FM97.5 / LIVE

ქალი, რომელიც ქმარმა დაჭრა, შვილების დასაბრუნებლად სასამართლო დავაზე უარს ამბობს

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 29.11.2017
ახალციხეში, ქმრის მიერ დაჭრილმა ცოლმა შვილების დასაბრუნებლად სამოქალაქო დავაზე უარი თქვა. ადვოკატი ფიქრობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ზეწოლას განიცდის.

ქალი, რომელიც ქმარმა დაჭრა, შვილების დასაბრუნებლად სასამართლო დავაზე უარს ამბობს

როგორც დაჭრილი ქალის ადვოკატი ედვარდ მარიკაშვილი აცხადებს, სამოქალაქო დავის წამოსაწყებად, რომლის მიხედვითაც ქალი ორი მცირეწლოვანი შვილის დაბრუნებას აპირებდა, სარჩელი უკვე მზად იყო და სასამართლოში რეგისტრაცია სჭირდებოდა. თუმცა, დაზარალებულმა დავის წამოწყებაზე უარი განაცხადა.

მარიკაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მიზეზები არ განუმარტავს. ადვოკატი ფიქრობს, რომ ქალზე ქმრის ახლობლების მხრიდან ზეწოლა განხორციელდა: „ორი შვილი ჰყავს და არცერთს არ ანახებდნენ, ამიტომ უნდოდა ორივეზე მეურვეობა აეღო და ყველაფრისათვის მზად იყო. ბოლო მომენტში კი, როდესაც სარჩელი უნდა დაგვერეგისტრირებინა, უარი თქვა. ეს თავისთავად გვაფიქრებინებს, რომ მასზე ზეწოლა განხორციელდა, სხვა შემთხვევაში აზრს არ შეიცვლიდა“.

მისივე თქმით, დაჭრილ ქალს ზეწოლის შედეგად დააწერინეს და ნოტარიულად დაამოწმებინეს შერიგების შესახებ განცხადებებიც, რომელიც სასმართლოს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების მოთხოვნისას გადაუგზავნეს.

„საქართველოში ასეთი ტენდენციაა, ვითომ მსხვერპლი ურიგდება მოძალადეს, თუმცა სინამდვილეში ასე სულაც არ არის. არცერთი ქალის საბოლოო ნება ეს არ არის და ყოველთვის ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ზეგავლენაა“, – ამბობს მარიკაშვილი.

ქალის დაჭრაში ბრალდებულის ადვოკატებმა, მართლაც წარადგინეს ორი განცხადება, ერთი სასამართლო განხილვების დროს, მეორე ბოლო პერიოდში, როდესაც დაცვის მხარემ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მიმართა.

ადვოკატები აცხადებენ, რომ შეიგების შესახებ ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები მათ ბრალდებულის ახლობლებმა გადასცეს, თუმცა ისინი, დაზარალებულზე ზეწოლას გამორიცხავენ.

„დაზარალებული მიდის ნოტარიუსთან თავისი ნებით, ყოველგვარი ძალადობის გარეშე, იქვე წერს განცხადებას და ნოტარიულად ამოწმებინებს, ისე, რომ ამას თავად ნოტარიუსიც უყურებს, ამიტომ აქ ყველანაირი ზეწოლა და მსგავსი რაღაცეები გამორიცხულია“,–ამბობს ბრალდებულის ადვოკატი კახა მათოშვილი.

მიუხედავად შერიგების შესახებ წარდგენილი განცხადებებისა, პროკურატურამ ქალის დაჭრაში ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმა. „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ იურისტი ედვარდ მარიკაშვილი, რომელიც ასევე დაზარალებული ქალის უფლებებს იცავს, იმედოვნებს, რომ შერიგების შესახებ წარდგენილ განცხადებებს, არც სასამართლო გაითვალისწინებს და ბრალდებულს კანონით გათვალისწინებულ სასჯელს დააკისრებს.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში ქმარმა ცოლი 25 ივლისს დაჭრა. გამოძიების ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ა.გ.-მ ყოფილი მეუღლის დედას ლ.რ.-ს, მისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში ზურგის არეში ელექტროშოკი მიადო, აეროზოლი შეასხურა და ხელის კვრით წააქცია, რის შედეგადაც მიაყენა სხეულის დაზიანება. მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 11 პრიმა 118-ე მუხლის ასევე პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

28.05.2020 ‘პირველ რიგში იქნება საფარის ტყე’- მიტროპოლიტი თეოდორე ეკლესიებისთვის ტყის გადაცემაზე

28.05.2020 COVID-19-ის პრევენციისთვის ახალციხის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ჯერ არ გახარჯულა

28.05.2020 2 დღის განმავლობაში საქართველოში იწვიმებს

28.05.2020 მერის წარმომადგენლები მიწის წარმომავლობასთან დაკავშირებულ ცნობებს აღარ გასცემენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ქმრის მიერ დაჭრილი ცოლი  შვილების დასაბრუნებლად სარჩელს ამზადებს
ქმრის მიერ დაჭრილი ცოლი სამოქალაქო დავას დაიწყებს
ცოლის დაჭრაში ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმებაზე უარი მიიღო
ცოლის დაჭრაში მსჯავრდებულის განაჩენი სააპელაციოში გაასაჩივრეს
ცოლის დაჭრაში ბრალდებულის საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
ცოლის დაჭრაში ბრალდებული საპროცესო გარიგებას ითხოვს
პროკურატურა ახალციხეში მომხდარზე: მამაკაცმა სიდედრს ზურგზე ელექტროშოკი მიადო, ცოლი კი პისტოლეტით დაჭრა