FM97.5 / LIVE

კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ტახტის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო დანიშნა

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.11.2017
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელმა, ილია მეორემ, ტახტის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო მუჯირი დანიშნა.

კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ტახტის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო დანიშნა

ამის შესახებ დაწერილი ბრძანება კათოლიკოს პატრიარქმა დღეს, ქაშვეთის ეკლესიაში წაიკითხა, სადაც გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვა მიმდინარეობს.

ილია მეორეს აქამდე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე არ ყავდა დანიშნული.

კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ტახტის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო დანიშნა

საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისათვის თავისი მოვალეობების შესრულებას, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე.

პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ორი თვისა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე იწვევს საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებას, რომელზედაც მოხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა.

საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრების წინ მოსაყდრე იწვევს წმ. სინოდს, საპატრიარქო კანდიდატების შესარჩევად. წმ. სინოდი ირჩევს გაფართოებულ კრებაზე წარსადგენ 3 კანდიდატს.

მიტროპოლიტი შიო, რომელიც პატრიარქის ქორეპისკოპოსიცაა, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიას ხელმძღვანელობს. ბერად 1993 წელს აღიკვეცა და 2010 წელს მიტროპოლიტის ტიტული მიიღო.

[sknews.ge]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

საპატრიარქო: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თავს კარგად გრძნობს
25 მარტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა
დღეს პატრიარქს 84 წელი შეუსრულდა
პატრიარქის მდივანის განცხადებით, ილია II-ის ოპერაცია კარგად დასრულდა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აბიტურიენტებს დალოცავს
მართლმადიდებელ ეკლესიაში საყოველთაო ჯვრისწერა დაიწყო
პატრიარქის კურთხევით, სამი დღე თევზით ხსნილი იქნება