სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ორწლიანი ლოდინი სრულდება – პირველ სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად ემზადებიან

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 29.11.2017
ახალციხის პირველ სკოლაში ინვენტარის დალაგება დასასრულს უახლოვდება; ორწლიანი წყვეტის შემდეგ, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან, პირველი სკოლის მოსწვლეები და მასწავლებლები მშობლიურ სკოლას დაუბრუნდებიან.

ორწლიანი ლოდინი სრულდება – პირველ სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად ემზადებიან

სკოლის დირექტორის ჟუჟუნა გოგოლაურის განმარტებით, სკოლაში, ინვენტარი შეტანილია და ნახევარზე მეტი ფართი უკვე დალაგებულია: „იქით კვირაში კიდევ რამდენიმე დღე დაგვჭირდება და გადავალთ“.

მისივე თქმით, დალაგების პარალელურად, კომპანია „ჯორჯიან ინჯინიერი“ მუშაობას აგრძელებს, ამ ეტაპზე გათბობის სისტემას ამოწმებენ: „კომპანია სავარაუდოდ შაბათისთვის დაასრულებს სამუშაოს. ამოწმებენ გათბობის სისტემას, როგორ მუშაობს. ლაბორატორიები უკვე ჩავიბარეთ“.

რაც შეეხება ეზოს, დირექტორის თქმით, ამ ეტაპზე, შენობის კედლების ძირში, დაახლოებით ორი მეტრის სიგანეზე ბეტონის ბილიკია დაგებული, ეზოს ტერიტორიაზე კი „შებენი“ დაყარეს: „ეზო მოწესრიგებულია. გაზაფხულზე უკვე გამოცხადდება ტენდერი და შემოიღობება, ასევე გაკეთდება სპორტული მოედანი“.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები 2016 წლის იანვარში დაიწყო. მშენებლობა იმავე წლის აგვისტოში უნდა დასრულებულიყო. მშენებლობის დასრულებამდე პირველი სკოლის 1000–მდე მოსწავლე ახალციხის მესამე და მეექვსე სკოლებში გადაანაწილეს, სწავლა მეორე ცვლაში მიმდინარეობს.

ახალციხის პირველი საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაციას აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია (“Millennium Challenge Corporation- MCC”) აფინანსებს. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულებას 2015 წლის 19 ნოემბერს მოეწერა ხელი. კომპანია „ინტერ პლუსმა“ მშენებლობის ვადები რამდენჯერმე დაარღვია და ამიტომ, დამკვეთმა მას ხელშეკრულება შეუწყვიტა და ჯარიმა დააკისრა. ამის გამო, მცირე პერიოდით, იქამდე, ვიდრე ახალი ტენდერი გამოცხადდა და გამარჯვებული გამოვლინდა, პირველი სკოლის რემონტი შეწყდა. ახლა სკოლაში კომპანია „ჯორჯიან ინჯინიერი“ მუშაობს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


14.01.2018 ხვალიდან სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება

28.12.2017 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორობა ექვს პროფესორს სურს

28.12.2017 სოფელ კლდეში საბავშვო ბაღი გაიხსნა

27.12.2017 ინგლისურენოვანი სპექტაკლი სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების მონაწილოებით

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2018 ასპინძის მერიაში კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა

16.01.2018 მშენებარე კორპუსში ბინების მფლობელები ახალციხის მერს დახმარებას სთხოვენ

16.01.2018 ვალეს საზოგადოებრივ ცენტრში ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბი გაიხსნა

16.01.2018 NDI: 60% ფიქრობს, რომ ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ახალციხის პირველი სკოლა ხვალ საზეიმოდ გაიხსნება
ხუთთვიანი ლოდინის შემდეგ ახალციხის პირველი სკოლის რეაბილიტაცია იწყება
ახალციხის პირველ სკოლაში დემონტაჟი დასრულდა
პირველ სკოლაში რემონტი შეწყდა
ახალციხის პირველ სკოლაში რემონტის დასრულებას სწავლის დაწყებამდე გეგმავენ
პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს
განახლდება თუ არა პირველს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს