FM97.5 / LIVE

შავ სიაში შესული მშენებელი და უხელფასოდ დარჩენილი მუშები

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 24.11.2017
სარო–ხიზაბავრის სარწყავი წყლის მაგისტრალის მშემნებლობა ორ თვეზე მეტია დასრულდა, თუმცა მუშებს სამი თვის სახელფასო დავალიანება ისევ არ მიუღიათ. დამსაქმებელმა კომპანიამ კი, რომელიც შავ სიაში მოხვდა, ქვეყანა ისე დატოვა, რომ არც დავალიანებები დააბრუნა და არც ჯარიმა გაისტუმრა.

შავ სიაში შესული მშენებელი და უხელფასოდ დარჩენილი მუშები

სარო–ხიზაბავრის სარწყავი სისტემის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები უკვე ხუთი თვეა კუთვნილი ხელფასის ანაზღაურებას ელოდებიან. ისინი ამბობენ, რომ თითოეულს 1000 ლარამდე აქვს დავალიანება ასაღები, თუმცა, თანხის ასანაზღაურებლად, დამსაქმებელი აზერბაიჯანული კომპანიის, „წყალგათბობის სამონტაჟო ფირმის ფილიალი საქართველოში“, წარმომადგენლები ამ დრომდე არ გამოჩენილან.

„ამდენი ხანია ველოდებით ხელფასებს და არავინ არაფერს გვაძლევს. რამდენი ხანი შეიძლება ველოდოთ?!“– ამბობს ანზორ გიორგაძე.
შპს „საქართველოს მელიორაციაში“ აცხადებენ , რომ სამუშაოები დასრულდა და შესაბამისი დოკუმენტები უკვე შედგენილია. შესაბამისად, კომპანიას შესრულებული სამუშაოებისათვის თანხაც ჩარიცხული აქვს.

„კომპანიასთან არცერთი თეთრი არ გვაქვს დავალიანება, პირიქით, დროულად ვერ შესრულდა სამუშაო და ჯარიმები დაეკისრათ, რაც სრულად არც დაუფარავთ. მუშების ხელფასებთან აღარაფერი გვესაქმება, კომპანიამ უნდა შეასრულოს ეს ვალდებულება“, – აცხადებს შპს „საქართველოს მელიორაციის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ქეთევან კასრაძე.

დამსაქმებელი კომპანიის ინჟინერი და მთავარი ბუღალტერი ნანა ბიბილური „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებს, რომ მუშებმა ხელფასი შესაძლოა საერთოდ ვეღარ აიღონ, რადგან კოპანიამ საქართველოში მუშაობა შეწყიტა და ქვეყანა დატოვა ისე, რომ სახელფასო დავალიანება არც მუშებს და არც მას არ აუნაზღაურა: „მეც 3000 ლარამდე მაქვს ასაღები, ისე წავიდნენ ქვეყნიდან და ტექნიკაც ისე ჩუმად გაიყვანეს, ვერავინ გაიგო. ასე დაგვტოვეს ყველაფრის გარეშე, ამ ფილიალის წარმომადგენელს აქ ვერავის ნახავთ. მე ვიყავი მხოლოდ ქართველი ინჟინერიც და ბუღალტერიც.“

ბიბილურის თქმით, შპს „საქართველოს მელიორაციიდან“ გადარიცხული თანხები, სამუშაოების დროულად შეუსრულებლობის გამო, კომპანიას მთლიანად ჩამოეჭრ. თუმცა, ამით ჯარიმის დაფარვა აზერბაიჯანულმა კომპანიამ სრულად ვერ შეძლო და კომპანიას „საქართველოს მელიორაციასთან“ ვალი მაინც დარჩა.

„თავიდან 40 ათასით დაგვაჯარიმეს, მერე ეს თანხა 225 000–მდე ავიდა. ბოლოს კომპანიამ 75 ათასი ლარი გადმოგვირიცხა ხელფასების გასასტუმრებლად და მეც ვპირდებოდი მუშებს, რომ მივცემდით, მაგრამ, ჯარიმები ჩამოგვაჭრეს და დავრჩით ასე“, – აცხადებს „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარში ნანა ბიბილური.

