FM97.5 / LIVE

ომბუდსმენმა განათლების სამინისტოს რეკომენდაციით მიმართა

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 25.11.2017
საქართველოს სახალხო დამცველმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მოსწავლის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით სკოლიდან დროებით დათხოვნის წესის რეგულირების საკითხთან დაკავშირებით რეკომენდაციით მიმართა.

ომბუდსმენმა განათლების სამინისტოს რეკომენდაციით მიმართა

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩატარებული მონიტორინგის დროს გამოიკვეთა რომ დისციპლინური სახდელის დაკისრების დროს მოსწავლესთან არ მიმდინარეობს მუშაობა და მისი გათვითცნობიერება მის მიერ ჩადენილი საქციელის უარყოფით მხარეებში, ამასთან, სკოლიდან დროებით დათხოვნის შემთხვევაში, განსაზღვრული ვადით ირღვევა მისი განათლების უფლება;

დისციპლინური სახდელის არსებული ფორმა ქმნის ბავშვის განათლების უფლების დარღვევის საფრთხეს და ეჭვქვეშ აყენებს დისციპლინური სახდელის გამოყენების მიზანშეწონილობას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2016–2017 სასწავლო წელს არასრულწლოვანთა მიმართ დისციპლინური სახდელი მთელი საქართველოს მასშტაბით გამოყენებულია 1140 შემთხვევაში. მათგან 18 შემთხვევა დაწყებითი კლასების, მათ შორის, პირველკლასელის შემთხვევაშიც კი.

ბავშვის უფლებების შესახებ გაეროს კონვენციით აღიარებულია ბავშვის განათლების უფლება, ხოლო მონაწილე სახელმწიფოებს ეკისრებათვალდებულება, უზრუნველყონ სასკოლო დისციპლინა ადამიანური ღირსების პატივისცემის გამომხატველი მეთოდებით.

სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მომზადდეს შესაბამისი ცვლილებები, რათა კანონმდებლობის დონეზე განისაზღვროს სკოლიდან დროებით დათხოვნის, როგორც დისციპლინური სახდელის გამოყენების წინაპირობები და კონკრეტულად გაიწეროს აღნიშნულ პროცესში საჯარო სკოლების როლი იმგვარად, რომ დაცული იყოს ბავშვის განათლების უფლება; შესაბამისად, დისციპლინური სახდელის გამოყენებას ქონდეს არა სადამსჯელო, არამედ შედეგზე ორიენტირებული მიდგომა. ნორმატიულ დონეზე შემუშავდეს მოსწავლეთა დისციპლინური წარმოების წესი, რაც უზრუნველყოფს დისციპლინური წარმოების პროცესში არასრულწლოვანთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვის უფრო მაღალ სტანდარტს და მყარ გარანტიებს.

[sknews.ge]


03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

02.07.2020 გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს პირბადის გაკეთება არ მოუწევს - გიორგი გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ანის სკოლის მასწავლებელმა დისციპლინური სახდელის გაბათილებისთვის სასამართლოს მიმართა
ომბუდსმენის რეკომენდაცია სასჯელაღსრულების მინისტრს
სამინისტრო: ‘მეხუთე სკოლაში მოსწავლეების შესაძლო ცემის ფაქტს დისციპლინური საბჭო შეისწავლის’
ომბუდსმენი: საქართველოში მწვავედ დგას ბავშვთა სიღარიბისა და სიკვდილიანობის პრობლემა
ბორჯომის სკოლაში მოსწავლის შეურაცხყოფისთვის მასწავლებელმა სასტიკი საყვედური მიიღო
ომბუდსმენი განათლების სამინისტროს მოუწოდებს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევებზე კონკრეტული ღონისძიებები გაატაროს
ომბუცმენის განცხადება ბავშვთა უფლებებზე