FM97.5 / LIVE

ახალციხეში „ეკო ჰაბი“ გაიხსნა

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.11.2017
ახალციხეში, ზრდასრულთა განათლების ცენტრში, გარემოსდაცვითი განათლებისა და ეკოტურიზმის განვითარების ხელშემწყობი რესურს ოთახი, იგივე „ეკო ჰაბი“ მოეწყო.

ახალციხეში „ეკო ჰაბი“ გაიხსნა

„ეკო ჰაბი“კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის (CENN)რეგიონული პროექტის „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ ფარგლებში გაკეთდა. ფონდის „ავსტრიის თანამშრომლობა განვითავრებისთვის“ ფინანსური მხარდაჭერითა და ახალციხის ზრდასრული განათლების ცენტრის დახმარებით.

როგორც CENN-ის რეგიონული კოორდინატორი თამუნა კაპანაძე ამბობს, „ეკო ჰაბი“ არის ნიკო კეცხოველის პრემისათვის გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულთა მთავარი პრიზი: „ეს არის გარემოსდაცვითი განათლების ხელშემწყობი აქტივობა. საქართველოს ყველა რეგიონის სკოლაა ჩართული. პროექტი რამდენიმე წელია ხორციელდება და შარშან გამარჯვებულ სკოლებს მსგავსი რესურს ოთახები საჩუქრად გადაეცათ“.
ნიკო კეცხოველის პრემიისათვის გამოცხადებულ კონკურსში სამცხე ჯავახეთის სკოლებიც მონაწილეობდნენ. კონკურსში გამარჯვება შესაძლებელი იყო საკონკურსო აქტივობების შესრულებითა და ქულების დაგროვებით.

როგორც თამუნა კაპანაძე ამბობს, ამ წელს კონკურსზე სამცხე-ჯავახეთის სკოლებს საპრიზო ადგილი არ მიუღიათ, შესაბამისად, კლუბი ყველასათვის გაიხსნა.

ეკოჰაბში შესაძლებელია თავი მოიყარონ რეგიონის ახალგაზრდებმა, პედაგოგებმა და გარემოსდაცვისა და ეკოტურიზმის საკითხებზე მომუშავე მხარებმა. მათ შეეძლებათ ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა და დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა აქტივობები.

„აქ იქნება ლიტერატურა, კომპიუტერული აღჭურვილობა და თუ სამუშაო სივრცე სჭირდებათ, შეუძლიათ მოვიდნენ და გამოიყენონ. ასევე CENN-ი გეგმავს ტრენინგების ციკლს , ღონისძიებებს. ანუ ეს იქნება ადგილი, სადაც ასეთ ღონისძიებებს ჩაატარებენ“,– ამბობს თამუნა კაპანაძე.

ახალციხეში „ეკო ჰაბი“ გაიხსნა

ახალციხეში „ეკო ჰაბი“ გაიხსნა


[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

20.10.2020 ისრაელის ელჩმა ახალციხის უძველესი სინაგოგა მოინახულა

20.10.2020 ახალციხის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა ®

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

29 ნოემბერს ახალციხეში „ეკოჰაბი“ გაიხსნება
სამცხე–ჯავახეთის სკოლები ნიკო კეცხოველის პრემიის მოსაპოვებლად იბრძვიან
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2018 დაიწყო
აბასთუმნის საჯარო სკოლის გუნდი ნიკო კეცხოველის პრემიისთვის იბრძვის
ვინ გაიმარჯვა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში
‘ფოტოსინთეზი 2016’ –ის ლაიქების გამარჯვებული ახალციხელი მოსწავლეა
ლელოვნის სკოლა  – ლიდერი ნიკო კეცხოველის პრემიის გზაზე