FM97.5 / LIVE

ახალციხის მერიაში 51 მოხელე დაინიშნა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 27.11.2017
ახალციხის მერმა სამი მოადგილე და ხუთი სამსახურის უფროსი დანიშნა; ოთხი სამსახურის უფროსი კი ამ დრომდე არ შერჩეულა.

ახალციხის მერიაში 51 მოხელე დაინიშნა
ევა იველაშვილი, ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურის უფროსი


ახალციხის მუნიციპალიტეტის 115 საშტატო ერთეულიდან 51 უკვე დაკომპლექტდა. მათ შორის 8 თანამდებობის პირია. ყველა ახლად დანიშნული თანამშრომელი შიდა მობილობის, ანუ მუნიციპალიტეტების გაუმებისა და ახალი თვითმმართველი ერთეულის ჩამოყალიბების შედეგად დაინიშნა.

მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე იქნება. მას ამ დრომდე ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის პოზიცია ეკავა. ზაზა მელიქიძეს არც სხვა მოადგილეები შუცვლია, მეორე და მესამე მოადგილის პოზიციაზე რუბენ კარაპეტიანი და ალექსი ზედგინიძე დარჩნენ.

ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურის უფროსი ევა იველაშვილი, სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსი ქეთევან ინასარიძე, ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ემზარ მღებრიშვილი, საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსი გელა ლომიძე, შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის უფროსი კი გიორგი ინასარიძე გახდნენ.

ხელმძღვანელები არ დაუნიშნავთ ჯერ ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის, სამხედრო აღიცხვისა და კულტურის სამსახურებში.

„ეს პროცესი მიმდინარეობს, გაწერილი ვადა, თუ როდის უნდა დასრულდეს, არ არსებობს, თუმცა, ყველა კადრი უახლოს დღეებში დაკომპლექტდება“, – ამბობს ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურის უფროსი ევა იველაშვილი.

შეკითხვაზე, ვინ არჩევს კადრებს, გვპასუხობს: „საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მოხდა მობილობაში გასათვალისწინებელი მოხელეების მოწოდება. აქ კი მათ შესარჩევად რაიმე ჯგუფი შექმნილი არ არის. ეს პროცესი კანონით გათვალისწინებული წესით ხდება და ამას მერი თავმჯდომარეობს“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

09.12.2019 ახალციხელი სპორტსმენი უკრაინის ჩემპიონია

09.12.2019 ახალქალაქის 22 სოფელს ბუნებრივი აირი არ აქვს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

მსგავს თემაზე

ახალციხის  მერმა მოადგილეები და სამსახურის უფროსები დანიშნა
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი სამსახურის უფროსებს ნიშნავს
ახალციხის მერმა საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსი დანიშნა
ასპინძის მერიამ 11 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა
ბორჯომის გამგეობაში სამსახურების უფროსების ვინაობა ცნობილია
ასპინძის მერმა სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები შეარჩია
ახალქალაქის მერიაში სამი სამსახურის უფროსი დაინიშნა