამცირეს
ახალციხის მერიაში ახალი თანამშრომლების შესარჩევად გასაუბრება მიმდინარეობს
რამდენი ლარით იზრდება სახელფასო ფონდი ბორჯომის მერიაში
ახალციხის მერიაში უსამსახუროდ 22 თანამშრომელი დარჩება