სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

სამეწარმეო სწავლების გაძლიერება არაფორმალურ განათლებაში [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 24.11.2017

სამეწარმეო სწავლების გაძლიერება არაფორმალურ განათლებაში  [R]

საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი 2017 წლის აპრილში ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში, საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა, რომელიც დაფინანსებულია ა.შ.შ. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ.

მცირე საგრანტო კონკურსის მიზანია პროფესიული სწავლების პრაქტიკის გაძლიერება და კარგი მაგალითების გავრცელება პროფესიული განათლების სექტორში.

საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის მიერ ინიცირებული პროექტი მიზნად ისახავს სამეწარმეო სწავლების გაძლიერებას არაფორმალურ განათლებაში. პროექტი ითვალისწინებს პროფესიულ განათლებაში არსებული სამეწარმეო განათლების მოდულის სწავლებას ამბროლაურის და სენაკის ზრდასრულთა არაფორმალური განათლების ცენტრებში, რისთვისაც შეიქმნა ზრდასრულთა არაფორმალურ სწავლებას მორგებული საპილოტე მოდული.

პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნა სამეწარმეო განათლების მოდულის აღიარების გზამკვლევი, რომელიც დაფუძნებულია „ათასწლეული გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ ამავე პროგრამის ფარგლებში 2016 წელს შემუშავებულ კონცეფციაზე.

საქართველოში დაიწყო არაფორმალური/ინფორმალური განათლების აღიარების უმნიშვნელოვანესი პროცესი. თუმცა ის განიცდის გამოცდილი კადრების და მეთოდოლოგიური რესურსების ნაკლებობას. ამგვარად, აღნიშნული გზამკვლევი ხელს შეუწყობს არაფორმალური/ინფორმალური განათლების აღიარების სისტემის დახვეწას.

ასევე შემუშავდა სამეწარმეო სწავლების მოდული არაფორმალური განათლებისთვის და მეთოდოლოგიის დამხმარე სახელმძღვანელო პედაგოგებისთვის. მოდული ეფუძნება მეწარმეობის სწავლების ინოვაციურ და თანამედროვე მიდგომებს - ბიზნეს კანვას მოდელი ( Business Model canvas), დიზაინერული აზროვნება (design thinking) - რაც მიიჩნევა საუკეთესო საშუალებებად ზრდასრულების და ახალგაზრდების სწავლებისთვის.

პროექტის ფარგლებში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გადამზადდა 10 მასწავლებელი, მათ შორის თითო -თითო შეირჩა ამბროლაურის და სენაკისა ზრდასრულთა / სათემო განათლების ცენტრებში ტრენინგების ჩასატარებლად.

სექტემბრის თვიდან ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრში მიმდინარეობს ტრენინგები, სამეწარმეო კურსს გადის 14 მეწარმეობით დაინტერესებული მსმენელი. სენაკში კი - 10. პროგრამის ამოცანაა კურსდამთავრებულისათვის მეწარმის უნარ-ჩვევების განვითარება.

პროექტის ფარგლებში პროექტის ბენეფიციარებს კომპანიის სტრატეგიულ განვითარებაში, სტრუქტურირებაზე და ა.შ. კონსულტაციებს უტარებს საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანია “ C-team” .

სამეწარმეო პრაქტიკის პოპულარიზაციისთვის პროექტი ითვალისწინებს ბიზნეს იდეების კონკურსს, რომლის მეშვეობითაც გამოვლინდება სამი საუკეთესო ბიზნეს იდეა (იხილეთ Jobs.ge-ზე და work.ge-ze ). საუკეთესო ბიზნეს იდეების ავტორები დაჯილდოვდებიან დასკვნით კონფერენციაზე.


რეგიონებში პროექტის პრეზენტაციებმა, შეხვედრებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებთან ცხადყო, რომ პროექტი ზუსტად პასუხობს ადგილობრივი მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებს. სამეწარმეო განათლების მიმართ ინტერესი დიდია, განსაკუთრებით ზრდასრულებს შორის, რადგან მათ აქვთ საინტერესო ბიზნეს-იდეები, თუმცა არასაკმარისი ცოდნა და ინოვაციების ნაკლებობა მთავარ გამოწვევებად რჩება. ამ გამოწვევებს კი კარგად პასუხობს პროექტის მიზნები და ამოცანები.

[R]


24.05.2018 სკოლის საატესტატო გამოცდები დასრულდა

24.05.2018 რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა მათემატიკასა და ფიზიკაში ახალციხის სკოლებში

22.05.2018 დღეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოსწავლეებმა ისტორიასა და ფიზიკაში ჩააბარეს

21.05.2018 უცხო ენა და ბიოლოგია – რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.05.2018 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სამცხე–ჯავახეთში

25.05.2018 მოსწავლეების წერილები ახალციხელ ჯარისკაცს ავღანეთში

25.05.2018 ‘Off Road’ – ექსტრემალური სპორტის მოყვარულები ახალციხიდან [Photo/Video]

25.05.2018 მოსწავლეებმა პოლიციის ფორმებით სამმართველოს ეზოში ღონისძიება გამართეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

იდეების კონკურსი სოციალური მეწარმეობის მსურველებისთვის
კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისთვის საგრანტო კონკურსი ცხადდება
კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის პრეზენტაცია
სკოლებში ’თავისუფალი გაკვეთილების’ დანერგვა დაიწყო
ტრენინგ-მოდულების დამწერთა მეორე ნაკადმა გადამზადება დაასრულა
არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებლებს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდებს აცნობენ