შპს „საქართველოს მელიორაციამ“ სარო–ხიზაბავრის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაციისათვის ტენდერი 2016 წელს გამოაცხადა. ამავე წელს ტენდერი მოიგო და 24 აგვისტოს ხელშეკრულება გაუფორმდა აზერბაიჯანულ კომპანიას „წყალგათბობის სამონტაჟო ფირმის ფილიალი საქართველოში“, რომელსაც სამუშაოები 1 მილიონ 79 ათას ლარად უნდა განეხორციელებინა.

სამუშაოები 2017 წლის 31 ივლისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვერ მოხერხდა და კომპანია 40 ათასი ლარით დაჯარიმდა. მშენებელმა კომპანიამ საბოლოო ვადა 30 სექტემბრამდე მოითხოვა, მაგრამ ვერც ამ ვადებში ჩაეტია, შესაბამისად, ჯარიმა კიდევ გაიზარდა. სამუშაოები საბოლოოდ ოქტომბრის დასაწყისში დასრულდა.

სარო–ხიზაბავრის სარწყავი წყლის მაგისტრალის მშენებლობის პროცესში, ხელფასის მოთხოვნით არაერთხელ გაიფიცნენ აქ დასაქმებული მუშებიც. სამუშაოების დასრულებამდე მათმა ნაწილმა სამუშაო მიატოვა კიდეც, ნაწილი კი, მიიღებს თუ არა ბოლო სამი თვის დავალიანებას, ისევ გაურკვეველი რჩება.

სარო–ხიზაბავრის სარწყავი სისტემის სამუშაოების არაჯეროვნად შესრულება, ერთადერთი ხარვეზი რომ არ არის ამ კომპანიისათვის, ამას მისი სახელმწიფოს შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში რეგისტრაციაც მოწმობს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, კომპანიის ხარვეზებზე განცხადებით, მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს, შპს „საქართველოს მელიორაციამ“ მიმართა. იგი განცხადებაში განმარტავს, რომ – „მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა და ვადის ცვლილებისა, არაჯეროვნად, კერძოდ, არასრულად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები კომპანიამ – „წყალგათბობის სამონტაჟო ფირმის ფილიალი საქართველოში“. როგორც ირკვევა, „საქართველოს მელიორაცია“ ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად და არასრულად შესრულებულ სამუშაოებში, კასპის მუნიციპალიტეტში დოესის არხის სარწყავი სისტემის მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გულისხმობს.

შპს „საქართველოს მელიორაციის“ განცხადების საფუძველზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, აზერბაიჯანული კომპანია შავ სიაში, 2017 წლის 13 ნოემბერს დაარეგისტრირა.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

10.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.07.2020 კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე კიდევ გაფართოვდა - შემოსავლების სამსახური

11.07.2020 ‘4 თვეა შემოსავლის გარეშე ვართ’ – პანდემიის გამო საქორწილო ბიზნესი მნიშვნელოვნად დაზარალდა

11.07.2020 11 ივლისს საქართველოში წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

10.07.2020 ბესიკ ამირანაშვილი ადგილობრივებს: 'ხვალ დილით მწყემსები დატოვებენ მთას' [ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

საროში მუშებს სამი თვის ხელფასი არ მიუღიათ
გაფიცვების შედეგად საროში მუშებმა ხელფასი მიიღეს
დაჯარიმებული კომპანია და უხელფასოდ დარჩენილი მუშები
საროში გაფიცული მუშები და დამსაქმებლის დაპირება
საროში გაფიცულებმა დაპირებული ხელფასი ვერ მიიღეს
საროს სარწყავი წყალი არც წელს ექნება
საროში მუშები ისევ გაფიცვას აანონსებენ