სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

მედლების საქმეზე, მეექვსე სკოლის პედაგოგებმა გაფრთხილებები მიიღეს

მთავარისიახლე, განათლება 30.11.2017
ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის დისიპლინარულმა კომიტეტმა, მედლების საქმესთან დაკავშირებით, ცხრა პედაგოგს გაფრთხილება მისცა, ხოლო ერთს საყვედური გამოუცხადა.

მედლების საქმეზე, მეექვსე სკოლის პედაგოგებმა გაფრთხილებები მიიღეს

სკოლის დისციპლინარულმა კომიტეტმა ერთკვირიანი მუშაობა დღეს, 30 ნოემბერს დაასრულა.

„ერთმა საყვედური მიიღო,რადგან განმეორებითი შემთხვევა იყო, თუმცა ეს არ ეხება ჟურნალების თემას. დანარჩენებმა მიიღეს გაფრთხილებები“, – განაცხადა დისციპლინარული კომიტეტის თავმჯდომარემ მარეხ დვალიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ამავე სკოლის ვერცხლისა და ოქროს მედლებზე წარდგენილ მოსწავლეებს. საკლასო ჟურნალებში გადასწორებული ნიშნების გამო ექვსი მოსწავლიდან ხუთი შესაძლოა მედლის გარეშე დარჩეს, რადგან განათლების სამინისტროს სპეციალურმა კომისიამ სკოლას რეკომენდაცია არ მისცა.

სკოლის ადმინიტრაციის განმარტებით, პედაგოგებმა განაცხადეს, რომ შეცდომა მოუვიდათ და აქ მოსწავლის ბრალეულობა არ იკვეთება. მათ დაწერეს ახსნა–განმარტებებიც.

სკოლის დისციპლინარულმა კომიტეტმა აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა განათლების სამინისტროდან გასულ კვირას მიღებული რეკომენდაციის შემდეგ დაიწყო.

მეექვსე საჯარო სკოლის გარდა, მსგავსი პრობლემაა ახალციხის მუნიციპალიტეტის კიდევ რამდენიმე სკოლაში. სამინისტროს კომისიამ ოქროს და ვერცხლის მედალზე არ წარდგენის რეკომენდაცია გასცა აწყურის, წყრუთის და ვალის პირველი სკოლის თითო მოსწავლეზე და ასევე, ვალის მეორე სკოლის ოთხ მოსწავლეზე. მსგავსი პრობლემაა ახალციხის პირველ საჯარო სკოლაშიც.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.05.2018 სკოლის საატესტატო გამოცდები დასრულდა

24.05.2018 რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა მათემატიკასა და ფიზიკაში ახალციხის სკოლებში

22.05.2018 დღეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოსწავლეებმა ისტორიასა და ფიზიკაში ჩააბარეს

21.05.2018 უცხო ენა და ბიოლოგია – რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.05.2018 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სამცხე–ჯავახეთში

25.05.2018 მოსწავლეების წერილები ახალციხელ ჯარისკაცს ავღანეთში

25.05.2018 ‘Off Road’ – ექსტრემალური სპორტის მოყვარულები ახალციხიდან [Photo/Video]

25.05.2018 მოსწავლეებმა პოლიციის ფორმებით სამმართველოს ეზოში ღონისძიება გამართეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

მეექვსე სკოლის კურსდამთავრებულების მშობლებმა სასამართლოში იჩივლეს
მეექვსე სკოლის კურსდამთავრებულების მშობლების სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო
მედლების საქმე შესაძლოა სასამართლომდე მივიდეს
მედლების საქმეზე ხვალ პირველი სასამართლო პროცესი გაიმართება
მასწავლებლები მედლების საქმეზე მიღებული გაფრთხილებების გაუქმებას ითხოვენ
მეექვსე სკოლის მოსწავლეების მედლების საქმეზე მასწავლებლებს დაკითხავენ
მეექვსე სკოლა ხუთი მოსწავლიდან მედალზე ხელახლა ორს წარადგენს